imedi /  24 სექტემბერი 2020, 14:18 / სანდო წყარო

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე ​სპეცმასწავლებელთან შეხვედრას შეძლებენ

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურად განკუთვნილ რესურს-ოთახში ​სპეცმასწავლებელს შეხვდნენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლემა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროგრამა აჭარაში არ იმოქმედებს.

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან და ესეც ნებადართული არის უკვე პირველი ოქტომბრიდან ყველა სკოლაში, აჭარის გარდა“, - განმარტა მინისტრმა.

საქართველოს დიდ ქალაქებში 1-6 კლასების მოსწავლეები სწავლის სკოლებში გაგრძელებას 1-ლი ოქტომბრიდან შეძლებენ.

ყველა სიახლე

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: საქმე გვაქვს ყალბი და მოძალადე დამკვირვებლების ცირკულარულ მიგრაციასთან საქართველოსა და უკრაინას შორის

უკრაინაში ერთი ფანჯრის პრინციპით მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს რევოლუციას. ის მივიდა რაღაც ფანჯარაში და უთხრა, რომ მას სჭირდება რევოლუცია. იქ ალბათ უთხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ფართო ასორტიმენტი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ადამიანის მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერის რანგში აიყვანეს რუსულად სიმღერა და თვითონ გაებნენ ამ კაკანათში

„ჩემთვის ტრაგიკული ის კი არ არის, რომ ბუბა კიკაბიძემ რუსულად შეასრულა სიმღერა, ჩემთვის ტრაგიკულია დისკუსიის ის დონე, სადაც ჩაგვიყვანა მიშამ. აქ ე.წ. კომპრომატი არის რუსულ ენაზე სიმღერა. მიშა სააკაშვილი რასაც ეხება ყველაფერს აზიანებს და ის რა ნაგავიც არის ყველანაირად ცდილობს ნებსით თუ უნებლიეთ დასვაროს“.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ დამკვირვებელი უნდა იყოს ობიექტური და ახლა გვყავს სუბიექტური დამკვირვებლები

გახსოვთ ხომ ბათუ ქუთელიას ცნობილი ქეისი, სიმბოლიზმი იმისა, როგორ მოქმედებენ ადამინების სიმწირის გამო ე.ი. კაცი არ ჰყავდათ ნაცმოძრაობაში, რომ თან არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელობაზე თავი არ დაედო და თან ლობისტებთან შეკვეთა თავის ხელმოწერით განეხორციელებინა. ერთ დღეს დოკუმენტებით გაიშიფრა, რომ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ლობისტებთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია

ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:09

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და ამღერა მთელი შეკრება რუსულად, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია

„მე მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, რუსული აუდიტირია ბუბა კიკაბიძეს საბჭოთა ფრენკ სინატრასაც ეძახდა და აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და გაუშვა რუსული ფონოგრამა, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

29 ოქტომბერი 2020, 23:55

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 250 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ

მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მან იმ რისკებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან წარმოიქმნას.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით-გარეჯის საკითხზე: ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული

მამუკა მდინარაძემ დავით-გარეჯის საკითხზეც ისაუბრა. „სულ რომ ეს საქმე არ იყოს, განცხადებებს აკეთებდნენ, რომელშიც ამბობდნენ, რომ სამწუხაროდ გარეჯის სამონსატრო კომპლექსის რაღაც ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. არის თუ არა ეს ღალატი? ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 ოქტომბერი 2020, 23:35

მსოფლიო

აშშ გარე მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან

აშშ გარე მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან და მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, რობერტ ობრაიენმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩემი თხოვნაა, საარჩევნო ყუთთან ყველა ადამიანმა თავისი არჩევანი დააფიქსიროს

„არ არსებობს არჩევნები, რომელსაც თან რისკები არ ახლავს. ობიექტური რეალობიდან ვამბობთ, რომ ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ დამაჯერებლად, ამის თქმის საფუძველს ჩვენი თავდაჯერებულობის მაღალი ხარისხი კი არ გვაძლევს, ამ ხარისხს გვმატებს ხალხის განწყობა, რეალური რეიტინგები, მაგრამ ეს რეიტინგები თავის მხრივ დამოკიდებულია გაკეთებულ კარგ საქმეზე“.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულა

„სამჯერ და ოთხჯერ მეტია გაკეთებული, ვიდრე იმ ფასადური აღმშენებლობის ხანაში. კრიმინალსაც რომ შევეხოთ, დღეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, მკვლელობა, ყაჩაღობა 3-ჯერ არის შემცირებული. ოკუპაციის გარდა, რომელსაც ამ ქვეყანაში თანაავტორები ჰყავს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემმა არის სოციალური ფონი. ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ რამენაირად ამ სიღარიბის აღმოფხვრას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 ოქტომბერი 2020, 22:48

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 11 თვის ბავშვი დაინფიცირდა

imedinews-ის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდოდ, ძმისგან დაინფიცირდა 11 თვის ჩვილი, რომელიც სტაციონარშია მოთავსებული. ვირუსი დაუდასტურდა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ერთ პედაგოგს და საუბნო -სარჩევნო კომისიის ერთ წევრს.

თორნიკე რიჟვაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:45

რეგიონი

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დაიწყო

ჩაქვში, პირველი თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის ბაზა აშენდება. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშენებლობის დაწყების პროცესს დაესწრო და აღნიშნა, რომ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

29 ოქტომბერი 2020, 22:37

საზოგადოება

285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

29 ოქტომბერი 2020, 22:35

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 23 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 173 ადამიანი გარდაიცვალა.

29 ოქტომბერი 2020, 22:35

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე და გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში გამართა.

ჰანს კლუგე

29 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა

ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

თამარ არჩუაძე

29 ოქტომბერი 2020, 22:26

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ

საქართველოს აეროპორტებში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კრიზისის პირობებში საქართველოს აეროპორტებმა შეძლეს როგორც თანამშრომლების, ისე ბიზნესპარტნიორების შენარჩუნება. მისივე განმარტებით, პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა მიმდინარე სხვადასხვა ხარჯების შემცირებით „ლოქდაუნის“ პირობებში აეროპორტებმა თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხეს.

ოლეგ დეინეკა

29 ოქტომბერი 2020, 22:20

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტის ოლეგ დეინეკას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე 49 უკრაინელი სახელმწიფო მოხელე ჩამოვა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში

ისინი 31 ოქტომბრის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო დამხობას, არეულობის მოწყობასა და შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას გულისხმობს, - განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტისმა ოლეგ დეინეკამ უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთან დაკავშირებულ ზრახვებზე ისაუბრა.

მინდია უგრეხელიძე

29 ოქტომბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

მინდია უგრეხელიძე: რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?!

რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?! ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხარდაჭერა და თუ ჩვენ შევცდით, თუ ჩვენ მრავალჯერ შევცდით, თუ ჩვენ ახლა 31-ში კიდევ შევცდით ჩვენ ბევრჯერ გვექნება კიდევ სანანებელი და მოსაბოდიშებელი, მაგრამ ამ ვალს ჩვენ ვეღარასდროს გავისტუმრებთ. ამიტომ მე მოგიწოდებთ თქვენ, ვიყოთ დარაზმული იმისათვის, რათა ჩვენ თვითონ ავუკრძალოთ ჩვენს თავს შეცდომის უფლება, - ასე მიმართა სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.