imedi /  19 აგვისტო 2020, 14:48 / სანდო წყარო

NDI: საჭიროა პოლიტიკური ნება, რათა საარჩევნო რეფორმები დემოკრატიულ არჩევნებში აისახოს

NDI

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიისა და საარჩევნო რეფორმების ფონზე ახლოვდება, რაც, სავარაუდოდ, როგორც საარჩევნო კამპანიებზე და პროცედურებზე, ასევე ამომრჩევლების ქცევასა და მომავალი პარლამენტის შემადგენლობაზეც იქონიებს გავლენას, - ამის შესახებ ნათქვამია წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაცია აქვეყნებს.

„დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს, თუმცა შემდგომი რეფორმების გარეშე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, - განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა.

NDI-მ გამოაქვეყნება ანგარიში (Georgia Election Watch), რომელიც 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, პრეზიდენტ მიტჩელის ხელმძღვანელობით NDI-ის დელეგაციის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზს წარმოადგენს. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი, საქართველოს ოფისის მოქმედი დირექტორი თეონა ყუფუნია, საარჩევნო პროგრამების დირექტორი პატრიკ მერლო და ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი. NDI-ის ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია; საარჩევნო გარემო; მედიის როლი და დეზინფორმაცია; გენდერი და ინკლუზიურობა და კორონავირუსის ზეგავლენა.

NDI-ის დელეგაცია მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიმპლოტიური მისიების წარმომადგენლებს ესაუბრა.

ანგარიში ასევე ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას. ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. თუმცა, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება. თავის მხრივ, ეს ფაქტორები საქართველოს გარე ჩარევების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

„მიმდინარე წელს საარჩევნო რეფორმის გატარებითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებებით ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, ერთმანეთში არსებული განსხვავებების დაძლევა შეუძლიათ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და მონაწილე მხარეებმა მსგავსი სიმტკიცე გამოიჩინონ და სამართლიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიური არჩევნები ჩაატარონ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოხატავს“, - განაცხადა დერეკ მიტჩელმა.

NDI-ის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად 30 რეკომენდაციას გასცემს. მათ შორის:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და არჩევნებთან დაკავშირებულმა სხვა სამთავრობო უწყებებმა მაქსიმალურად დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონი და რეგულაცია.
  • ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქმიანობა არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად, ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე წარმართონ.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე და გადაჭრის გზებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს.
  • პარტიებმა ინკლუზიური და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები უნდა შეიმუშაონ, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის (ქალების, ლგბტქი ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩათვლით) მნიშვნელოვანი თემებიც იქნება ასახული. პარტიებმა ისინი, ასევე, უნდა ჩართონ თავიანთ შიდა პროცესებში და წარადგინონ კანდიდატებად. პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ.
  • მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება: მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა.
  • ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ფეისბუქმა, იუთუბმა და სხვა ონლაინ პლატფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ. ფეისბუქმა დროულად უნდა უპასუხოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებს უკავშირდება; ასევე აღკვეთოს მიკროტარგეტირება და გააუმჯობესოს ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი იარლიყების სისტემა.

NDI-ს წინასაარჩევნო პერიოდში გრძელვადიანი ანალიტიკოსები ეყოლება, რომლებიც ამ ანგარიშში წარმოჩენილ ძირითად თემებს მთელი საარჩევნო პროცესის მანძილზე სიღრმისეულად შეისწავლიან. ამას გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში NDI-მ, შესაძლოა, დამატებითი ანალიზი და რეკომენდაციებიც გამოსცეს. არჩევნების შემდეგ NDI საარჩევნო პროცესების შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

NDI მადლობას უხდის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც მხარს უჭერს ამ ანგარიშის გამოქვეყნებას და NDI-ის სხვა საარჩევნო აქტივობებს.

NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდაჭერით მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისა და განმტკიცებისათვის მუშაობს. NDI-ს 65-ზე მეტ ქვეყანაში 250-ზე მეტი არჩევნების სადამკვირვებლო მისია და შეფასება აქვს განხორციელებული, მათ შორის არაერთი შეფასება საქართველოში 1992 წლიდან. NDI-ის და მისი პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე www.ndi.org

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 14:26

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.

ლაშა აბაშიძე

11 სექტემბერი 2026, 14:23

ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რატი იონათამიშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

არჩილ გორდულაძე

11 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერტებულ შტატებტან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას

არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.

11 სექტემბერი 2026, 14:19

სამართალი

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა.

11 სექტემბერი 2026, 14:16

სამართალი

სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

11 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება

იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 14:09

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების კუთხით განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.

11 სექტემბერი 2026, 13:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

11 სექტემბერი 2026, 13:34

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

11 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები

ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაკითხვასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 13:26

მსოფლიო

AP: აშშ-ში დიზელის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი გალონის ღირებულებამ 6 დოლარს გადააჭარბა

აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა და საშუალოდ გალონზე 6 დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც რუსეთი არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წამომწყები, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან

როდესაც მეკითხებით, რომ „ვაილდბერიზი“ არის უკრაინის სამიზნე, ჩვენთან რატომ არ ხდება მისი შეზღუდვა, ჩემი პასუხი იქნება - მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? რუსეთი არის ამ ომის დამფინანსებელი, ამ ომის მწარმოებელი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები გადასახადებს იხდიან და შეიძლება ვთქვათ, რომ არაპირდაპირ აფინანსებენ. მაშინ რატომ არ ვკეტავთ საზღვარს? რატომ არ შემოგვაქვს ვიზები და არ ვხურავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დემოგრაფიულ გამოწვევებზე: სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით, გეგმავენ. დაგეგმვის კულტურის შემოსვლა ასევე გადადის ბავშვის გაჩენის თუ გაზრდის დაგეგმარებაში. ის, რაც მანამდე იყო სპონტანური, ემოციური, რომ შვილი ჰყოლოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებშია და რაციონალური მსჯელობის დროს შეიძლება ადამიანმა სხვადასხვანაირად დაალაგოს პრიორიტეტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დემოგრაფიულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას თუ სხვა ქვეყანას, რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!

როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?! - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

11 სექტემბერი 2026, 12:56

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 12:48

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა

ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა და ამისთვის მარაგებში არსებული კომპონენტებისა და მიწისქვეშა საწარმოო ობიექტების გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.