imedi /  14 აგვისტო 2020, 11:56 / სანდო წყარო

უმაღლესი სასწავლებლებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

უმაღლესი განათლების მიმართულებით ცალკე რეკომენდაციები მუშავდება - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. იმ წესებს, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება სასწავლო დაწესებულებში, გაეცანით ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ჟან-ფრანსუა დელფრესი

26 ოქტომბერი 2020, 16:00

COVID19

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭო: ქვეყანაში კოვიდსიტუაცია კრიტიკულია და შეზღუდვების გამკაცრება შეიძლება საჭირო გახდეს

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს პრეზიდენტის, ჟან-ფრანსუა დელფრესის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსიტუაცია კრიტიკულია და კორონავირუსის მეორე ტალღასთან გასამკლავებლად შეზღუდვების გამკაცრება გახდება საჭირო.

გიორგი ვოლსკი

26 ოქტომბერი 2020, 15:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა

ემოციები ჭარბობს, იყო აზრთა სხვადასხვაობა - ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და ათეულ ათასობით ადამიანი კორონას გამო დარჩება საარჩევნო ყუთს მოწყვეტილი, ისე რომ ვერ მისცემს ხმას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგ განაცხადა.

რევაზ ნადარაია

26 ოქტომბერი 2020, 15:39

სამართალი

იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რევაზ ნადარაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

„„გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველად მონაწილეობა კანონისმიერად იწვევს ჩემი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ავტომატურ ჩამოშორებას ამ კონკურსის ყველა ეტაპიდან“.

გიორგი ვოლსკი

26 ოქტომბერი 2020, 15:38

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას, გააყალბოს არჩევნები

ცესკომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ დაფიქსირდნენ ადამიანები, რომელთაც საარჩევნო უბნებთან მისვლა არ შეუძლიათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი ცესკოს გადაწყვეტილებაზე გააკეთა.

26 ოქტომბერი 2020, 15:34

კულტურა

მიხეილ ჩხენკელი: ვანის მუზეუმი მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმია, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ვანის ახლადრეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმის შენობა და მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიცია დაათვალიერა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორცელდა ვანის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. მინდა, საზოგადოებას მივულოცო ვანის მუზეუმის გახსნა. ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი, რომელიც ძალიან საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

26 ოქტომბერი 2020, 15:30

საზოგადოება

თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრის გახსნას დაესწრო. ასოციაციას, საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 კვადრატული მეტრი სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ ორწლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ქართულ დიასპორაზე: ისინი ჩვენი ელჩები არიან, მე მათ ჩვენს დიპლომატებად აღვიქვამ

„ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქართული დიასპორის გაძლიერებას. ჩვენ უკვე გვაქვს დიასპორული ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებთან, იმისთვის, რომ გაიხსნას ახალი კულტურული კერები, რომ გავხსნათ საკვირაო სკოლები, რათა ისინი მუდმივად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 15:22

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: მედპერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე კლინიკა „ლჯ და კომპანიაში" მყოფი პაციენტების მდგომარეობას გაეცნო. ,,კლინიკა „ლჯ და კომპანიაში“ ვიმყოფებოდი. კლინიკა პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებიდან კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, ასობით ჩვენი მოქალაქე განიკურნა უკვე ჩვენს კლინიკაში. ამჟამად იქ მყოფი პაციენტების მდგომარეობას გავეცანი, მედ-პერსონალს შევხვდი და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, თვეების მანძილზე რომ ეწევიან ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ვისაუბრეთ არსებული სიტუაციის შესახებ და სამოქმედო გეგმებიც გავაანალიზეთ", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ბრექსიტის მოლაპარაკებების დროს, დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ერთადერთ ქვეყანასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხება და ეს იყო საქართველო

ჩვენ დავაფუძნეთ უაღრესად მნიშვნელოვანი სგრატეგიული ფორმატები აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან. ბრიტანეთი, რომელიც ბრექსიტის მოლაპარაკებებში იმყოფებოდა, მხოლოდ ერთადერთ ქვეყანასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხება და ეს იყო საქართველო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 15:15

