25 ოქტომბერი 2020, 14:02 / სანდო წყარო

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა

ქუთაისში საერთაშორისო ეკო-პლენერი გაიმართა, რომელიც სამ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში მიმდინარეობდა. ეკო-პლენერი პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წწ პროგრამითაა გათვალისწინებული.

პროექტის წამყვანი პარტნიორია ქუთაისის მერია. ასევე, პარტნიორები არიან უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (რუმინეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო). ეკო-პლენერი საქართველოში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ იყო ორგანიზებული.

პლენერზე შექმნილი ნამუშევრები ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში გამოფინეს. ღონისძიებას, ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ესწრებოდა.

„თავდაპირველად ეკო-პლენერი დაგეგმილი იყო საქართველოში, სამი ქვეყნის წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობით. COVID19-ის შეზღუდვების გამო, ეს შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, ეკო-პლენერი წარმატებით დასრულდა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ საინტერესო და შინაარსიანი ნაშრომები იქნა შექმნილი გარემოსდაცვით თემატიკაზე. ხატვის სესიებთან ერთად, ეკო-პლენერის დროს გაიმართა საერთაშორისო ვებინარი მდინარეებისა და შავი ზღვის გარემოსდაცვითი პრობლემების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ, ეკო-ტურები მდინარე რიონისა და შაორის ტბის არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია მხატვრების ნამუშევრების გამოფენის მოწყობა, კატალოგის გამოცემა, ასევე მომზადდება 2021 წლის კალენდარი, რომელიც გაფორმებული იქნება ეკო-პლენერის დროს შექმნილი ნაშრომებით“ - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2020, 15:52

COVID19

ესპანეთი საშობაო და საახალწლო წვეულებებისთვის 10-კაციან შეზღუდვას აწესებს

რეგიონებს შორის მობილობა იკრძალება 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, გარდა ოჯახის წევრების მონახულებისა. მინისტრი არ განმარტავს ეს სქემა როგორ იმუშავებს ან როგორ განხორციელდება კონტროლი. სავარაუდოდ, რთული ამოცანა უდგას კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რადგან მრავალი ადამიანი სწორედ შობისთვის ბრუნდება მშობლიურ ოჯახში.

ნათია თურნავა

04 დეკემბერი 2020, 15:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მთავრობის მიერ საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია შემოვიდა

მინისტრის თქმით, ამ ინდუსტრიას მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მოიპოვებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ს, რაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია.

04 დეკემბერი 2020, 15:50

სამართალი

პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულების ტენდენციების, მიღწევების და გამოწვევების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

04 დეკემბერი 2020, 15:47

სპორტი

UFC-ის მებრძოლი იაირ როდრიგესი ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისთვის სინჯების ასაღებად დოპინგის კონტროლის ოფიცრები სპორტსმენის მიერ დასახელებულ ადგილზე მიდიოდნენ, თუმცა მექსიკელი არც ერთხელ მისამართზე არ დახვდათ, რის გამოც მის მიმართ ასეთი სასჯელი გამოიტანეს.

04 დეკემბერი 2020, 15:46

COVID19

კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 110-ით გაიზარდა

კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 110-ით გაიზარდა და 4,700-ს გადააჭარბა. რეგიონში, მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა-326, გურჯაანი-980, დედოფლისწყარო-387, თელავი-1258, ლაგოდეხი-624, საგარეჯო-466, სიღნაღი-279 და ყვარელი-382.

ივანკა ტრამპი

04 დეკემბერი 2020, 15:44

მსოფლიო

ივანკა ტრამპი დაკითხეს

მისი მტკიცებით, კითხვები მამის ინაუგურაციის დროს მის სასტუმროებში გაზრდილ ფასებს ეხებოდა. ივანკა ტრამპის თქმით, დაკითხვაზე მისი გამოძახება პოლიტიკურად არის მოტივირებული და დემოკრატთა მხრიდან შურისძიების წყურვილის დემონსტრირებაა.

04 დეკემბერი 2020, 15:41

რეგიონი

იმერეთში არსებულ კოვიდცენტრებში საწოლების რაოდენობა 55-ით გაიზრდება

შალამბერიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდა ანტიგენით გატესტვას უკავშირდება და გასულ 24 საათში იმერეთის რეგიონში კოვიდინფიცირების​ 980 ახალი შემთხვევიდან 400-მდე შემთხვევა სწორედ ანტიგენის ტესტის შედეგად დაფიქსირდა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 15:38

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე 17 წლის გოგოს გარდაცვალებაზე: ტყუილის დრო არასდროს არ არის, მაგრამ ამის დრო განსაკუთრებით ახლა არ არის და მებრძოლებს ომის დროს თავს არ უნდა დაესხა

