imedi /  27 აგვისტო 2020, 10:02 / სანდო წყარო

მიხეილ დაუშვილმა და ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს სექტორისთვის დადგენილი რეკომენდაციები გააცნეს

მიხეილ დაუშვილი
ბექა ფერაძე

მიხეილ დაუშვილი
ბექა ფერაძე

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს სექტორისთვის დადგენილი რეკომენდაციები გააცნეს, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება

ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სააღმზრდელო დაწესებულებებს დეტალურად გააცნო ის რეკომენდაციები, რომლებიც მათივე აქტიური ჩართულობით შემუშავდა. საბოლოო პროტოკოლზე კერძო და საჯარო სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტური თანხმობაა.

იმისთვის, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა ოპერირება განაახლონ, უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და ისინი, შრომის ინსპექციისა და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით შემოწმდება.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი გახსნაა.

„ჩვენ გვესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც დღეს იმ ბიზნესს აქვს, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღების, კინოთეატრების გახსნის თარიღი უკვე ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ამ სექტორების გახსნა იქნება მდგრადი და წარმატებული“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, კი 1-ლი ოქტომბრიდან - საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 11:56

ეკონომიკა

Fodors Travel-ი სვანეთის შესახებ წერს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ედიშერ გვენეტაძე

30 ნოემბერი 2021, 11:52

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, ბარამიძისთანა მლიქვნელების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების, ხოშტარიასნაირი „მოშიმშილეების“ და კირკიტაძისნაირი უვიცების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"! ეს ნათლად დაამტკიცა გუშინდელმა დღემ, როდესაც სასამართლოს შენობის გარეთ მყოფები უტევდნენ პოლიციელებს - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა პიარებზე გათვლილი და ფიქტიური.

ედგარს რინკევიჩსი

30 ნოემბერი 2021, 11:47

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია - სიმართლე გითხრათ, ევროპული პერსექტივა ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დაფიქსირებულიყო

„ევროპული პერსპექტივა ძალიან საინტერესო საკითხია და ასოცირებულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. ვიტყოდი, რომ როგორც MAP-ია ნატოში, ისეა ევროპული პერსპექტივის აღიარება. მე თბილისში ვიზიტით ვიმყოფებოდი ივნისის დასაწყისში. ვესაუბრე საქართველოს პრემიერ- მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს და პარლამენტის წევრებს. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ძალიან კარგად ვიცით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.

30 ნოემბერი 2021, 11:45

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

უკვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პრინციპია მეტი მეტისთვის. თუ ასოცირებულები არიან მზად დაწინაურდნენ სექტორული თანამშრომლობის კუთხით, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით , მაშინ ევროკავშირმა ეს უნდა გააკეთოს. ამ იდეას და მიდგომას ლატვია მხარს უჭერს და ამ თემაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა რინკევიჩმა.

30 ნოემბერი 2021, 11:44

ეკონომიკა

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 66.8 მილიონი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 14.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 66.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 11:40

ეკონომიკა

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ლია ორკოდაშვილი

30 ნოემბერი 2021, 11:36

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის თქმით, არცერთი პოლიტიკოსის მხრიდან არ ყოფილა ზეწოლის მცდელობა

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საკუთარ პოზიციას გამოხატავდა, სიტყვა არ შეაწყვეტინეს.

ბექა დავითულიანი

30 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ვიხილეთ ყავლგასული ავტოკრატის გამოსვლა, რომელიც მის მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ ნანობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საზოგადოებამ გუშინ ყავლგასული ავტოკრატის გამოსვლა იხილა, რომელიც მის მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ ნანობს. მისი თქმით, სააკაშვილს თავი შეუცდომლად მიაჩნია და საზოგადოებამ ნახა, რა ტიპის დამნაშავესთან აქვს საქმე.

ლევან იოსელიანი

30 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: სააკაშვილის განცხადებაში შეცდომებზე სინანული და აღიარება ვერ დავინახე, რაც გულდასაწყვეტია

„ჩემთვის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი იყო, რომ მე ვერ დავინახე მისი სინანული და აღიარება იმ შეცდომების, რაც დაშვებული იყო, თუნდაც გირგვლიანის მიმართ, თუნდაც 7 ნოემბრის საქმეზე, სამწუხაროდ, ეს სინანული ვერ დავინახე. არადა, ყველა პრობლემის მოგვარება აღიარებითა და ბოდიშის მოხდით იწყება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

30 ნოემბერი 2021, 11:33

თემა

შეიძლება თუ არა, აცრის უარყოფითი შედეგები წლების შემდეგ გამოვლინდეს?

იმ ადამიანების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ სურთ, თავის ქმედებას ვაქცინაციის გრძელვადიანი შედეგების შიშს უკავშირებს. რეალურად არსებობს თუ არა ასეთი რისკი?- ამ კითხვაზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.

30 ნოემბერი 2021, 11:22

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს.

30 ნოემბერი 2021, 11:20

თემა

გსურთ წარმატებული დიზაინერი გახდეთ? მოკლე გზამკვლევი, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ ამ სფეროში კარიერა

თანამედროვე შრომის ბაზარზე გრაფიკული დიზაინერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ამ სპეციალობის ადამიანები მუშაობენ ბანკებსა და მედიაორგანიზაციებში, მუშაობენ ამა თუ იმ ბრენდის ვიზუალზე ან ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეფუთვას ქმნიან. თუ თქვენ დიზაინერობაზე დიდი ხანია ფიქრობთ, სწორედ რომ ამ იდეის რეალიზაციის დროა. რით უნდა დაიწყოთ და როგორ შეძლებთ ამ სფეროში საკუთარი თავის სწრაფად და წარმატებულად დამკვიდრებას?- ამაში უკვე ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ.

30 ნოემბერი 2021, 11:16

რეგიონი

საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, EU4Culture-ი 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

თბილისში, EU4Culture-ი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, პრესკონფერენციასა და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

30 ნოემბერი 2021, 11:04

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია: პოლიტიკური მიკერძოება და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ისევ მაუწყებლების მთავარი გამოწვევაა

რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. 6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.

30 ნოემბერი 2021, 11:03

მსოფლიო

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთში ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

თურქეთში, ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე უდიდესი წყარო ქარის ენერგია გახდა. როგორც Anadolu წერს, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 22.6% შეადგინა.

30 ნოემბერი 2021, 11:01

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 134 ადამიანი დააკავეს

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 134 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში 1674 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1674 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 361 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1674 პირი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში - 121, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 38, იმერეთში - 35.

30 ნოემბერი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 821 თბილისში, 865 იმერეთში, 482 კი შიდა ქართლში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.

30 ნოემბერი 2021, 10:50

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 13 603 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 603-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 170 057 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 845 643 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 788 201, გარდაიცვალა 12 054 პაციენტი.

30 ნოემბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,38%-ს შეადგენს

29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,38%, ბოლო 14 დღეში - 8,96%, ხოლო 7 დღეში - 8,95%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 845 643 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 788 201, გარდაიცვალა 12 054 პაციენტი.