საქართველოს პრეზიდენტი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, დღეს აქ იბადება ახალი საქართველო
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც თავის დროზე, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც თავის დროზე, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქვეყნის ისტორიაში არის სხვადასხვა ეტაპი, როცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადადის მეცენატებსა და მათ პრიორიტეტებზე. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენს ისტორიაში მსგავსი მეცენატობისა, როცა ერთი ადამიანის ხედვამ განაპირობა ათწლეულობით საქართველოს წარმატება მთელ რიგ დარგებში. ჩვენი კულტურის და განათლების განვითარება დიდწილად მათზე იდგა. დღეს სწორედ მსგავსი ფაქტის თანაზიარნი ვართ. მინდა, მადლობა მოვახსენო ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის, ფონდ „ქართუსა“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილიშვილო საქმეში. ვულოცავ ქუთაისსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს შენაძენს. დაე, ეს უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერებისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 17:41
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა.
25 ივნისი 2026, 17:36
პოლიტიკა
პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა.
25 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
აჩიმ კოჰლერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა აჩიმ კოჰლერმა. მისი თქმით, საქართველო არ უნდა მოექცეს ევროკავშირის ან მეზობელი ქვეყნების მხრიდან ზედმეტად ძლიერი გავლენის ქვეშ.
25 ივნისი 2026, 17:26
სამართალი
ფოთის საქალაქო სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოქალაქე ელგუჯა ქვაჩახია 1500 ლარით დააჯარიმა
ფოთის საქალაქო სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოქალაქე ელგუჯა ქვაჩახია 1500 ლარით დააჯარიმა
25 ივნისი 2026, 17:20
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე გახარიას პარტიის წევრებს: ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა თქვენც, ჩვენც და მთავრობასაც სჭირდება - თქვენ კი ეჩხუბებით. ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. დასკვნა რომ არ გქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?
პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სამსახურის დანიშნულებაზე ისაუბრა და საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხა.
25 ივნისი 2026, 17:18
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება - დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია
აქ [ოპოზიციონერმა] კოლეგებმა თქვეს, რომ 100%-იანი ვიცითო - თქვით, მიდით პროკურატურაში და უთხარით, რომ არის ასეთი დანაშაული, რას ელოდებით ამ აუდიტის სამსახურს, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 ივნისი 2026, 17:18
მსოფლიო
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ბოლო 24 საათში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევს, სიცხის გამო ბოლო 24 საათში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 17:16
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეს არის, რომ რაღაც ხდება და რაღაც მიგნება იპოვეს. თუ არაფერი იპოვა, 43 მილიონს რატომ ვიხდით საერთოდ?!
გამარტივებული შესყიდვები- 51% იყო 12 წელში, ახლა არის 10%-ზე ცოტა მეტი. ეს არის მაღალ კონტროლზე აყვანილი. გენერალურმა აუდიტორმა ახსნა, თქვენ ყველაფერს უძახით შეჭმულ თანხას. რაღაც რომ არ გაკეთდა, მაგალითად, გზა, ეს შეჭმული თანხა კი არ არის, უბრალოდ თანხა არ გადაიხადა და ეს არის შეუსრულებლობა. ვერ შეასრულა სამუშაო, მოვა სხვა და გააკეთებს, ცუდია, დროში გაიწელა, მაგრამ ფული არ დაკარგულა, ეს სულ სხვა რაღაცას ამბობთ- ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალური აუდიტორის მოსმენა მიმდინარეობდა.
25 ივნისი 2026, 17:15
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია, როდესაც ოპოზიცია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციაა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებენ ასამბლეის წარმომადგენლები. მათი ნაწილი ქართული კანონების გაუქმებას და დაპატიმრებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვს, ნაწილისთვის კი ეს მოთხოვნა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.
25 ივნისი 2026, 17:09
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია
აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
25 ივნისი 2026, 17:08
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ ლეიკემიით დაავადებულთა თემაზე ხუმრობის შესახებ: ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს და მათზე ხუმრობა მიუღებელია
ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს, - განუცხადეს „ქრონიკას“ „თიბისი ბანკში“ ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.
25 ივნისი 2026, 17:03
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
25 ივნისი 2026, 17:02
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა
აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარე აუდიტის „დიდი ოთხეულიდან“ უპირობო დასკვნას იღებს. სამსახურის წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა მას საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტი ანდეს, - განაცხადა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
25 ივნისი 2026, 16:53
მსოფლიო
იაროსლავ კაჩინსკი უკრაინას იაროსლავ ბრძენის ორდენს დაუბრუნებს
პოლონური პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა, პოლონეთის დაღუპული ექს-პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იაროსლავ ბრძენის ორდენს დაუბრუნებს, რომლითაც ის 2022 წელს დააჯილდოვეს. ინფორმაციას პოლონური რადიო ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 16:52
საზოგადოება
თბილისში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
25 ივნისი 2026, 16:49
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა.
25 ივნისი 2026, 16:38
მსოფლიო
The Independent: ევროკავშირში ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების დახურულ ჩატს იძიებს - მიმოწერაში ტრამპთან ურთიერთობის საკითხიც განიხილებოდა
ევროკავშირი ევროკომისიის საქმიანობას იკვლევს ვოლოდიმირ ზელენსკის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და რამდენიმე ევროპელი ლიდერის მონაწილეობით შექმნილ დახურულ ჯგუფურ ჩატთან დაკავშირებით, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ურთიერთობის საკითხები განიხილებოდა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 16:02
პოლიტიკა
2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა
ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 15:49
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მალხაზ ბერიძე სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლემ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც მალხაზ ბერიძემ განაცხადა, კომენტარი თავად დაწერა, თუმცა არ იცოდა რომ მსგავსი ქმედება დასჯადი იყო.
25 ივნისი 2026, 15:40
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის გამგეობა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს.


