Imedi /  01 ოქტომბერი 2020, 18:41 / სანდო წყარო

მაია კობახიძე: მასწავლებლების გამოცდებზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას ელოდება

მაია კობახიძე

მაია კობახიძე

მასწავლებლების გამოცდებზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას ელოდება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მაია კობახიძის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემაში შესული ცვლილებების თანახმად, იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 1-ელ თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, ჰქონდა უფლება აემაღლებინა მასწავლებლის სტატუსი 2020 წლის შემოდგომაზე.

პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ გადაწყეტილების შესრულება ჭიანურდება, რის გამოც სისტემაში მოქმედი, უკვე სტატუსშეწყვეტილი 4 700-მდე მასწავლებელი მოლოდინის რეჟიმშია.

მაია კობახიძე აცხადებს, რომ მათი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ შეძლეს გაერკვიათ გამოცდების ჩატარების კონკრეტული თარიღი.

პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან, სოფიო გორგოძისგან განმარტებებს ითხოვს.

ყველა სიახლე

ზვიად შალამბერიძე

04 დეკემბერი 2020, 21:53

რეგიონი

კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება იმერეთის 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გუშინ და დღეს გამართულ შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება.

დევიდ ბიზლი

04 დეკემბერი 2020, 21:53

მსოფლიო

გაერო: 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.

04 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 214 ადამიანი გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2020, 21:24

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კორონავირუსით გარდაცვალება

04 დეკემბერი 2020, 21:22

COVID19

კახეთში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა

ხანდაზმული გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა. ის გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 21:19

COVID19

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ეუთო

04 დეკემბერი 2020, 21:11

პოლიტიკა

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურებულია სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

04 დეკემბერი 2020, 21:04

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 24 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 814 ადამიანი გარდაიცვალა.

ძიუდო

04 დეკემბერი 2020, 21:02

სპორტი

შესაძლოა, საქართველოში ძიუდოში „თბილისის გრან პრის“ ნაცვლად „გრანდ სლემი“ ჩატარდეს

როგორც წესი, ქვეყნები თავად ითხოვენ საერთაშორისო ფედერაციისგან „გრანდ სლემის“ ჩატარებას, თუმცა ამჯერად უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და საქართველომ შეთავაზება მიიღო.

04 დეკემბერი 2020, 20:54

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 504 ადამიანი გარდაიცვალა.

რემა ჟვანია

04 დეკემბერი 2020, 20:40

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანიამ დაწერა.

სერგეი ლავროვი

04 დეკემბერი 2020, 20:40

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: თურქეთის ნატოში წევრობა რუსეთის თურქეთთან ურთიერთობებში პრობლემას არ წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთის ნატოში წევრობა რუსეთის თურქეთთან ურთიერთობებში პრობლემას არ წარმოადგენს.

04 დეკემბერი 2020, 20:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ოთხ პირობაზე დათანხმება მოგვთხოვა, ოთხივეზე ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა. როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.

04 დეკემბერი 2020, 20:28

COVID19

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს.

04 დეკემბერი 2020, 20:13

ეკონომიკა

თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის გავლით, დღეიდან რკინიგზის ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

საქართველოსთვის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ცენტრისთვის, უმნიშვნელოვანესი პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა. ოფიციალურ ცერემონიას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენი პარტია ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრას ამჯობინებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განმარტა, რატომ არ დაესწრნენ დღეს პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის შეხვედრას ელჩებთან. როგორც ინაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, მას და მის პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ, დამოუკიდებლად და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ.

დავით ზალკალიანი: სისერო მარტინს გარსია

04 დეკემბერი 2020, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა. ელჩი დიპლომატიურ მისიას საქართველოში უახლოეს მომავალში ასრულებს.

04 დეკემბერი 2020, 20:02

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლიდს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

დღეს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარმედგინა მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის, რათა მას გადაეცა რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან. ასეთი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ სოფიო ქაცარავას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ასეთ მნიშვნელოვან დროს დაინიშნა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - აღნიშნა ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა.

04 დეკემბერი 2020, 19:48

პოლიტიკა

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიტუაციას განიხილავს

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.