გიორგი გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე: უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება ემსახურო და იზრუნო შენს ხალხზე
გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აქაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროექტი უკვე დაიწყო და 2 წელიწადში თბილისს ასეთი სივრცე ექნება. კახიმ უკვე ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ეკოლოგიურად მწვანდე ზონების მოწყობა და აქ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა ბევრი წარმატება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ღვაწლი, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე და რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თბილისის ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა შეიცავს თითოეული მოქალაქის, ამ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას.
„ჩვენ გვექნება უბრალოდ ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად, საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველანი კარგად ვხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომლებიც უნდა მოეწყოს ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომელზეც როგორც კახიმ ბრძანა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამასთან ერთად მინდა, მერიას წარმატება ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დათქმულ ვადებში განხორციელდება და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონა. გილოცავთ ამას, პირველ რიგში, თბილისელებო, საქართველოს მოქალაქეებო და საბურთალოელებო განსაკუთრებით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 01:18
სპორტი
კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.
15 აპრილი 2026, 00:54
მსოფლიო
კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის
კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 00:41
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს
16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:56
საზოგადოება
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:45
მსოფლიო
The Wall Street Journal: ევროპა ამზადებს ომისშემდგომ გეგმას ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად
ევროპული ქვეყნები ამზადებენ გეგმას ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს გამნაღმველი და სხვა სამხედრო გემების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:37
მსოფლიო
ისრაელი და ლიბანი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ
ისრაელმა და ლიბანმა განაცხადეს, რომ მხარეებს შორის გამართული პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე.
14 აპრილი 2026, 22:16
მსოფლიო
მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ
კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 22:02
ეკონომიკა
გაზრდილი საგარეო ვაჭრობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაზრდილი საგარეო ვაჭრობა - 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აღნიშნული წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია.
14 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
ინგა ლოლაძე გვარამიას პოსტზე: მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ
მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ, - განაცხადა ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ.
14 აპრილი 2026, 21:36
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებას იწყებს.
14 აპრილი 2026, 21:33
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი: აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, პაკისტანის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოჰამედ ისჰაკ დართან შეხვედრის შემდეგ.
14 აპრილი 2026, 21:27
საზოგადოება
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეც არის. სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.
14 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
საქართველო ქართული ენის დასაცავად - ზუსტად 48 წლის წინ, ხალხმა საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
14 აპრილი დედაენის დღეა. ზუსტად 48 წლის წინ საქართველო მშობლიური ენის დასაცავად გაერთიანდა. ქუჩაში გამოსულმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმს, რომელსაც ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობა ჰქონდა, უკან დაახევინა. 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.
14 აპრილი 2026, 21:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული და ჩამოყალიბებული
ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
14 აპრილი 2026, 21:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აფასებს „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რისი მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
14 აპრილი 2026, 21:11
მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, 2 124 ადამიანი დაიღუპა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, 2,124 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7,000-მდე კი დაიჭრა.
14 აპრილი 2026, 20:56
საზოგადოება
გივი მიქანაძე გაეროს სათავო ოფისში ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს სათავო ოფისში გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში, ფელიპე პაულიერს შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 20:51
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიულოცა დედაენის დღე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
14 აპრილი 2026, 20:46
სამართალი
სახელმწიფოს ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ნარკოდანაშაული და უკანონო მიგრაცია - ეს ორი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც სახელმწიფო აქტიურად ებრძვის. ამაზე კანონდარღვევათა აღკვეთის მზარდი სტატისტიკაც მეტყველებს.
14 აპრილი 2026, 20:45
პოლიტიკა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია და სტიგმის გაძლიერება - ნიკა გვარამიას განცხადებას პოლიტიკოსები და უფლებადამცველები აფასებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დისკრიმინაცია, სტიგმატიზაცია - ნიკა გვარამიას სტატუსს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანთა მშობლების და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. გვარამიას მცდელობამ, ნათქვამი შეემსუბუქებინა, შედეგი არ შეცვალა. მითუმეტეს, რომ მას არაერთი მსგავსი განცხადება უკავშირდება წარსულიდან. მმართველ გუნდში ისიც აღნიშნეს, რომ გვარამია წლების განმავლობაში ცდილობს- სიძულვილის ენა ნორმად აქციოს.


