imedi /  11 აგვისტო 2020, 10:12 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი: ჩვენი გმირების თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

შინდისის გმირების თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაზე და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოს არც ერთ ოჯახს არ მოუწიოს ასეთი ტრაგედიის გადატანა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას. მათ სწორედ ამ ადგილებში, რუსეთის ჯართან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაუფიქრებლად გაწირეს თავი სამშობლოს ღირსების დასაცავად. ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი, რომელიც დარჩება მოუშუშებელ ჭრილობად. ჩვენი გმირების თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაზე და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოს არც ერთ ოჯახს არ მოუწიოს ასეთი ტრაგედიის გადატანა. სწორედ ამ მიზნების წარმატებუთ მიღწევა იქნებოდა ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების ხსივნის საუკეთესო დაფასება“. - განაცხადა ახვლედიანმა.

დღეს სამხედროებმა და საჯარო პირებმა შინდისის მემორიალთან პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2020, 10:47

საზოგადოება

გაზსადენზე ავარიის გამო, 14,000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

„თბილისის ენერჯის“ ინფორმაციით, ზღვის უბნის დასახლების IV კვ-ში საშუალო წნევის მიწისქვეშა დ-500 მმ-იან გაზსადენზე ავარია მოხდა, რის გამოც 14,000 აბონენს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.

კორონავირუსი

30 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

30 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა

„24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7 გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომუნიკაციების კომისია

30 სექტემბერი 2020, 10:35

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება დაიწყო

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ახალი საგნის - „ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა“ სწავლება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული წიგნიერება, კიბერეთიკა, კიბერ საფრთხეები, მედიაეკონომიკის საფუძვლები და ა.შ.

ნატა საბანაძე

30 სექტემბერი 2020, 10:34

პოლიტიკა

ნატა საბანაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: გიორგი გახარიამ უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან

„პრემიერს ექნება შეხვედრები ევროკომისრებთან, რომლებიც კურირებენ განათლებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, მართლმსაჯულებას. ფაქტიურად, ყველა სფერო არის მოცული. ამიტომ, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული ვიზიტია. დიდი ინტერესი გამომდინარეობს ასევე იქიდანაც, რომ ერთ თვეში საქართველოში არჩევნებია, ყველა საუბრობს ამ არჩევნებზე და მოლოდინი მაღალია“, - განაცხადა საბანაძემ.

თეა წულუკიანი

30 სექტემბერი 2020, 10:33

სამართალი

თეა წულუკიანი: ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.

30 სექტემბერი 2020, 10:29

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.

30 სექტემბერი 2020, 10:27

საზოგადოება

მაგისტრ სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ პორტალზე.

ევროპაბეთი

30 სექტემბერი 2020, 10:26

საზოგადოება

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.

30 სექტემბერი 2020, 10:21

რეგიონი

ოთარ ხატიაშვილი აკურაში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის დადგმული სპექტაკლი

„ინციდენტი რაღაცას ემსახურება და ამის უკან ვიღაცები დგანან. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ შეიტანონ უკმაყოფილება ყურძნის ჩაბარების პროცესში. ჩემი ინფორმაციით, ამ მოქალაქეს შტაბთან კავშირი ჰქონდა, მე მგონი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას აუხსნეს , რომ მისი კუთვნილი ყურძენი "გრუზვიმპრომში" ჩაებარებინა. რიგები დაახლოებით 7-საათიანი ინტერვალი არის. რთველი ჩვეულ რეჟიმ ში მიმდინარეობს. რეგიონში 89 ქარხანა მუშაობს და ჩართული ყურძნის გადამუშავების პროცესში. "- განაცხადა ბესარიონ სულაქველიძემ.

კიბერდანაშაული

30 სექტემბერი 2020, 10:14

მსოფლიო

LinkedIn-ზე კიბერთავდასხმაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს აშშ-ში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთი ოლქის ფედერალურმა სასამართლომ კიბერთავდასხმაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ევგენი ნიკულინს 88-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Courthouse News Service-ი წერს.

30 სექტემბერი 2020, 10:08

ეკონომიკა

Disney გასართობი პარკების თანამშრომლებს ამცირებს

კომპანია Disney-ს ხელმძღვანელობა იძულებულია გასართობი პარკების თანამშომლები შეამციროს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

ნიკოლ ფაშინიანი

30 სექტემბერი 2020, 09:54

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების შეყვანის საკითხს არ განვიხილავთ

სომხეთი კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

30 სექტემბერი 2020, 09:40

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვედრებს დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში გამართავს

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვედრებს დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში განაგრძობს. ევროკომისიაში დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრა ევროკომისრებთან, ხოლო ევროპარლამენტში - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებთან.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 09:18

მსოფლიო

ჯოზეფ ბაიდენი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. მისი კანდიდატურა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრმა კრის ბრაიანტმა დაასახელა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას არჩევნებში ფოსტით ხმiს მიცემის მეთოდი კვლავ გააკრიტიკა.

30 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.რეზოლუცია საბჭომ გვიან ღამით, საგანგებო სხდომაზე მიიღო. მანამდე მხარეებს ვითარების ესკალაციისა და დიალოგისკენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს.

30 სექტემბერი 2020, 08:44

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ნინო ნიჟარაძე

30 სექტემბერი 2020, 08:29

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია

აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს. მისი თქმით, არსებული რესურსი უმკლავდება იმ მოთხოვნას, რომელიც ამ ჟამად დგას სამედიცინო დაწესებულებების წინაშე.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი პუტინის ლეკვია

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.