imedi /  06 აგვისტო 2020, 22:48 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 17 წლის ჩათვლით ბავშვების საკომპენსაციო პაკეტს მოხმარდება

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 17 წლის ჩათვლით ბავშვების საკომპენსაციო პაკეტს მოხმარდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

როგორც მან აღნიშნა, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა ასახულია ბიუჯეტში და მისი მიზნობრიობა სწორედ პანდემიის გამო მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებებს უკავშირდება.

„დღეის მდგომარეობით, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, 134 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 34 მლნ ლარი შემოიტანა სხვადასხვა შემომწირველმა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს, ცალსახად ითქვა, რომ stopcov ფონდის თანხები ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში, მიიმართებოდა ან უშუალოდ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ან პანდემიით მიყენებული ზიანის კომპენსაციაზე და სოციალურ პროექტებზე. შესაბამისად, ახლა, როდესაც დაანონსდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები, ბავშვების დახმარების პაკეტი სრულად დაფინანსდება სწორედ stopcov ფონდიდან”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ოჯახების და მათი შვილების დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტი, გაზრდილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, იქნება ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება ბავშვთა სოციალური მდგომარეობის მხარდასაჭერად კრიზისის განმავლობაში.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან 200 ლარის დახმარებას მიიღებს.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 10:57

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის და მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:54

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს

„კიდევ დამატებით 211 პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული 2024 წლით დასრულებული, 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი დამატებით იქნება გაზიფიცირებული. როგორც მოგახსენებთ, 90%-ს დიდად გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში და ასევე ეს არის ძალიან ნათელი გამოხატულება ახალი პრიორიტეტების, რაც ჩვენმა სამთავრობო გუნდმა დაადგინა“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს აისახება თვითან თვემდე ეკონომიკის ვარდნის შესუსტებაში. ასევე - ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. შარშან ეს მაჩვენებელი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს, წელს კი კოვიდის მიუხედავად, სერიოზული ზრდა გვაქვს.

კორონავირუსი საქართველო

29 ოქტომბერი 2020, 10:51

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

29 ოქტომბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: WizzAir-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს

ავიაკომპანია WizzAir-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სტუდენტები და რეზიდენტები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პირველი დღიდან არიან ჩართულები

სტუდენტები და რეზიდენტები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პირველი დღიდან არიან ჩართულები, რასაც ადასტურებს ისიც, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა ამ პროცესში მუდმივად, პირველი დღიდან მონაწილეობს და შესაბამისად ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კათედრას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ონლაინ კლინიკის ლოდინის ხანგრძლივობა არის 12-დან 20 წამამდე, რაც დასაშვები დროა

ჩვენ ავამოქმედეთ ონლაინ კლინიკა, რომელიც ახლა მუშაობს სატესტო რეჟიმში. ჩვენთვის მნშვნელოვანია ონლაინ კლინიკაშიც გვყავდეს საექიმო წარმომადგენლები, ვინაიდან იქაც ხდება პაციენტებზე მონიტორინგი და შესაბამისად არის ვალდებულება, რომ კლინიკაში გვყავდეს ექიმები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ონლაინ კლინიკისთვისაც გამოვაცხადოთ გარკვეული მობილიზაცია, სადაც ჩვენი სტუდენტები და რეზიდენტები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, საშუალოდ რამდენი ექიმია საჭირო ერთი მძიმე პაციენტის სამკურნალოდ

ზოგადად მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი იყოს გამოყოფილი, მაგრამ საშუალოდ 4-8 მძიმე პაციენტზე საჭიროა ერთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი და 3-4 ექთანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:31

