Imedi /  19 ოქტომბერი 2020, 16:30 / სანდო წყარო

მაია ბუწაშვილი პაციენტებს: კოვიდის დიაგნოზით სახლშიც შეგიძლია დარჩე, საავადმყოფო და წამლები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება

მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

ბინაზე მოვლის რეჟიმზე ნელ-ნელა და მშვიდად გადავსულიყავით, როცა ერთეული შემთხვევები იყო, ახლა ფორსმაჟორში არ მოგვიწევდა ამის გაკეთება და ადამიანებიც მიჩვეულები იქნებოდნენ იმ ფაქტს, რომ კოვიდის დიაგნოზით სახლშიც შეგიძლია დარჩე და საავადმყოფო და წამლები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და პაციენტების მხრიდან მედიკამენტების დანიშვნის გამძაფრებულ მოთხოვნაზე საუბრობს.

ბუწაშვილის თქმით, ადამიანები დაბნეულები არიან, როდესაც მათ ექიმი კორონავირუსის სამკურნალო ცნობილ პრეპარატებს არ უნიშნავს. ინფქციონისტი მათ საკუთარ რჩევას სთავაზობს.

„სულ მიკვირს, რატომ უყვართ ჩვენთან ასე ძალიან წამლები, მათ შორის „გადასხმები". წლებია, ჭიდაობა მაქვს პაციენტებთან, რომ უმრავლეს შემთხვევაში გადასხმა არ სჭირდებათ და ხშირად მაინც არ მიჯერებენ, ისხამენ და ისხამენ ვენაში წყალს (ფაქტობრივად), იმის მაგივრად, რომ ონკანი მოუშვან და დალიონ.

ყოველ დღე გადიან ჩემი ოთახიდან უკმაყოფილო პაციენტები, რომ წამალი არ დავუნიშნე. ზოგი ამას პირდაპირ მეკითხება გაოცებული, ზოგსაც გამოხედვაზე ვატყობ უკმაყოფილებას, წამლის გარეშე რომ ვუშვებ. კიდევ უფრო მეტად არ მოსწონთ-ხოლმე, როცა ვკადნიერდები და სხვების დანიშნულ წამლებს ვუხსნი (არადა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებია დანიშნული).

ეს ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ იგივე ხდება კოვიდის მქონე პაციენტებთან. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ახლა სახლშია ამ დიაგნოზით, მირეკავს და რჩევებს მეკითხება. ჰოდა, ახლაც უკმაყოფილოები მრჩებიან იმით, რომ წამლებს არ ან იშვიათად ვუნიშნავ. ბევრი თავისით იწყებს მკურნალობას, მაგალითად, დექსამეტაზონით და ანტიბიოტიკებით. ასე არ შეიძლება, მათ გამოყენებას თავისი დრო და ჩვენება აქვს და შეიძლება, საქმე გაკეთების ნაცვლად გავაფუჭოთ.

თუმცა, ამ პაციენტებმაც რა ქნან?! პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ესმოდათ, რომ კორონას დადასტურების შემდეგ სულერთი იყო, რამე აწუხებდა ადამიანს თუ არა, მაინც საავადმყოფოში აწვენდნენ და თავს იწონებდნენ სხვადასხვა პრეპარატის გამოყენებით. რა წამალი აღარ გაჟღერდა: პლაქვენილი, კალეტრა, რიბავირინი... ახლა რეკონვალესცენტ პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, რემდესივირი. კი ბატონო, უამრავი წამლის გამოცდა მიმდინარეობს და იმედია, ზოგიერთი მათგანი გაამართლებს, მაგრამ არ შეიძლება ამდენი კეკლუცობა იმ წამლებით, რომლებიც ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ ფაზაშია. თავის დროზე, პლაქვენილზე რამე კითხვას თუ დავსვამდით, თუნდაც მორიდებულად, სამშობლოს მოღალატეებად გვაცხადებდნენ. ახლა იგივეა რემდესივირთან დაკავშირებით. ამიტომ, რა ქნან ამ პაციენტებმაც?! მიეჩვივნენ, რომ რაღაც მქუხარე დასახელების წამლები უნდა გაგიკეთდეს, თუ კოვიდი გაქვს. ახლა კი ვეუბნებით, მხოლოდ წყალი და სიცხის დამწევები მიიღეო. დაიბნენ ადამიანები.