პოლიტიკა

თურქეთის საელჩო განმარტავს, რომ თბილისში მუშაობა არ შეუჩერებია

თურქეთის რეპუბლიკის საელჩო განმარტავს, რომ საქართველოში მუშაობა არ შეუჩერებია. მათი განმარტებით, საელჩოს 24 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, პრევენციის მიზნით, საკონსულო განყოფილება აჩერებდა მუშაობას შემდგომი განცხადების გაკეთებამდე, ხოლო სასწრაფო საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებდა საელჩოს ცხელი ხაზი.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს

ეს პროცესი არ გაჩერდება და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უნდა უკან წაიღოს აღიარება. სხვა გზა ურთიერთობის მოწესრიგების არ არსებობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურის და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება იქნება

„მინდა შეგახსენოთ ფრანკფურტის წიგნების ბაზრობა, რომელიც იყო უნიკალური ფორუმი, იმისთვის რომ საქართველოს მდიდარი კულტურული შესაძლებლობები მსოფლიოსთვის წარმოგვეჩინა. ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაგეგმილი მომავალ წლებში. თუკი პანდემია ამის საშუალებას მოგვცემს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, თბილისი გახდება წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი ქალაქი. ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული ქვეყნის კულტურული შესაძლებლობების წარმოსაჩენად, ისევე როგორც 2022 წელს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება „ევროპალია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 15:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: 2012 წელს „ქართული ოცნების“ გუნდს დახვდა ქვეყანა, რომლის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა იყო შელახული

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, დეოკუპაციაა. მინდა გავიხსენო 2012 წელი. პერიოდი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და „ქართული ოცნების“ გუნდს დახვდა ქვეყანა, რომლის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა იყო შელახული, ეს იყო მოცემულობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 14:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ნატოსთან

როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ნატოსთან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ეს არის სწორედ იმ თანმიმდევრული, სწორი გააზრებული საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ჩვენ დღეს გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია. ასოცირების დღის წესრიგი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა და „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული განაცხადი გააკეთა. ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში გაერთიანებაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 14:56

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ის პროცესი, რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, აზერბაიჯანისა და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით

„დარწმუნებული ვარ, რომ ის პროცესი, რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ასევე ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას სომხეთთან და სომხეთთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხსაც ბოლომდე მივიყვანთ“,- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არასდროს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ხელშესახები შედეგი ამერიკასთან ჩვენ არ გვქონია

„შარშან მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელი მოიცვა. ეს დეკლარაცია არის ყოვლისმომცველი. ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიული აღმშენებლობის, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 14:44

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან ქვეყანამ 8-წლიანი ციკლი ყოველგვარი დაპირისპირებისა და ომის გარეშე გაიარა

მე ამაყი ვარ, რომ განვლილი 8 წლის განმავლობაში ჩვენ გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ დამოუკიდებელი დღიდან პირველად ქვეყანამ 8-წლიანი ციკლი ყოველგვარი დაპირისპირებისა და ომის გარეშე გაიარა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

26 ოქტომბერი 2020, 14:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სტაბილური განვითარება არის უმთავრესი მიზანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე დაისახა

„ამიტომ, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური გუნდისთვის უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი გახლდათ ჩვენი ქვეყნის გარე საფრთხეების მაქსიმალური განეიტრალება, მინიმიზაცია, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო ქვეყნის სტაბილიზაცია და ამის შედეგად ჩვენ გვაქვს დღეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

26 ოქტომბერი 2020, 14:27

პოლიტიკა

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებს მოქალაქეების მოთხოვნებს.

26 ოქტომბერი 2020, 14:24

რეგიონი

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდულია - ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცა და იქ რეკრეაციული ზონა მოეწყობა

გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო, გორის მუნიციპალიტეტს გადაეცა და იქ რეკრეაციული ზონა და ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა, - ამის შესახებ კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, თემატური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.