IMEDI /  01 სექტემბერი 2020, 14:24 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: ახალი სსიპ-ის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა სწორი გადაწყვეტილებაა

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მიუთითებს ჯანდაცვის პრიორიტეტულობას ამ ქვეყანაში და ჩვენს წინსვლას საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნებისკენ, რაც არის 2030 წლისთვის ჩვენი ქვეყნის, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის, მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი ნაწილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

როგორც გაბუნია ამბობს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ქვეყანაში ჯანდაცვის პრიორიტეტულობაზე მიანიშნებს.

„ჯანდაცვის პროგრამების უნიკალურობიდან და იქედან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის პროგრამების დაგეგმვას და მართვას სპეციფიკური ექსპერტიზა, განსაკუთრებული პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება, საჭიროდ ჩაითვალა ჯანდაცვის პროგრამების განმახორციელებელ ერთეულს ჰქონოდა მეტი ავტონომია და უშუალო დაქვემდებარება სამინისტროს ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ახალი სსიპ-ის თანამშრომლებს, თამარ გაბუნია ამბობს, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ამ კუთხით მომუშავე ადამიანები ახალ სსიპ-ში გადაინაცვლებენ, ხოლო დირექტორისა და სხვა ხელმძღვანელი პირების შესარჩევად კონკურსები გამოცხადდება.

„ამ კონკრეტულ მომენტში მიმდინარეობას შიდა რეორგანიზაცია და, რა თქმა უნდა, ის კადრი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში ჯანდაცვის პროგრამებს უძღვებოდა, გადმოვა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, რაც შეეხება დირექტორის და სხვა ხელმძღვანელი პირების პოზიციას, ამაზე გამოცხადდება კონკურსი და მოხდება მათი დაკომპლექტება. ჯერჯერობით გვაქვს შიდა გადანაცვლების და გარდამავალი პერიოდის ეტაპი. ძალიან კარგია, რომ ეს სსიპი ასეთი ცალკე ფორმით ჩამოყალიბდა, რადგან სამომავლოდ, როდესაც ქვეყანას აქვს უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნები, ამ მიზნების მიღწევისთვის ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკა და ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ პოლიტიკის აღსრულებაზე, საჭიროებს განსაკუთრებულ და უნიკალურ ექსპერტიზას და მოწყობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2022, 14:21

საზოგადოება

ოკუპანტები სოფელ ჯარიაშენთან გააქტიურდნენ - ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები

კირბალისა და მეჯვრისხევის შემდეგ, ოკუპანტები ჯარიაშენთანაც გააქტიურდნენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით თხრილებია გაკეთებული. ადგილობრივების თქმით, ეს ის ადგილია, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა. სუსი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, საკითხი უკვე განიხილეს ოც იანვარს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. უკანონო სამუშაოს შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორებიც.

იაგო ხვიჩია

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან

ჩემთვის ამ პროცესმა ინტერესი დაკარგა იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე სერიოზულობა დაიკარგა როგორც მმართველი პარტიის მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდანაც, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ანა ბუჩუკური

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ

„ინიციირებული გვაქვს, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც მისაღები პროექტი. ყველა ის საკითხი, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, წარმოდგენილი იყო ჩვენს რეზოლუციის პროექტში. ჩვენ დავაფიქსირეთ უკვე პოზიცია, რომ ჩვენთვის ეს ზეპარტიული საკითხია. არ გვაქვს კომპლექსი, რომ ამა თუ იმ კანონპროექტს მაინც და მაინც ვიღაცის სახელი ერქვას. მთავარია, კანონპროექტის არსებით შინაარსზე შევთანხმდეთ. შესაბამისად, საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ. წარვადგენთ ჩვენს კონკრეტულ წინადადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ თემაზე მაინც პოლიტიკური პარტიები შეთანხმებას შევძლებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

პაატა მანჯგალაძე

28 იანვარი 2022, 14:12

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ხვალ ეს ქვეყანა გაგვიბედავს უფრო მეტს

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი „სირაქლემას პოზიციაშია“.

კახა კალაძე

28 იანვარი 2022, 13:54

საზოგადოება

კახა კალაძე: ბიზნესში ხელს არავის ვუშლით, მაგრამ როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს ათიათასობით ადამიანს უშლის

ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელს არავის ვუშლით, თუმცა როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე.

28 იანვარი 2022, 13:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.

28 იანვარი 2022, 13:52

ტექნოლოგიები

საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს

Messenger-ის საიდუმლო ჩათის დასქრინშოთების შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს. ამ სიახლის შესახებ თავად სოციალური ქსელის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა.

28 იანვარი 2022, 13:42

პოლიტიკა

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს დღეს კომიტეტის სხდომაზე.

ანალენა ბერბოკი

28 იანვარი 2022, 13:37

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ინვესტორებს უკრაინაში გაურკვეველი ან არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება - ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება.

28 იანვარი 2022, 13:33

საზოგადოება

Paragraph Resort & Spa Shekvetili ყოფილი თანამშრომლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

Paragraph Resort & Spa Shekvetili ცილისმწამებლურს უწოდებს ყოფილი თანამშრომლების მიერ, ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქმულ ბრალდებებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც ასახავს გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებას.

28 იანვარი 2022, 13:13

პოლიტიკა

2022 წელს აჭარაში არაერთი მასშტაბური სოციალური პროექტი სრულდება

აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს ის მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც 2022 წელს სრულდება.

28 იანვარი 2022, 13:13

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.

28 იანვარი 2022, 13:08

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კახა კალაძე

28 იანვარი 2022, 13:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს

არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, მედიასთან განაცხადა.

28 იანვარი 2022, 12:56

საზოგადოება

კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექცია

28 იანვარი 2022, 12:50

საზოგადოება

ამილახვრის ქუჩის მიმდებარედ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობის დემონტაჟი განახორციელა

ნაგებობების მეპატრონეები განცხადებით, თვითნებურად დაწყებული შენობების დემონტაჟის შესახებ ოფიციალური უწყებებისგან გაფრთხილებული იყვნენ. მათივე თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებაში არ არის.

დიმიტრი ხვთისიაშვილი

28 იანვარი 2022, 12:45

კულტურა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილი დაინიშნა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილი დაინიშნა. კულტურის სამინისტროს ცნობით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ის ამ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენი

28 იანვარი 2022, 12:24

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

28 იანვარი 2022, 12:10

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მიზანია, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ვერ შედგეს და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსული საქმე გაკეთდეს

ამ საკითხის ირგვლივ არავითარი საფუძველი არ არსებობს ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც თავისი შინაარსით სპეკულაციურია. მთავარ ამოცანად და მიზნად ისახავს იმას, რომ რამენაირად დესტრუქციის ახალი მუხტი გააჩინოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო საყოველთაო კონსენსუსის გამოძებნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანია ესკალაციის თავიდან არიდება და ვითარების მაქსიმალურად განმუხტვა.

ლინდა თომას-გრინფილდი

28 იანვარი 2022, 11:57

მსოფლიო

აშშ უკრაინის საზღვრებზე არსებული ვითარების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვრებზე არსებული ვითარების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 31 იანვარს გაიმართება.