Times Higher Education ქუთაისის უნივერსიტეტზე: „მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ფოტო: Facebook
„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“ - ამ სათაურით გამოცემა Times Higher Education-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„საქართველოში ყველაზე შეძლებული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაარსებული „ქართუ ფონდის“ შეწირულობა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად ახლებური სამეცნიერო და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის შექმნას, გასული წლის მდგომარეობით, წარმოადგენდა უმაღლესი განათლების დაწესებულებისთვის გაღებულ ყველაზე მსხვილ კერძო შეწირულობას. მას შემდეგ, რაც მაიკლ ბლუმბერგმა 1,8 მილიარდი დოლარი გამოყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მხარდასაჭერად“, - წერს გამოცემა.
სტატიის ავტორის თქმით, მიუნხენის უნივერსიტეტთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს ახალ უნივერსიტეტზე დიდ იმედებს ამყარებენ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთი შეხედვით, უცნაურია, რომ 1 მილიარდზე მეტი ევროს ოდენობის შეწირულობა უნივერსიტეტისთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩათ როგორც აკადემიურ წრეებს, ისე მედიას.
„საქართველოში ყველაზე შეძლებული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაარსებული „ქართუ ფონდის“ შეწირულობა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად ახლებური სამეცნიერო და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის შექმნას, გასული წლის მდგომარეობით, წარმოადგენდა უმაღლესი განათლების დაწესებულებისთვის გაღებულ ყველაზე მსხვილ კერძო შეწირულობას. მას შემდეგ მაიკლ ბლუმბერგმა 1,8 მილიარდი დოლარი გამოყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მხარდასაჭერად.
ახალი კამპუსის ნაკლებად ცნობილი მდებარეობა ნაწილობრივ ხსნის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით ზარ-ზეიმის ნაკლებობას: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შენდება საქართველოს სიდიდით მე-3 ქალაქის და ისტორიული ცენტრის - ქუთაისის განაპირას, რომელიც შავი ზღვიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის სიღრმეში.
მიუხედავად ამისა, ახალ კამპუსზე გაწეული ხარჯები შთამბეჭდავია. ახალმა უნივერსიტეტმა, რომლის მშენებლობა 2016 წელს გამოცხადდა, პირველ სტუდენტებს სექტემბერში უნდა უმასპინძლოს. გამოითქვა იმედი, რომ 2024-25 წლებისთვის უნივერსიტეტს ეყოლება 15 000 სტუდენტი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაკადი უფრო მცირეა, ნაწილობრივ ინგლისურ ენასთან დაკავშირებით არსებული მკაცრი მოთხოვნების გამო - სწავლება მხოლოდ ინგლისურად წარიმართება, რის პრეცედენტიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა, - ამბობს უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე.
„ჩვენ გვყავდა დაახლოებით 1 200 სწავლის მსურველი, თუმცა გამოცდები მხოლოდ 250-მა გაიარა. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი და გვაქვს იმედი, რომ ასეც გაგრძელდება,“ - განუცხადა მაგდა მაღრაძემ Times Higher Education-ს.
სტატიის თანახმად, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის კონცენტრირება ხარისხზე ასევე აისახა აკადემიური პარტნიორის შერჩევაშიც. საბაკალავრო პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებებში, მათემატიკასა და მენეჯმენტში შემუშავდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რომელიც გახლავთ გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი. ამ თვეში ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორთა დასს 8 გერმანელი პროფესორი შეუერთდება.
„ჩვენ გვიყვარს ქართული ენა - ჩემი აზრით, საუკეთესო ენა მსოფლიოში, მაგრამ თუ გინდა თანამშრომლობა საუკეთესო კომპიუტერულ მეცნიერებთან, ინგლისურად მოგიწევს მუშაობა,“ - აგრძელებს ქალბატონი მაგდა.
ქუთაისის უნივერსიტეტი პირველად საქართველოში უზრუნველყოფს სტუდენტებს სრულფასოვანი კამპუსით, რაც, ქალბატონი მაგდას თქმით, წვლილს შეიტანს უცხოელი სტუდენტების მოზიდვაში” - წერს ავტორი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 40 მილიონი ევროს ღირებულების კიბოს სამკურნალო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებს პროტონის მკურნალობას. ამ ცენტრის მიზანია საქართველოში კიბოს მაღალ მაჩვენებლებთან ბრძოლა, რომლებსაც მავანნი უკავშირებენ 1986 წელს ჩერნობილში მომხდარ ბირთვულ კატასტროფას.
„ცენტრი - ისევე, როგორც საქართველოს ახალი უნივერსიტეტი მთლიანობაში - წარმოადგენს ბენეფიციარს იმ ადამიანისა, რომელსაც მოიხსენებენ, როგორც „მილიარდერი დიდი გულით“, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი რუსეთიდან 20 წლის წინ დაბრუნების შემდეგ იქცა საკმაოდ საკამათო ფიგურად საქართველოში. რუსეთში მან, სხვა ოლიგარქების მსგავსად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში დააგროვა ქონება. ივანიშვილის გაცხადებული ხელგაშლილობის კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს გახლავთ მისი უზომო გავლენის მაგალითი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე 2013 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.
ახალი უნივერსიტეტის წყალობით, ჩვენ გვეყოლება მსოფლიოში მოწინავე საგანმანათლებლო რესურსები. ისინი შექმნიან ადამიანურ კაპიტალს, რომელიც ჩვენ გვჭირდება როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში კონკურენციაში მონაწილეობის და წარმატების მიღწევის კუთხით, - განაცხადა ივანიშვილმა სექტემბერში, - ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ადგილს მსოფლიო რუკაზე“- ნათქვამია სტატიაში.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
26 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა
მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.
26 აგვისტო 2026, 10:32
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე
ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 10:14
მსოფლიო
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შვილს სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:05
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.
26 აგვისტო 2026, 10:04
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.
26 აგვისტო 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:32
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.
26 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება
პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. სოციოლოგიური გამოკითხვა „პოლსტერის“ ლაბორატორიამ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემას.
26 აგვისტო 2026, 09:24
მსოფლიო
მედია: უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე NORSI-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:23
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
26 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტიდან 16-დან 21 წლამდე ასაკის 180 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
26 აგვისტო 2026, 09:17
საზოგადოება
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად სპორტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულები. ამჯერად ბანაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარლამენტის წევრი, არჩილ ბერიძე ეწვივნენ.
26 აგვისტო 2026, 09:14
რეგიონი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხს ამოწმებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების პროცესში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს.
26 აგვისტო 2026, 09:12
საზოგადოება
თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
დამონტაჟდა სარწყავი ქსელი და გარე განათება. მოეწყო საპარკო ინვენტარი - დამონტაჟდა ურნები, სკამები. ასევე ეწყობა საბავშვო სივრცე და მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. იგება რულონური ბალახიც.
26 აგვისტო 2026, 09:06
საზოგადოება
იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება
26 აგვისტო 2026, 09:00
საზოგადოება
განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. დაიბომბა ტამბოვის ოლქში მდებარე ობიექტი
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. გვიან ღამით აფეთქებები რუსეთის ტამბოვის ოლქში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, იუწყება უკრაინული მედია.
26 აგვისტო 2026, 02:39
მსოფლიო
AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის
ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.


