imedi /  29 აგვისტო 2020, 18:53 / სანდო წყარო

მეუფე გრიგოლი: თუ დადასტურდება, რომ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და პრობლემები, ეკლესია უშვებს გამონაკლისის სახით წესის აგებას

მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლი

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, თერჯოლაში გარდაცვლილ ბავშვთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მეუფე გრიგოლის თქმით, თუ დადასტურდება, რომ თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პრობლემები იყო, აღნიშნულ შემთხვევაში ეკლესიამ გამონაკლისის სახით წესის აგება შეიძლება დაუშვას.

„არ ვიცი, რა მოხდა და სად მოხდა, თუ დადასტურდება, რომ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და პრობლემები, ამ შემთხვევაში, ეკლესია უშვებს გამონაკლინისის სახით წესის აგებას. ამ შემთხვევაში არ ვიცი, რა მოხდა. ვფიქრობ ეს საკითხი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგიმ განაცხადა, რომ თუ 11 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, მას ეკლესია წესს არ აუგებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მამა – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

05 ივნისი 2023, 15:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ფორმულას“ ლობისტურ კამპანიასთან ხელშეკრულებაზე: აგენტების ამერიკულ კანონს იმიტომ დაარქვეს საქართველოში ჩვენმა ოპონენტებმა რუსული კანონი, აი ასეთი ამბები რომ არ გამსკდარიყო

„ერთი ცნობილი ძველი ქართული ტელეფილმი მახსენდება, „ვის უნდა უჯიკონ თვითონ საჯიკებლებმა“ - ასე გამოდის ეს ამბავი. ამის აღიარება მოხდა ფაქტობრივად, იმიტომ რომ ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდა ლობისტები. შემდეგ, არ ვიცი ამის გადასაფარად იყო თუ დაემთხვა, ასევე თავად საჯიკებელმა ხაბეიშვილმა სხვებს შესთავაზა დახმარება. საჯიკებლების დღე გვაქვს დღეს - „ნაცმოძრაობის“ და მისი ტელევიზიების, ასე გამოდის. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად, წარმოუდგენელი ამბავია. შეიძლება იყოს, მაგრამ მე პრეცედენტი არ მახსენდება, როცა ტელევიზიას ვინმემ ლობისტები დაუქირავა შელახული რეპუტაციის, იმიჯის აღსადგენად. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებს ეს სჭირდება და თავადვე აღიარეს საკუთარი მოქმედებებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი ღრიბაშვილი

05 ივნისი 2023, 15:02

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება, შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 ივნისი 2023, 14:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ

სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

05 ივნისი 2023, 14:55

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ტყუილად დახარჯული ფულია. კეზერაშვილს ჰყავს მშვენიერი ლობისტი - ინგლისის სასამართლო

„მე არ მსმენია, რომ ტელევიზიას რაღაც საქმიანობისთვის ლობისტი სჭირდება, ამიტომ ცხადია, ეს კეზერაშვილს ეხება. მით უმეტეს, როგორც ვხვდები, არ გადაუცია წილები ტელევიზიისთვის, როგორც აპირებდა. ჩემი აზრით, ტყუილად დახარჯული ფულია. კეზერაშვილს ჰყავს მშვენიერი ლობისტი. ინგლისის სასამართლო. თუ ის იქ გამართლდება, მაშინ არც მასთან ექნება კითხვები. თუ იქ დამარცხდება და აღმოჩნდება, რომ მართლაც თაღლითია, მაშინ მას ვერანაირი ლობისტური საქმიანობა ვერ გადაარჩენს. კეზერაშვილი ძალიან ცუდი ბიზნესმენია - სულ არასწორ ხალხში, არასწორ ტელევიზიებში დებს ინვესტიციას, არასწორ პოლიტიკოსებში. ამიტომ შესაძლოა, ეს კიდევ ვიღაცამ მოატყუა და ფული დაახარჯვინა, მაგრამ შესაძლოა, რაღაც პრობლემაზეა მორგებული“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

რატი იონათამიშვილი

05 ივნისი 2023, 14:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რუსეთის მხარემ დაუფასა ხოშტარიას, რომ ის ეწევა ჰიბრიდულ ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და სწორედ ამას უკავშირდება ჰონორარების ასეთი მნიშვნელოვანი გაზრდა

ეს აღარ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევა არის და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ გონივრულად საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს თანხები სინამდვილეში არის ჰონორარი ზუსტად ხოშტარიას რადიკალური ქმედებებისთვის, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან მორიგი ტრანზაქციის შესახებ.

