http://imedi.ge/ /  04 ოქტომბერი 2020, 13:53 / სანდო წყარო

ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ

ილია მეორე

ილია მეორე

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

„ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ.

მაცხოვარი ამბობს „სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა“, - განაცხადა პატრიარქმა.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

21 ოქტომბერი 2020, 14:41

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასვა საქართველო მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით რუკაზე

სულ რამდენიმე წელიწადში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებას დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი. ამჟამად მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის აწყობა. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროცესს, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

21 ოქტომბერი 2020, 14:36

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის იდეისა და მისი განვითარების კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 14:30

საზოგადოება

გიორგი გახარია: ეს ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტია, რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლებაა ყველაზე კარგი საფუძველი, რათა ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვოთ. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა, ეს არ იქნება ჩვენი თაობის მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

21 ოქტომბერი 2020, 14:23

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: დღეს ისტორიული დღეა, რადგან განხორციელდა ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ოცნება, რომ საქართველოს ჰქონოდა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი

„მსურს მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება ევროპას და დასავლურ ცივილიზაციას. და რა თქმა უნდა, ქველმოქმედება და მეცენატობა ამ უნივერსიტეტის აშენებისთვის ეს არის მამულიშვილური საქმე. მე მსურს კიდევ ერთხელ, საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 14:21

სამართალი

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვადაგასული ხორცის პროდუქტების შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად დაადგინეს, რომ „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსული 432 კილოგრამი შერეული დასახელების გაყინული ხორცის პროდუქტი ვადაგასული იყო და როგორც შეოსავლების სამსახური იუწყება ის არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

მარინა ენდელაძე

21 ოქტომბერი 2020, 14:18

COVID19

მარინა ენდელაძე: დაბალი სიცხეები განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ის კორონავირუსის ერთ-ერთი მახასიათებელია

„ვინც სახლში მკურნალობს, აუცილებელია იკვებოს სწორად, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, (მუდმივად წოლა არა), ძლიერი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, სასურველია დადებითი ემოციები, უნდა მოვარიდოთ ასეთი პაციენტები დამატებით სტრესს. მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხე და ამ შემთხვევაში მათ გართულებების საფრთხე არ ემუქრებათ“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 14:14

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა, ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

ახალშობილი ჰაერის დაბინძურება

21 ოქტომბერი 2020, 14:04

ტექნოლოგიები

კვლევა: 2019 წელს ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ნახევარ მილიონამდე ახალშობილი დაიღუპა

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ შარშან ჰაერის დაბინძურებამ მსოფლიოში 6,7 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ამ პრობლემის მოგვარებაში კი პროგრესი პრაქტიკულად ნულოვანია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებული ჰაერი კორონავირუსით დაავადების რისკს ზრდის.

წყალმომარაგება

21 ოქტომბერი 2020, 13:55

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოაცხადა ელექტრონული შესყიდვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის -15 სოფლის (წინწყარო, გოლთეთი, ასურეთი, ხაიში, მაწევანი, დიდი და პატარა დურნუკი, ქოთიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი და შავსაყდარი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

განათლების სამინისტრო

21 ოქტომბერი 2020, 13:53

COVID19

განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში სკოლები დაუყოვნებლივ მოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით, საჭიროებიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაში გადადიან განსაზღვრული პირები, იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ. ვისი გადასვლის საჭიროებაც აუცილებელი გახდება. სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ალექსანდრე თევზაძე

21 ოქტომბერი 2020, 13:44

საზოგადოება

ალექსანდრე თევზაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტები საერთაშორისო დონის განათლებას მიიღებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მივიღეთ ჯამში 246 წარჩინებული სტუდენტი. მათი შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესოა, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

სოსო მანჯავიძე

21 ოქტომბერი 2020, 13:35

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: დავით გარეჯის საქმე ღალატის ქრესტომათიული შემთხვევაა, რომელიც მთლიანად ანგრევს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას

დავით გარეჯის საქმე ღალატის ქრესტომათიული შემთხვევაა და ის მთლიანად ანგრევს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას.

მარინა ენდელაძე

21 ოქტომბერი 2020, 13:33

COVID19

მარინა ენდელაძე: თუ კოვიდინფიცირებული რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი - არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება. ექიმების მიერ რისკჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ეს ინფექცია თითქმის არ რთულდება“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 13:29

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტობრივად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს და მერე სრულიად საქართველოს

„კანონის ფარგლებში უმკაცრესად უნდა დაისაჯონ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტობრივად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს და მერე სრულიად საქართველოს. დამნაშავეებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ამ ტერორზე. ეს უნდა გახდეს მაგალით, იმისა, რომ სხვამ აღარასოდეს არ გაბედოს მსგავსი ვირუს-ტერორი მოუწყოს საკუთარ ხალხს”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

უეფა

21 ოქტომბერი 2020, 13:24

სპორტი

უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანში საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარება გაურკვეველი ვადით შეაჩერა

მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების გამო უეფამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთსა და აზერბაიჯანში საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარების გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ.

21 ოქტომბერი 2020, 13:22

COVID19

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა, - ამის შესახებ Imedinews-ს აცნობეს. კორონავირუსის შემთხვევების გამო მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა დაიხურა. ამასთან, აღნიშნულ ფაქტს განათლების სამინისტროში ადასტურებენ.

კორონავირუსი ვაქცინა

21 ოქტომბერი 2020, 13:19

COVID19

ბრაზილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის გამოყენებას გეგმავს

ფედერალური მთავრობა პრეპარატ CoronaVac-ის 46 მილიონი დოზის შეძენას დათანხმდა. იმუნიზაციის პროგრამა კი 2021 წლის იანვარში დაიწყება, თუმცა მანამდე პრეპარატის უსაფრთხოება ბრაზილიის ჯანდაცვის რეგულატორმა უნდა დაამტკიცოს. ეს პანდემიასთან ამ მეთოდით ბრძოლის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იქნება მსოფლიოში. CoronaVac-თან ერთად ქვეყანაში ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასაც გეგმავენ.

21 ოქტომბერი 2020, 13:17

სამართალი

ლაგოდეხში სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების თქმით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

21 ოქტომბერი 2020, 13:10

მსოფლიო

Bloomberg: ჩინეთი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა

ჩინეთი ახალი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა, ქვეყანამ ყოველწლიურად 26 მილიონი ტონა გადაყრილი ტანსაცმელი უნდა გადაამუშავოს, რაც ეკონომიკურად წამგებიანია. ამის შესახებ Bloomberg წერს.

21 ოქტომბერი 2020, 13:07

ტექნოლოგიები

გიგანტური კერამიკული ფილები

ძველი, უდიდესი ცივილიზაციები აქტიურად იყენებდნენ კერამიკულ ფილებს. ერთ-ერთი პირველები, კერემიკული ფილის ტექნოლოგიის შექმნის დაუფლებაში ძველი ბერძნები, ძველი ეგვიპტელები და ბაბილონელები იყვნენ. სწორედ ბერძნებისგან გადაიღეს რომაელებმა კერამიკული ფილის დამზადების ტექნოტლოგია.