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის განთავსება არ იგეგმება

„მოდით ჯერ ვიფიქროთ იმაზე თუ რამდენად მოისურვებდა ქართველი პაციენტი სპორტის სასახლეში განთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდამ გვესმის, რომ არ არის საწოლფონდი, ჩვენთან არის მუდმივი ზარები იმის შესახებ თუ რომელ ჰოსპიტალში ურჩევნია პაციენტს განთავსება და ისინი ჯერ კიდევ არჩევენ ჰოსპიტლებს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს პირველ რიგში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური გარდატეხის საფუძველი, და ვინაიდან კორონავირუსი თავისი მიმდინარეობით საკმაოდ მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ეს ნამდვილად საზრუნავია და მე ყველანაირად ვეცდები და ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად არის ჩართული იმ მიმართულებით, რომ ჩვენს პაციენტებს მკურნალობის პერიოდში ჰქონდეთ სრული კომფორტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

29 ოქტომბერი 2020, 10:20

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 8 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის 49,881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 8,040,203-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 517 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 120,527-ს აღწევს.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 10:18

პოლიტიკა

გიორგი გახარია ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

„ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 10:14

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ქვეყნის გაზიფიცირება 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული

„დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ/დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3-წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ქვეყნის გაზიფიცირება ამ გეგმის დასრულების შემდეგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება გაზიფიცირების - დაახლოებით 90%“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 10:13

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს რეკორდული მოსავალი გვქონდა - ჩვენმა მეღვინეებმა 277 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ​​დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს რეკორდული მოსავალი გვქონდა - 277 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:08

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე და მისი უფლებების დაცვა, უზრუნველყო ბიზნესის თავისუფლება, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება და წარმატებული საგარეო პოლიტიკის გატარება

„თქვენ მეკითხებით რატომ უჭერს მხარს საზოგადოება “ქართულ ოცნებას”? - ამაზე მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული პასუხი. “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა, შეძლო ზრუნვა ადამიანზე და მის უფლებებზე, უზრუნველყო ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, წარმატებული საგარეო პოლიტიკის გატარება, განათლების სფეროში ფუნდამენტური გარდაქმნების დაწყება და დაფინანსების გაზრდა, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარება და ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის მიღება.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 10:05

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს

„რამდენიმე დღეში არჩევნები გვაქვს. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს. მე მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მეტი პასუხისმგებლობისგენ მოვუწოდო, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და მოვუწოდოთ მათ, ატარონ პირბადე. ყველას მოგეხსენებათ, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი გზა ნაკლები შეზღუდვისკენ, ეს არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:03

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფექციის მკურნალობას სახელმწიფო ფარავს სრულად

„თუ პირადი მოხმარების ნივთების შეძენა ან წიგნების შეძენის სურვილი არ გაქვთ ონლაინ, შეგიძლიათ არანაირი თანხა არ წაიღოთ თან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჰილარი კლინტონი

29 ოქტომბერი 2020, 09:56

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრი გახდა

„მე გავხდი კოლეგიის წევრი ნიუ-იორკში. დარწმუნებული ვარ, საშუალება მომეცემა მხარი დავუჭირო ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს,“-განაცხადა კლინტონმა Sirius XМ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კორონავირუსი

29 ოქტომბერი 2020, 09:27

COVID19

მარშალის კუნძულებზე კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა

35 წლის ქალი და 46 წლის კაცი კუნძულებზე სამხედრო რეისით აშშ-დან ჩავიდგნენ და ჩაფრენისთანავე კარანტინში გადავიდნენ. მათ კუნძულების მოსახლეობასთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

ალექსანდერ დე კრო

29 ოქტომბერი 2020, 09:11

COVID19

ბელგიის პრემიერი: ვირუსის გავრცელება უნდა შევწყვიტოთ

„ჩვენ არ გავიმეორებთ შეცდომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვების მოხსნას ნაადრევად არ ვაპირებთ. ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული დროებითი შეზღუდვების ნაადრევად გაუქმება პრობლემებს ზრდის. მინდა მივმართო მათ, ვინც ჯანდაცვის სისტემაშია და ბრძოლის წინა ხაზზე, ქვეყანას თქვენი იმედი აქვს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი ვირუსის დასამარცხებლად“, - აცხადებს ბელგიის პრემიერი.