უცხოური მედია: შავი ზღვის რეგიონს აქვს შანსი, ახალი აბრეშუმის გზაზე და ენერგეტიკის ბაზარზე გლობალური ჰაბი გახდეს
ფოტო: shutterstock.com
შეერთებული შტატების ინტერესები შავი ზღვის რეგიონში აქცენტირებულია დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკური რეფორმების განვითარებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის შექმნაზე, უფრო სუფთა, უფრო მდგრადი გარემოს უზრუნველყოფაზე შავი ზღვის ბუნებრივი სილამაზისა და რესურსების შესანარჩუნებლად,- გამოცემა „Midlle EasT Institute“ სტატიას სახელწოდებით „შავი ზღვის ქვეყნები მზად არიან პოსტ-პანდემიური კლიმატიდან სარგებლის მისაღებად“ აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შავი ზღვის რეგიონს აქვს შანსი გახდეს ნამდვილად გლობალური ჰაბი ახალ აბრეშუმის გზაზე და ენერგეტიკის ბაზარზე, განსაკუთრებით ამჟამინდელი ცვალებადი გარემოსა და გადანაცვლების პირობებში.
„შავი ზღვა ისტორიულად ფუნქციონირებდა გზაჯვარედინად, რომელსაც სამომხმარებლო პროდუქციის დიდი მრავალსახეობა კვეთდა ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქები განვითარდა რეგიონალური კონფლიქტების და პოლიტიკური ცვლილებების, ასევე რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში. სხვადასხვა გეო-პოლიტიკური მოვლენა საფრთხეს უქმნიდა რეგიონის სტაბილურობას და კეთილდღეობას. თუმცა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები კვლავ ჩნდება და რეგიონს რამდენიმე უპირატესობა გამოარჩევს დანარჩენი მსოფლიოსგან. შავი ზღვის ქვეყნები რესურსებსა და საშუალებებს ფლობენ ენერგო უსაფრთხოების, რეგიონალური თანამშრომლობის, ეკონომიკური კრიზისებისა და მდგრადი განვითარების გზაზე მდგარი გამოწვევების სამართავად. რეგიონს მხოლოდ ჯეროვანი პოლიტიკური გარემო და მხარდაჭერა აკლია. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების და მიწოდების ჯაჭვში შესაბამისი, უპრეცედენტო რღვევების შემდეგ უცხოურმა ბიზნესმა დაიწყო მათ ხელთ არსებული ალტერნატივების გადაფასება. ბოლო დრომდე გლობალური კომპანიების უმეტესობას შეეძლო მიწოდების ჯაჭვი ისე აეგო, რომ საქონლის ნაკადებს თავისუფლად ემოძრავათ. ყოველივე ეს მათ აძლევდა ნედლეულის მოპოვების, საქონლის წარმოების და დისტრიბუციის საშუალებას მსოფლიოს ყველაზე დაბალხარჯიან ადგილებში. ეს დაშვება ამჟამად უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პანდემიამ გვაჩვენა, რომ მთელი წარმოების ერთ ადგილას აწყობას თავისი სუსტი მხარეები გააჩნია. მან ასევე ცხადყო არსებული სისტემის ნაკლოვანებები ბევრი დასავლური კომპანიის რეაგირება ადრეულ ეტაპზე გულისხმობდა წარმოებისთვის ახალი ადგილების მოძიებას. როგორც ჟურნალში The financial times აღინიშნა: „სტივ მადენის მოდის სახლს ხელჩანთების წარმოება კამბოჯაში გადააქვს; ვიეტნამი ჩაანაწვლებს კომპანიის Techtronic Industries მტვერსასრუტების წარმოებას და Google სერვერების მწარმოებელი Flex ახალ ცენტრებს ეძებს მექსიკიდან მალაიზიამდე რეგიონში“. გლობალური არასტაბილურობის პერიოდში რთულ გეო-პოლიტიკურ გარემოში ნავიგაცია რთული იქნება ბიზნესმენთათვის. თუმცა, შავი ზღვის რეგიონი მზადაა სარგებელი მიიღოს ამ ტრანსფორმაციული მოვლენებიდან და მას მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულების პოტენციალი გააჩნია ბიზნესისთვის ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზებით. ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან გაძლიერდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას საბაზრო ეკონომიკის სტატუსი მიანიჭა და შეწყვიტა ჯექსონ-ვანიკის საკანონმდებლო ცვლილების გამოყენება, მაშინ როდესაც ვაჭრობისა და ინვესტიციების აშშ-უკრაინის საბჭო, რომელიც ხსენებული ქვეყნების ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში დაფუძნდა, მუშაობს კომერციული და საინვესტიციო შესაძლებლობების გაღრმავებაზე. საერთაშორისო განვითარების დაფინანსების აშშ კორპორაცია (წარსულში OPIC) საქართველოში კაპიტალდაბანდების დიდ პორტფელს ფლობდა, რაც თანხობრივად თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო აქტივებს საზღვაო გადაზიდვების, საბანკო, წარმოების, სასტუმროების და ენერგეტიკის სფეროებში ფლობდა. შეერთებული შტატები ასევე მუშაობს საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებაზე, მათ შორის საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაზე, შრომითი ურთიერთობებისგან წარმოქმნილი დავების გადაჭრაზე. საერთო ჯამში აშშ-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა 2009 წელს არსებული $10.8 მილიარდიდან გაიზარდა $20.7 მილიარდამდე 2019 წელს, თუმცა თავის პოტენციალთან შედარებით მაინც მოკრძალებული