http://imedi.ge/ /  22 ოქტომბერი 2020, 15:46 / სანდო წყარო

ეკატერინე დგებუაძე: განათლების სამინისტრო ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და საკმაოდ მკაცრად აფრთხილებს მათ, ვინც წესებს არღვევენ

ეკატერინე დგებუაძე

ეკატერინე დგებუაძე

„სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში სკოლების მხარდაჭერას განაგრძობს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაცული, მნიშვნელოვანია, სკოლა იყოს აღჭურვილი როგორც ჰიგიენური საშუალებებით, ასევე - ყველა წესი იყოს დაცული. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და საკმაოდ მკაცრად აფრთხილებს მათ, ვინც ამ წესებს არღვევენ.

რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრომ აქამდეც უზრუნველყო ჰიგიენური საშუალებებით, თერმომეტრებით, დეზობარიერით და ასე შემდეგ. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ამ მიმართულებით სკოლების მხარდაჭერას განაგრძობს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს დიდ ქალაქებში I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. მშობლებს არჩევანის საშუალება ჰქონდათ დისტანციურად სწავლებასა და საკლასო ოთახებში სწავლებას შორის. შედეგად, სულ 10 000 მოსწავლეა რეგისტრირებული დისტანციური სწავლებისთვის. სწავლის განახლების პროცესში, კორონავირუსი რამდენიმე სკოლაში დადასტურდა, რის გამოც ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა შეწყდა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

03 დეკემბერი 2020, 14:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველო მუშაობს უშუალოდ მწარმოებელ კომპანიებთანაც, რათა ვაქცინები კიდევ უფრო ადრე მივიღოთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ COVAX პლატფორმასთან თანამშრომლობის პარალელურად საქართველო მუშაობს უშუალოდ მწარმოებელ კომპანიებთან და დიდ ქვეყნებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, რათა შესაძლებელი იყოს ვაქცინების კიდევ უფრო ადრე მიღება.

03 დეკემბერი 2020, 14:14

სამართალი

დიღმის მასივში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

03 დეკემბერი 2020, 14:11

სამართალი

პოლიციამ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

„თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარების მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები მომხდარიდან ორ დღეში დააკავა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე

03 დეკემბერი 2020, 14:10

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ვაქცინაცია სავარაუდოდ მარტი-აპრილისთვის დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია სავარაუდოდ მარტი-აპრილისთვის დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე

03 დეკემბერი 2020, 14:04

პოლიტიკა

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს

„ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი ესწრება. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადეს, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ერთმანეთს პოზიციების შესაჯერებლად ხვდებიან.

კახა კალაძე

03 დეკემბერი 2020, 14:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ოპოზიციური პარტია საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა წარმოდგენილი, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც მოფრთხილება სჭირდება

„გამიჭირდება გითხრათ, დაესწრება თუ არა ოპოზიცია დეკემბერში ბიუჯეტის განხილვას. ამისთვის ეს მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს, უნდა მივაღწიოთ გარკვეულ კონსენსუსს და გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა მიიღო - მათ მხარი დაუჭირეს და მიანიჭეს უფლებამოსილება, რომ მათ ხმას წარმოადგენდნენ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელია“, - განაცხადა კალაძემ.

ხატია დეკანოიძე

03 დეკემბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ, არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია

„ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე, ამიტომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იციან, როგორც ხელისუფლებამ, რომელსაც მივაწოდეთ ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვესახება, რომლითაც აუცილებლად უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ქვეყანა, პოლიტიკური, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. პარლამენტისთვის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. ისე უნდა დარჩნენ მარტო, როგორც მეორე ტურის დროს, როდესაც პრაქტიკულად ბოლშევიზმისა და კომუნიზმის ახალ ეპოქაში შევიდა „ოცნება“. არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია რიგგარეშე ან ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ​ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. მეტსაც გეტყვით, „ოცნებას“ არავითარი შემხვედრი წინადადება არ მოუტანია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კახა კალაძე

03 დეკემბერი 2020, 13:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა, ვფიქრობ, შეთანხება შედგება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა. კალაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება. ამასთან, კალაძემ მოლაპარაკებებში ჩართულ ელჩებს მადლობა გადაუხადა.

