UNDP-ის კვლევა: საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულებაში შშმ პირების მიმართ დადებითი ცვლილებები შეიმჩნევა, თუმცა სტერეოტიპები და სტიგმა გამოწვევად რჩება
ფოტო: ნინო ზედგინიძე/UNDP
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის მიხედვით, საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულებაში შშმ პირთა მიმართ დადებითი ცვლილებები შეიმჩნევა, თუმცა სტერეოტიპები და სტიგმა კვლავ გამოწვევად რჩება.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და მარგინალური ჯგუფია, თუმცა მათ მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად იცვლება. ქართველები მეტ მიმღებლობას ავლენენ ფიზიკური შეზღუდვების მქონე პირების მიმართ, მაგრამ მენტალური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ადამიანები კვლავ სტიგმას განიცდიან“ - ასეთია დღეს გამოქვეყნებული კვლევის ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩაატარა.
კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების წარდგენას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლებს ესწრებოდნენ.
„კვლევა აჩვენებს, რომ დღეს ქართველებმა მეტი იციან შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ და თანხმდებიან, რომ შესაძლებლობები არ უნდა აფერხებდეს ადამიანის უფლებებით სარგებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას“ - აღნიშნულია კვლევის მიგნებებში.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ იცნობს შშმ პირების უფლებებს და საჭიროებებს, 59 პროცენტი კი პირადად იცნობს შშმ პირს. გამოკითხულთა ორი მესამედი თანხმდება, რომ შშმ პირებს შეუძლიათ სწავლაში ისეთივე წარმატებას მიაღწიონ, როგორც საზოგადოების სხვა წევრებს. რესპონდენტთა ნახევარი კი დარწმუნებულია, რომ შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ.მეორეს მხრივ, რესპონდენტების 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ შშმ პირებზე ზრუნვა მთავრობის კეთილი ნებაა, და არა მოვალეობა, ხოლო ერთი მესამედი დარწმუნებულია, რომ შშმ პირთა უფლებები საქართველოში სრულად დაცულია.
„დიდი ცვლილებებს ვხედავ საზოგადოების დამოკიდებულებაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველებმა შშმ პირები ქველმოქმედების ობიექტებად აღარ აღიქვან და სრულად გააცნობიერონ, რომ ისინი სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც განათლებაზე, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თანაბარ წვდომას იმსახურებენ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
კვლების შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მიმღებლობა ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ საკმაოდ მაღალია. გამოკითხულთა სამი მეოთხედი აღნიშნავს, რომ ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირთან კომფორტულად იმუშავებდა, 70 პროცენტისთვის სავსებით მისაღებია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირის ყოფნა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე, მაგალითად, პარლამენტის წევრად.
კვლევის მიხედვით, მიმღებლობა ბევრად ნაკლებია გონებრივი და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებისადმი. რესპონდენტთა ნახევარიც კი არ თვლის გონებრივი ან ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები მისაღებად, როგორც თანამშრომლებს (47 პროცენტი), კარის მეზობლებს (36 პროცენტი) ან მათი შვილების თანაკლასელებს (48 პროცენტი). ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ გონებრივი შეზღუდვის მქონე პირებს შვილები არ უნდა ჰყავდეთ.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ქართველები მთავრობისგან შშმ პირების მეტ მხარდაჭერას ელიან. რესპონდენტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინკლუზიურ განათლებას სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში (70 პროცენტი) და ხელი შეუწყოს ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნას (85 პროცენტი). 82 პროცენტის აზრით, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო დახმარება შშმ პირთა მიმართ. 72 პროცენტი თვლის, რომ შშმ პირები წარმოდგენილი უნდა იყვნენ მმართველობის ყველა დონეზე.
შშმ პირების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, გაეროს ექვსი სააგენტოს ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც შშმ პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს ერთობლივი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ფინანსდება გაეროს მდგრადი განვითარების ფონდის მიერ.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოში შშმ პირების უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, გაეროს სააგენტოებთან და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 23:19
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
24 აგვისტო 2026, 20:43
პოლიტიკა
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.
24 აგვისტო 2026, 20:38
პოლიტიკა
ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური, ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.
24 აგვისტო 2026, 20:31
პოლიტიკა
ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.
24 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება - ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას განხორციელებულ კორუფციულ სქემას, რამაც სახელმწიფოს თითქმის შვიდი მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.
24 აგვისტო 2026, 20:24
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და მათზე ფიზიკურად ძალადობდა.
24 აგვისტო 2026, 20:12
პოლიტიკა
მორიგი პოლიტიკური შეტევა აბასთუმანში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე - ფაქტები პოლიტიკური თავდასხმის პირისპირ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორიგი პოლიტიკური შეტევა ქველმოქმედებაზე - ვიდრე ოპოზიციური ფლანგი აბასთუმანში მილიონიან საქველმოქმედო პროექტებს, ულტრათანამედროვე ფილტვის ცენტრსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის, ადგილობრივები და მედიკოსები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.