„ზოგ შემთხვევაში შეიძლება კრიტიკა სამართლიანიც იყოს, მაგრამ აბსოლუტურად არაფერ შუაში სადაც არ არის კოვიდი, ასეთი ფაქტების კიდევ ამაზე მიწებება ეს მართლაც ვეღარ ვამბობ რბილად, ამაზრზენია, ძალიან ცუდია და მე ვფიქრობ, რომ ამისი დრო, ტყუილის დრო არასდროს არ არის, მაგრამ ამისი დრო განსაკუთრებით ახლა არ არის და მებრძოლებს ომის დროს თავს არ უნდა დაესხა. ეს დაუწერელი წესია მათ შორის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მეუფე იაკობი

04 დეკემბერი 2020, 15:38

პოლიტიკა

მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებზე: აუცილებელია შერიგება, მოიქეცით ისე, რომ ჩვენი სახელმწიფო არ დააზიანოთ

მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოფელ ხირსიდან გამოეხმაურა. ქადაგების დროს ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ამერიკაც და ევროპაც საქართველოს მთავრობას აღიარებს, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მოუსმინონ დასავლელ პარტნიორებს და მოლაპარაკების გზით კონკრეტულ კონსენსუსამდე მივიდნენ.

მეუფე იაკობი

04 დეკემბერი 2020, 15:31

საზოგადოება

მეუფე იაკობი: მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა?

ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა. მეუფის განმარტებით, მან ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ მათ შეზღუდვები დროულად არ დააწესეს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

04 დეკემბერი 2020, 15:22

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და მსოფლიოში პირველ ადგილზეა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი კომპანიის SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო მსოფლიოში 37-ე ადგილზე გავიდა, ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო (51.2), რეიტინგის 7-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

კარლ ჰარცელი

04 დეკემბერი 2020, 15:19

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, მივაღწიოთ პროგრესს

ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, მივაღწიოთ პროგრესს. ჩვენ როგორც ფასილიტატორები პოლიტიკური პარტიების ხელში ვართ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, რა შედეგებამდე მივალთ, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

იაგო ხვიჩია

04 დეკემბერი 2020, 15:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება, ვერ წარმომიდგენია, „გირჩი“ მე ან ჯაფარამ როგორ უნდა დავტოვოთ

დილით გავიღვიძე და ეს სტატუსი დამხვდა, მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ამავე პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც ხვიჩია აცხადებს, ის ზურაბ ჯაფარიძეზე გაბრაზებული იყო და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რის გამოც მას ბოდიშს უხდის.

სალომე სამადაშვილი

04 დეკემბერი 2020, 15:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ოპოზიცია ფასილიტატორების წინაშე სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებით წარდგება

„მე არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და ამ პირობების დეტალებზე ვისაუბრო, ვიდრე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი არ გააცნობს თავის პოზიციას საზოგადოებას. ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებაა ის, რაც დღეს ოპოზიციას აქვს მომზადებული“.

ნიკა მელია

04 დეკემბერი 2020, 15:13

პოლიტიკა

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს საკუთარი ხალხის ღალატია

„ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს პარლამენტში შესვლას. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ, „ქართული ოცნების” ოცნება“.

ზაალ უდუმაშვილი

04 დეკემბერი 2020, 15:12

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, „ნაცმოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ გამართულ პოლიტსაბჭოზე, ყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთოვნა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

მეუფე იაკობი

04 დეკემბერი 2020, 15:06

საზოგადოება

მეუფე იაკობი: განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ

„მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა ბევრი დანაშაულიც ჩაიდინა, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხო“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არსებული სასამართლო სისტემა შეაფასა. მას მიაჩნია, რომ მაშინ „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, როცა სასამართლო მეტად დამოუკიდებელი და სამართლიანია.

04 დეკემბერი 2020, 15:05

ეკონომიკა

საბანკო ასოციაცია: საბანკო სექტორი მზად არის განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები

„2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზადაა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა“ - წერია საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

04 დეკემბერი 2020, 14:52

სპორტი

ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად კონსტანტინე ლაშხი აირჩიეს

თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ფედერაციის ხელმძღვანელობის 2020–2024 წლის არჩევნების შედეგები ასეთია: პრეზიდენტი - კონსტანტინე ლაშხი...

ლევან რატიანი

04 დეკემბერი 2020, 14:51

საზოგადოება

ლევან რატიანისა და მისი მეუღლის ონლაინ-შეხვედრა და აცრემლებული რატიანი. ვიდეო

გადაცემაში სტუმრობის დროს პირდაპირ ეთერში მისი მეუღლე და შვილები ჩართეს, რაც ლევან რატიანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ემოცია ვეღარ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.