ნიკოლას მადურო

03 დეკემბერი 2020, 13:58

მსოფლიო

ნიკოლას მადურო: თუ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, პრეზიდენტის თანამდებობას დავტოვებ

ნიკოლას მადუროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ის მზად არის, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.

03 დეკემბერი 2020, 13:55

COVID19

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ორგანიზმში ვირუსის არსებობა მერიის სხვა თანამშრომლებსაც აღმოაჩნდათ. imedinews-ის ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა ინფრასტრუქტურის განყოფილებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსებზე.

ირანი

03 დეკემბერი 2020, 13:51

მსოფლიო

ირანის პარლამენტმა გაეროს ინსპექტორებს ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალა

კანონის მიხედვით, გაეროს ინსპექტორებს ქვეყანაში ბირთვულ ობიექტებზე შესვლის უფლება არ ექნებათ, ურანის გამდიდრება კი 20%-ით გაიზრდება, რაც 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ რაოდენობას (3.67%) მნიშვნელოვნად აღემატება. დეპუტატებმა კანონის დასამტკიცებლად ქვეყნის მთავრობას უკვე გადასცა.

03 დეკემბერი 2020, 13:47

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 14,496 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 14,496 ადამიანს დაუდასტურდა, 243 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 772,760 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,960 პაციენტი ემსხვერპლა, 384,426 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

03 დეკემბერი 2020, 13:45

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,277 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,277 ადამიანს დაუდასტურდა, 26 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 138,508 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,254 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 113,228.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 13:34

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ მსოფლიოში საუკეთესონი ვართ ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიხედვით

Trace International-ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-19 ადგილზეა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სალომე სამადაშვილი

03 დეკემბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: პოლიტიკური კრიზისი ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატოსთან და ევროკავშირთან

„სამწუხაროა, რომ ამისთვის დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა გასული წლების განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, რა თქმა უნდა ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატო-სთან, ევროკავშირთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რობერტ რედფილდი

03 დეკემბერი 2020, 13:27

COVID19

რობერტ რედფილდი: ზამთარი ყველაზე რთული პერიოდი იქნება აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, აშშ-ში დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ძალიან რთული პერიოდი იქნება.

03 დეკემბერი 2020, 13:23

სამართალი

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებებისა და წარდგენილი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 13:22

ტაბლოიდი

თურქმენეთის პრეზიდენტმა ახალ ღუმელში 122,5 კილოგრამი ნარკოტიკი დაწვა. ვიდეო

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აშხაბადის მახლობლად ნარკოტიკების უტილიზაციის ახალი ღუმელი გახსნა. შესაბამისი ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

ნიკა მელია

03 დეკემბერი 2020, 13:15

პოლიტიკა

ნიკა მელია: პარლამენტში არც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია არ შევა, სანამ წამოყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

„ცესკოს შემაჯამებელი ოქმი რას ცვლის? არ იცოდით, რომ აყალბებდა ცესკო? ცესკოსგან ელოდება ვინმე რამე განსხვავებულს? მგონი, ეს ის რეალობაა, რომელსაც უკვე თვალი გავუსწორეთ. სწორედ ამიტომ ყველა ოპოზიციური პარტია ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს, რომელსაც გააკეთებდა ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია. ეს გადაწყვეტილება დავიდა სადამდე, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის ეროვნული ორგანო, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იქნას დაცული, ან მათი პოზიცია გატარებული, ეს უბრალოდ კანტორა არის იმ მდიდარი მილიარდერი ადამიანის ხუშტურების ასასრულებლად“, - განაცხადა მელიამ.

ლინას ლინკევიჩუსი

03 დეკემბერი 2020, 13:06

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: ნატომ უნდა განაგრძოს საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერა, მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ მას ევროინტეგრაციის გზაზე

13-მა ქვეყანამ ნატოს მოუწოდა, ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნოს და საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.