ბაჩო დოლიძე

05 ივნისი 2023, 14:52

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ძალიან არაკორექტული და არაეთიკურია - როდესაც შენ პირადად არაფერს წარმოადგენ

ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ძალიან არაკორექტულია და არაეთიკური. პოლიტიკურად წამგებიანი პოზიციაა ასეთი ბაქიბუქი, როდესაც შენ პირადად ნამდვილად არაფერს წარმოადგენ, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:50

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მაისში 1.5% არის ინფლაციის დონე, რაც ძალიან კარგია და ეს პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა

ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:46

პოლიტიკა

პრემიერი: დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე

პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული და მაშინ იყო 31 000 და ეს მაშინ ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, რამდენიმე, სულ ორი წლის შემდეგ, გვაქვს 42 000 პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რომან გოცირიძე

05 ივნისი 2023, 14:45

პოლიტიკა

რომან გოცირიძე ელენე ხოშტარიას რუსულ ფულზე: რა ქნას? წინაპარზე თქვას უარი?

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებულ მორიგ ტრანშს გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:44

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში; წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა

ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5 % ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

05 ივნისი 2023, 14:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საინტერესოა, რა კომბინაცია აქვს ჩაფიქრებული კეზერაშვილს და რეალურად, რა მიზნებს მოხმარდება ევროპელი პენსიონერების გაძარცვის გზით მოპოვებული თანხა

"კოლექტივში, სადაც ფინანსური და სახელფასო პრობლემებია, ალბათ დიდი "სიხარულით" შეხვდებოდნენ ინფორმაციას, რომ ლობისტურ კომპანია Cornerstone-ს გადაუხდიან 420 ათას აშშ დოლარს", - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი დავით კეზერაშვილის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მან საკმაოდ სოლიდურ თანხად ლობისტური კომპანია დაიქირავა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2023, 14:41

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: კეზერაშვილის სახელი ფართოდ დემონსტრირდებოდა ევროპულ წრეებში, როგორც დევნილი მედიამენეჯერის. ამ მოტივაციას ყოველგვარი არგუმენტაცია გამოეცალა

„კეზერაშვილის სახელი ფართოდ დემონსტრირდებოდა ევროპულ წრეებში, როგორც დევნილი მედიამენეჯერის. ამ მოტივაციას ყოველგვარი არგუმენტაცია გამოეცალა და ეს არის მცდელობები წარმოადგინოს საკუთარი თავი, როგორც დევნილი მედიამენეჯერი“, - აცხადებს სარჯველაძე.

05 ივნისი 2023, 14:39

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია მისი ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ ფულთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მისი ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ ფულთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს.

გიორგი ვოლსკი

05 ივნისი 2023, 14:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კეზერაშვილი თანხებს უკეთებს მობილიზებას, რათა თავისი ტელევიზია წამოწიოს რევოლუციური ბრძოლის ველის წინა პლანზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ კეზერაშვილი, რომელიც ქოლცენტრების საქმის და ქართული ჯარის ძარცვის საქმის მთავარი გმირია, თანხებს უკეთებს მობილიზებას, რათა თავისი ტელევიზია წამოწიოს რევოლუციური ბრძოლის ველის წინა პლანზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რასაც სჭირდება შენარჩუნება

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. მთავარი, განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გადავწყვიტეთ ISUZU-ს მარკის 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება

ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რაშიც გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვმუშაობთ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი, ამ მიზნით თბილისში იდეალური ადგილია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი

ვმუშაობთ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი, ამ მიზნით თბილისში იდეალური ადგილია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

05 ივნისი 2023, 14:03

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ. სტუმრებს, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა.

05 ივნისი 2023, 14:00

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევის შედეგებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული თემატური მოკვლევა მიზნად ისახავდა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე არსებული გამოწვევების გამოვლენითა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებით, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ნინო ფოჩხუა

05 ივნისი 2023, 13:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: უკრაინაში რომ ვერ არის საქმე ისე, როგორც წარმოადგენს ოფიციალური, გაფილტრული მედია, დიდი ხანია ნათელია, საკმარისია მმართველი ელიტისთვის არასასურველმა ინფორმაციამ გაჟონოს, რომ უმალ მის ავტორს აკრედიტაცია უჩერდება

გარდა იმისა, რომ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია თუ მედია დახურულია, ზეწოლას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ, რა თქმა უნდა უკრაინელ ჟურნალისტებზე შეტევა მეტია, ვიდრე უცხოელებზე, მაგრამ მათზეც უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოცემა Semafor-ის სტატიას, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტი ბენჯამინ სმიტი წერს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აშუქებენ, უკრაინის ხელისუფლებასთან კონფლიქტში იმყოფებიან, ვინაიდან, ჟურნალისტური მასალების ფორმირებისთვის, უკრაინის საზედამხედველო ორგანოები მათ აკრედიტაციებს იყენებენ.