მაჩვენებელია. პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2019 წელს შეთანხმდნენ ყოველწლიურად ემუშავათ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის $100 მილიარდამდე გასაზრდელად. ორმხრივი კაპიტალდაბანდების შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და რუმინეთს შორის 1994 წელს შევიდა ძალაში. რუმინეთი იმ ამერიკელ ინვესტორებს იზიდავს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპულ ბაზარზე წვდომის მოპოვებით, რომელსაც შედარებით დაბალი ხარჯი და განათლებული, ტექნოლოგიების მცოდნე მოსახლეობა ჰყავს ბევრს სხვა სარგებელთან ერთად. ამასობაში, ამერიკული კომპანიები ბიზნესს აწარმოებენ ბულგარეთის უმსხვილეს ინდუსტრიულ სექტორებში. შეერთებულ შტატებსა და ბულგარეთს შეთანხმება აქვთ გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის დაუშვებლობის და ორმხრივი კაპიტალდაბანდების შესახებ. საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შავი ზღვის რეგიონს აქვს შანსი გახდეს ნამდვილად გლობალური ჰაბი ახალ აბრეშუმის გზაზე და ენერგეტიკის ბაზარზე, განსაკუთრებით ამჟამინდელი ცვალებადი გარემოსა და გადანაცვლების პირობებში. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობით და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მიწოდების ჯაჭვის გადანაცვლების მხარდაჭერის იდეისადმი ერთგულებით, ასევე ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივისა და შავ ზღვაზე რუსეთის ამბიციების საპირწონედ ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში შემდგომი ინვესტიციების შეთავაზებით შეერთებული შტატები დამატებით სტიმულს მისცემს რეგიონში პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. ეს განსაკუთრებით შეეხება შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციისკენ“,- წერს გამოცემა Middle East Institute
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 15:55
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა
„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
19 აპრილი 2026, 15:55
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
19 აპრილი 2026, 15:55
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
19 აპრილი 2026, 15:35
სპორტი
ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა
მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.
19 აპრილი 2026, 15:02
სპორტი
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.
19 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება
Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.
19 აპრილი 2026, 14:47
მსოფლიო
ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია
„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.
19 აპრილი 2026, 14:36
საზოგადოება
მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.
19 აპრილი 2026, 14:32
ეკონომიკა
ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში
საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, - აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.
19 აპრილი 2026, 14:30
მსოფლიო
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს
„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
19 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა
ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.
19 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით
„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
19 აპრილი 2026, 14:16
მსოფლიო
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.
19 აპრილი 2026, 14:10
მსოფლიო
ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს
„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.
19 აპრილი 2026, 14:06
მსოფლიო
მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა
მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აპრილი 2026, 13:45
სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
19 აპრილი 2026, 13:35
მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს
დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.
19 აპრილი 2026, 13:33
საზოგადოება
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.
19 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.
19 აპრილი 2026, 13:04
სპორტი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
საერთაშორისო არენაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმატებით დაბრუნდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფილადელფიაში გამართულ ტურნირზე მან ამერიკელ მოჭიდავეს დაძაბულ ბრძოლაში 8:5 აჯობა.