ამ ხმაურიან პრეპარატებზე დროის დაკარგვის მაგივრად ეს დრო რომ სხვა უფრო სასარგებლო, მოსამზადებელ სამუშაოებზე დაგვეხარჯა, ასევე ბინაზე მოვლის რეჟიმზე ნელ-ნელა და მშვიდად გადავსულიყავით, როცა ერთეული შემთხვევები იყო, ახლა ფორსმაჟორში არ მოგვიწევდა ამის გაკეთება და ადამიანებიც მიჩვეულები იქნებოდნენ იმ ფაქტს, რომ კოვიდის დიაგნოზით სახლშიც შეგიძლია დარჩე და საავადმყოფო და წამლები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება.

სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციასა და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები. ასეთი რეალობის წინაშე ვართ ამ ეტაპზე. თუმცა ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება (დასალევად და არა ვენაში) და მოძრაობა. სიცხის დამწევებიც საჭიროების შემთხვევაში.

ახლა ვიცი, ბევრი გაღიზიანდება და ფიქრობს, აბა რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუკავშირდებითო. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ უამრავი საორგანიზაციო პრობლემაა, მაგრამ აქედან გამოსავალი თვითნებური მკურნალობა არ არის. გავაგრძელოთ მცდელობა ოჯახის ექიმებთან კონტაქტის დამყარების და დავუჯეროთ.

და რაც მთავარია, საუკეთესო წამალია სიმშვიდე! შფოთვას და პანიკას სიკეთე არ მოაქვს“, - წერს ბუწაშვილი.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 15:07

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ბრიფინგი გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნები გააცნო.

21 აპრილი 2026, 14:49

სამართალი

დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა

დაკავებულია პირი, რომელიც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2026, 14:42

მსოფლიო

ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში კი არა.

21 აპრილი 2026, 14:34

საზოგადოება

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება

ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

21 აპრილი 2026, 14:31

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე(ვანო) გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, მანამდე ის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს

ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

21 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს

ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

21 აპრილი 2026, 14:21

პოლიტიკა

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება

ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და შეხვედრის მონაწილეებმა კომენტარებიც გააკეთეს.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევრობიუროკრატებზე: ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებისმიერ დროს ჩამოვალთ ბრიუსელში სალაპარაკოდ, ოღონდ არა აღქმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოდ. გამოიყენონ პრემიერის ეს შეთავაზება და „გვამხილონ“, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ არის ტყუილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

21 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა

21 აპრილი 2026, 14:01

კულტურა

თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

21 აპრილი 2026, 13:59

მსოფლიო

ilga Europe: ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის რამდენიმე ხელშეკრულებას არღვევს. ინფორმაციას Ilga Europe ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 13:56

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა.

ირაკლი ნადარეიშვილი

21 აპრილი 2026, 13:48

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ სექტორში შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

„2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.

გიორგი ფხაკაძე

21 აპრილი 2026, 13:48

ჯანდაცვა

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება

ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ), დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება, - წერს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე 7 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებილ პოსტში.

21 აპრილი 2026, 13:35

საზოგადოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

21 აპრილი 2026, 13:32

ეკონომიკა

მაია ომიაძე: ტურიზმიდან მიღებული პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია

2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები და რეკორდულ მაჩვენებელს, 829.8 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.

მარტა კოსი

21 აპრილი 2026, 13:26

მსოფლიო

მარტა კოსი: ვხედავთ, თუ რა მოწყვლადები ვართ, როცა ჩრდილოეთში, რუსეთზე გამავალი სავაჭრო გზები დარღვეულია, ხოლო სამხრეთში მდებარე სავაჭრო გზები ირანში ომის გამოა დარღვეული. შესაბამისად, ახლა ხელმისაწვდომია ის გზა, რომელსაც ვავითარებთ

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ.