Save the Children-ი: კორონავირუსის გამო, ქალებისა და გოგოების უფლებები მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშაა

ფოტო: Save the Children
„გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children-ი) ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მიმოიხილავს COVID-19-ის პანდემიის გავლენას გოგონების უფლებებზე. ანგარიშის თანახმად, 2020 წელი გარდამტეხი მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო ქალების და გოგონების უფლებათა დაცვის კუთხით. გენდერული თანასწორობის პეკინის დეკლარაციისა და მისი სამოქმედო პლატფორმის 25 წლისთავის აღსანიშნავად, სახელმწიფოებს უნდა შეემუშავებინათ 5-წლიანი გეგმა გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად.
„კორონავირუსის გამო, ქალებისა და გოგონების უფლებები მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშაა. დაუყოვნებლივი მოქმედების გარეშე, პანდემიის გავლენა გოგონებისა და თითოეული ჩვენგანის მომავლისათვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. Save the Children-ის ანგარიშის თანახმად, პანდემიით გამოწვეული სკოლების დახურვა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში დამატებით 500 000 გოგონას ნაადრევ ქორწინებას გამოიწვევს, ხოლო ბავშვობის ასაკში ორსულობათა შემთხვევების რაოდენობა დამატებით 1 მილიონით გაიზრდება. ეს გარემოებები გოგონების უფლებებს, მომავალსა და სიცოცხლეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნულია Save the Children-ის ანგარიშში.
საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ 2021 წლისთვის 435 მილიონი ქალისა და გოგონას შემოსავალი ყოველდღიურად 1,90 აშშ დოლარამდე (6,27 ლარი) იქნება - დამატებით 47 მილიონი ქალი და გოგონა აღმოჩნდება სიღარიბეში COVID-19-ის გამო.
„ქალები და გოგონები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიმართ უფრო მოწყვლადნი არიან: COVID-19-მდეც კი, ყოველწლიურად 12 მილიონი გოგონა ქორწინდებოდა ბავშვობის ასაკში; 15-19 წლის ყოველი მეოთხე გოგონა არ სწავლობდა და არ მუშაობდა - ბიჭების შემთხვევაში ეს რიცხვი მხოლოდ 10%-ს შეადგენდა; მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მესამე ქალი და გოგონა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქვეყნების 60%-ში მემკვიდრეობის მიღებისა და საკუთრების უფლების კუთხით, გოგონები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იყვნენ - მიიჩნევა, რომ პანდემია ამ მძიმე მაჩვენებლებს გააღრმავებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, დაიცვან გოგონების თაობა პანდემიით გამოწვეული კრიზისისგან მათ მიმართ ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, გოგონების უფლებების განხორციელების კუთხით ინვესტირების ზრდისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზით.
ყველა სიახლე

20 მაისი 2025, 03:13
მსოფლიო
ზელენსკი: თუ რუსეთი ჩვენი ჯარების ჩვენივე ტერიტორიიდან გაყვანის პირობებს აყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ცეცხლის შეწყვეტა და არ სურთ ომის დასრულება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ გაიყვანს თავის ჯარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან.

20 მაისი 2025, 02:31
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ არ გაზრდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან პროგრესის შანსი არსებობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გაზრდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან პროგრესის შანსი არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

20 მაისი 2025, 02:05
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავა, თუ პუტინს ომის დასრულება არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავა, თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება არ სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

20 მაისი 2025, 01:15
მსოფლიო
ზელენსკი: ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი კომპრომისებისთვის მზად არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მაისი 2025, 00:17
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო
საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუს კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარს.

19 მაისი 2025, 23:57
კულტურა
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის გამოსაშვები საღამო გაიმართა
საღამოზე ბაიერის ბალეტიდან „თოჯინების ფერია“ შესრულდა ნაწყვეტი - თოჯინების მაღაზიაში გაცოცხლებული თოჯინების მხიარული მეჯლისი, სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით. ასევე, ლუდვიგ მინკუსის ბალეტი „პახიტა“, მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიითა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით. წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები სხვადასხვა ბალეტიდან.

19 მაისი 2025, 23:54
სპორტი
სპორტის მინისტრმა საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრებს ისტორიული გამარჯვებები მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრებს ევროპის გრან-პრიზე და ევროპის თასზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.

19 მაისი 2025, 22:40
საზოგადოება
ვის ჰქონდა მორგებული ყურძნის კოსტიუმი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის პირველი ეპიზოდი შედგა
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე სულ 6 თოჯინა წარდგა. გულშემატკივრის რჩეული ვერძი გახდა. იგი შემდეგ ეპიზოდში გადავიდა. ასევე, მაყურებლის რჩეულები გახდნენ - მუხლუხო და ღრუბელი. ისინიც ასევე გადავიდნენ შემდეგ ტურში.

19 მაისი 2025, 22:23
მსოფლიო
კრემლი: პუტინსა და ტრამპს ყურმილის დადება არ სურდათ
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იშვიათად ხდება ისეთი საუბრები, როდესაც არცერთ ლიდერს არ სურს საუბრის დასრულება და ყურმილის დადება.

19 მაისი 2025, 22:05
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის ბატალიონის მეთაურმა სარდლობა კურსკის მიმართულებით „დებილურ ამოცანებსა“ და „გაუმართლებელ დანაკარგებში“ დაადანაშაულა
უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის მეთაურმა, ალექსანდრ შირშინმა სარდლობა „დებილურ ამოცანებსა და გაუმართლებელ დანაკარგებში“ დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

19 მაისი 2025, 21:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი 17 მაისის ღონისძიებაზე: იქ ძალიან ბევრი ათეისტიც შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც მიაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ფასეულობა, რომელსაც პატივი უნდა სცე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ 17 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელშიც ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

19 მაისი 2025, 21:42
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
ახლახან დავასრულე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი - ვფიქრობ, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

19 მაისი 2025, 21:40
პოლიტიკა
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი გეოპოლიტიკა იყო: რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა, - წერს Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი.

19 მაისი 2025, 21:39
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, DJ გიგა პაპასკირის კონცერტი გაიმართა
ქალაქ ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, DJ გიგა პაპასკირის კონცერტი ჩატარდა, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად გაიმართა.

19 მაისი 2025, 21:30
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მზია ამაღლობელის საქმეზე: მე ვერ ვამბობ იმას, თუ როგორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული და გერმანიის ელჩი თავს უფლებას აძლევს, რომ გადაწყვეტილებაც განსაზღვროს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ მზია ამაღლობელის სასჯელზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

19 მაისი 2025, 21:11
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები იქნება ისევ ინტენსიური, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრის შემდეგ.

19 მაისი 2025, 21:08
მსოფლიო
პუტინი ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.

19 მაისი 2025, 20:55
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალ პაპთან, ლეო მე-14- თან შეხვედრის შემდეგ.

19 მაისი 2025, 20:52
სამართალი
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა.

19 მაისი 2025, 20:37
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპ ლეო XIV-ს დღეს შეხვდა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.