imedi /  12 სექტემბერი 2020, 10:01 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი წინუბანში, ნასაგურსა და დიდ ლილოში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

სოზარ სუბარი

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი მოსახელობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სოზარ სუბარი სამგორის რაიონში შემავალ სოფლებში: წინუბანი, ნასაგური და დიდ ლილოში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მათი ძირითადი პრობლემები შიდა გზების მოწყობას, არსებული ამორტიზებული სკოლის ახალი აშენებულით ჩანაცვლებასა და გარე განათებებს ეხებოდა.

მოსახელობის ძირითად პრობლემას კი სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი წარმოადგენს. თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი ექსპლუატაციაში 2010 წელს შევიდა. 2019 წლის ივნისის თვიდან კი ექსპლუატაციაში შევიდა პოლიგონის მე-3 უჯრედი, რომელზეც ხორციელდება ნარჩენის მიღება.

პოლიგონზე შემოსული ნარჩენის მიწით ყოველდღიურად გადაფარვის შედეგად, შემცირებულია უსიამოვნო სუნი, შექმნილია მწერებისა და მღრღნელების გავრცელებისათვის არახელსაყრელი გარემო, ასევე შემცირებულია პოლიგონზე ფრინველთ არაოდენობაც. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ახალი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი აშენდეს, რათა საბოლოოდ გადაიჭრას ეს პრობლემა.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

23 სექტემბერი 2020, 10:22

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ ნამდვილად განსაზღვრავს კვლევისა და ინოვაციების მომავალს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფას გულისხმობს.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 10:17

პოლიტიკა

გიორგი გახარიასა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაური ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში (wider Black Sea Region).

23 სექტემბერი 2020, 10:15

COVID19

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება საღამოს 20:00 საათამდეა შესაძლებელი

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ადგილზე ტესტირება ვირუსის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვის მიზნით ტარდება, რისთვისაც საშუალოდ 100-მდე ადამიანის გატესტვაა საჭირო.

ვეშაპები გამორიყული ავსტრალია ტასმანია

23 სექტემბერი 2020, 10:15

მსოფლიო

ტასმანიაში ნაპირზე ვეშაპების რეკორდული რაოდენობა გამოირიყა

ეს ტასმანიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ცხოველები შტატის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს. ორშაბათიდან მაშველები 250 ძუძუმწოვრის გადარჩენაზე მუშაობენ, თუმცა გუშინ კიდევ 200-ზე მეტი ვეშაპი იპოვეს, რომლებიც პირველი ჯგუფიდან ოდნავ მოშორებით არის გამორიყული. მათი უმეტესობა უკვე მოკვდა.

23 სექტემბერი 2020, 09:58

COVID19

მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველია

ბოლო 7 თვენახევარში COVID19-მა აშშ-ში 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სტატისტიკას ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს. აშშ კოვიდინფექციით გარდაცვლითა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მეორე ბრაზილია, სადაც ვირუსმა 137 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 09:40

მსოფლიო

თურქეთის მოქალაქე სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

23 სექტემბერი 2020, 09:26

COVID19

Bloomberg: შვედეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა კარანტინი დააწესონ

შვედეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა კარანტინი დააწესონ. ამის შესახებ Bloomberg წერს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ადრეს ტაგნელის ინფორმაციით, ბოლო კვირას კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული ქალაქ სტოკჰოლმში.

23 სექტემბერი 2020, 08:56

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის

„საქართველოს ეროვნული ბანკი 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - აცხადებს ცენტრალური ბანკი. 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიხეილ რამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 08:49

სამართალი

მიხეილ რამიშვილს დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხავენ

​თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა.

მაიკ პენსი

23 სექტემბერი 2020, 08:39

მსოფლიო

აშშ-ში ნიუ ჰემფშირის აეროპორტში მაიკ პენსის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ს ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ nypost წერს. გამოცემა თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

23 სექტემბერი 2020, 08:26

სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ჩემპიონატი 1-3 მაისის ნაცვლად თავდაპირველად 8-10 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ძიუდოს კავშირმა ჯანდაცვის ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, კონტინენტის პირველობის თარიღი კიდევ გადაწია.

23 სექტემბერი 2020, 08:16

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

23 სექტემბერი 2020, 08:07

პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტი დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს, მესამე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი გულისხმობს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა, მაგალითად, დისკრიმინაციისა კრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, ასევე ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების უფლებას.

ყველაზე ვიწრო სახლი

23 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება. უძრავი ქონების სააგენტო Winkworth-მა აუქციონზე გაიტანა სახლი, რომელსაც ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლს უწოდებენ.

23 სექტემბერი 2020, 00:41

COVID19

თებერვლის შემდეგ, ირანში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აღრიცხეს

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსის დიაგნოზი 3 712 ადამიანს დაუსვეს. ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, თებერვლის შემდეგ. საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა ქვეყანაში 429,193-ს მიაღწია.

ბავშვი ტელეფონით

23 სექტემბერი 2020, 00:40

მსოფლიო

6 წლის ამერიკელმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ამერიკელმა, ინდიანის შტატის ქალაქ ბლუმფილდის მკვიდრმა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა ყაჩაღებმა დედამისი მოკლეს და მამა დაჭრეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:35

სამართალი

ირაკლი კობახიძე „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“: ვფიქრობ, მთლიანადაა შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანად არის შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არენაში“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონპროექტის მიმართ სამი რეკომენდაცია ჰქონდა.

23 სექტემბერი 2020, 00:22

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 27 არასრულწლოვანი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი- საშუალო სიმძიმის.

გოგი მეშველიანი

23 სექტემბერი 2020, 00:19

რეგიონი

გოგი მეშველიანი ბოლნისში ამომრჩეველს შეხვდა

„ამ სოფლების მცხოვრებლებთან დიდი ხანია ახლო კონტაქტი მაქვს. მოსახლეობამ განსაკუთრებული მხარდაჭერა დააფიქსირა ჩვენი გუნდის მიმართ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა დასახლების საჭიროებების კვლევაში და ვეცდებით, მიღებული დავალებები უმოკლეს ვადაში შევასრულოთ“, - განაცხადა მეშველიანმა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაცრად გვყავს გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მაქსიმალურად მოერიდონ დაპირისპირებას

ამ ეტაპზე, წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად მშვიდია, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, არის გარკვეული პროვოკაციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.