27 სექტემბერი 2020, 15:58 / სანდო წყარო

პრემიერმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძესთან ერთად თბილისში, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი დაათვალიერა.

თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს დღის სტაციონარით, ვეტერანებს ამიერიდან ახალ მისამართზე, სპირიდონ კედიას N7-ში უსასყიდლოდ მოემსახურება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძის ინფორმაციით, ვინაიდან იამანიძის ქუჩაზე მდებარე ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მართვაში მისი გადასვლის შემდეგ, შემუშავდა რეაბილიტაციის სტრატეგიული გეგმა. უწყებას ჰოსპიტალისთვის კედიას ქუჩაზე არსებულ შენობაში 1500 კვ.მ. ფართი თავდაცვის სამინისტრომ გამოუყო, ხოლო სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით გადაიარაღების პროცესში ჰოსპიტალს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ამერიკელი პარტნიორები.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა და ღვაწლმოსილი ვეტერანების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ჰოსპიტალი ქართველმა სამხედრო ექიმმა, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკმა ვლადიმერ სანიკიძემ, 1978 წელს დააარსა. მულტიპროფილური ჰოსპიტალი წლების განმავლობაში, უმაღლესი კვალიფიკაციის პერსონალით, უსასყიდლოდ ემსახურებოდა ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.

ჰოსპიტლის პერსონალი, ძირითადად, ოფიცრები არიან, მათი უმრავლესობა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია. მათ შორის არიან ის სამხედრო ექიმები, ექთნები, მედდები, რომლებიც ვეტერანების ჯანმრთელობას წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 10:40

ჯანდაცვა

საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა

საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:40

ტექნოლოგიები

კვლევა: სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ბოლო წლებს დაავადებებთან ბრძოლაში ატარებენ

„მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ათწლეულს ან მეტს ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობაში ატარებს“, - განმარტა დოქტორმა ნგმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი წელი იხარჯება ქრონიკული დაავადებების მართვაზე, როგორებიცაა წელის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები და დიაბეტი.

28 ივლისი 2026, 10:32

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს

ფრანგულ კომპანია TotalEnergies შესაძლებლობა ექნება ციმბირში მდებარე თავისი მთავარი პროექტიდან წარმოებული გათხევადებული ბუნებრივი აირი აზიის ბაზრებზე კვლავ გაყიდოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის ბლოკის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:05

მსოფლიო

Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა

Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.

28 ივლისი 2026, 09:53

მსოფლიო

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება. ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.

28 ივლისი 2026, 09:49

მსოფლიო

ევროპარლამენტში ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება. მისი ოფიციალური გახსნა ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სესიაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში იგეგმება.

ოლექსანდრ ბანკოვი

28 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 09:42

მსოფლიო

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო. ცეცხლი ამ დროისთვის ბორდოსთან ახლოს მძვინვარებს და ვენახებსა და ღვინის წარმოებს ემუქრება.

28 ივლისი 2026, 09:37

მსოფლიო

კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო

კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. პოლიციის ცნობით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. სამართალდამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დროს საელჩოსთან ახლოს საეჭვო თეთრი სედანი შეამჩნიეს, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. მან მიმალვა შეძლო. გასროლილი ჰილზა კი საელჩოს ფასადზე აღმოაჩინეს. შენობის მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქციეს.

28 ივლისი 2026, 09:32

მსოფლიო

„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს.

28 ივლისი 2026, 09:29

მსოფლიო

Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 09:23

მსოფლიო

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდის არაბეთი წითელი ზღვის ნავთობის საექსპორტო ცენტრ იანბუს უკავშირდება.

დავით მათიკაშვილი

28 ივლისი 2026, 09:19

პოლიტიკა

მათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა

ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ნინო წილოსანი

28 ივლისი 2026, 09:10

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატიას დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ ორპალატიანი კავშირი გააკეთოს, სადაც სახელმწიფოების ნაწილს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო მეორე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვით უნდა დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა გერმანიის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს

ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში.

28 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 426 130 ადამიანით, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 23:09

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.

27 ივლისი 2026, 22:30

საზოგადოება

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.