24 ოქტომბერი 2020, 14:31 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, ქუთაისის უნივერსიტეტის რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში არ იარსებებდა

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, აკადემიური სივრცისთვის და მთელი ქვეყნისთვის, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიოს უმაღლესი მსოფლიო სტანდარტის მქონე, ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტის იდეისა და განვითარების კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც შეადგენს 1 მილიარდ ევროს, ქუთაისის უნივერსიტეტის რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში არ იარსებებდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს უმაღლესი კლასის უნივერსიტეტი. აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. უნივერსიტეტში ყოველწლიურად გაჩნდება ახალი მიმართულებები, ახალი აკადემიური პროგრამები, მაგრამ ყოველი ახალი პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამაზე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებიც წაიკითხავენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, აკადემიური სივრცისთვის და მთელი ქვეყნისთვის“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ყველა სიახლე

ბექა ლილუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 15:54

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიუჯეტში ასახული ფინანსური რესურსები მიმართული იქნება ერთის მხრივ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორეს მხრივ მათ სოციალურ მხარდაჭერაზე და ბიზნესის ხელშეწყობაზე

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში, პანდემიის რისკების შემსუბუქებისა და გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს ასე ვთქვათ კრიზისიდან გამოსვლის აქტიურ ეტაპს და შესაბამისად წლის განმავლობაში გაიზრდება 4,5 %-მდე, ხოლო 2021-დან 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონსა და ევროპაში.

01 დეკემბერი 2020, 15:44

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტურის რვა შეხვედრით გაიხსნება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება. B ჯგუფში „შახტარი“ უკრაინაში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. სამეფო კლუბი დონეცკელებთან სათამაშოდ ორი ტრავმირებული წამყვანი ფეხბურთელის, გუნდის კაპიტნის სერხიო რამოსისა და ედენ აზარის გარეშე ჩავიდა.

გერმანული ჰოსპიტალი

01 დეკემბერი 2020, 15:42

COVID19

კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს

კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

01 დეკემბერი 2020, 15:40

საზოგადოება

წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა.

01 დეკემბერი 2020, 15:27

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3159 პაციენტს შეადგენს, მათ შორის - 1126 მკურნალობას გადის სახლში. სულ თვითიზოლაციაშია 2237 პირი. 24 საათში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. გორში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ კაცსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ ქალს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ.

01 დეკემბერი 2020, 15:18

სპორტი

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მესამე რაუნდის ყველა წყვილი ცნობილია

მერსისაიდელებისა და ბირმინგემელების დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მიმდინარე სეზონში „ვილამ“ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშოთ 7:2 დაამარცხა და ახლა „წითლები“ რევანშისთვის ემზადებიან. შეხვედრები 8-11 იანვარს გაიმართება.

ანგელა მერკელი

01 დეკემბერი 2020, 15:10

COVID19

ანგელა მერკელი: ზამთრის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მესამე ტალღას მივიღებთ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეებმა შესზღუდვები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.

იუსტიციის სახლი

01 დეკემბერი 2020, 15:09

საზოგადოება

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

01 დეკემბერი 2020, 14:59

რეგიონი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს

„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

01 დეკემბერი 2020, 14:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:44

COVID19

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება იმ ინფიცირებულთა გამოსავლენად მიიღო, რომლებსაც დაავადება უსიმპტომოდ გაადაქვთ.

ლაშა გუჯეჯიანი

01 დეკემბერი 2020, 14:39

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ მეტრეველი ლაშა გუჯეჯიანმა შეცვალა, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა. გუჯეჯიანი „გამოწვევა 2020“-ის ერთ-ერთი ავტორია. პროექტმა რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი და ლაშა ბექაური აღმოაჩინა. პირველი ტურნირი, რომლისთვისაც გუჯეჯიანს ნაკრების მომზადება მოუწევს, მსოფლიოს მასტერსია, რომელსაც 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

01 დეკემბერი 2020, 14:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:20

სამართალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

„ორი კაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას. 3-ჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემდეგ შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს თანხა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კლინიკა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - განაცხადა ნინი კილაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 14:11

რეგიონი

აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობასა და მოქალაქეების დახმარებაზე.

01 დეკემბერი 2020, 14:11

COVID19

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა და საჯარო უწყების თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დამცავი სამედიცინო საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, NCDC-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ნამიჭეიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

დავით დუნდუა

01 დეკემბერი 2020, 14:07

ეკონომიკა

დავით დუნდუა: საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული ადგილმდებარეობით, საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის და სხვა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ საჯარო მომსახურებას, ბაზარზე ღია და სამართლიან კონკურენციას, ინტელექტუალური და საკუთრების უფლების სათანადო დაცვასა და თავისუფალი სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში, დავით დუნდუამ ჟურნალ „Maritime Economies“-თან განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 13:47

COVID19

ქუთაისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს და რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ცენტრის უფროსს, მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.

01 დეკემბერი 2020, 13:46

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა. imedinews- ის ინფორმაციით, პაციენტი საგარეჯოს „ჯეო -ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.