27 ოქტომბერი 2020, 23:53 / სანდო წყარო

რეზო ამაშუკელი დავით გარეჯის საქმეზე: ამდენი მოთმენა აღარ შეიძლება, დაისაჯოს ყველა

რეზო ამაშუკელი

რეზო ამაშუკელი

პოეტმა რეზო ამაშუკელმა გადაცემაში „არენა“ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

„აქამდე არ ჰქონდა ქართველ ხალხს უფლება, ვიდრე ეს ზღვარი არ გადაკვეთეს სამუდამოდ, რომ ესენი („ნაციონალური მოძრაობა“) გაესამართლებინათ? ესაა უბედურება, რომ ჩვენ ყოველთვის ენის მოჩლექვით ვლაპარაკობთ. მათ შეეძლოთ, გაეყიდათ მთელი საქართველო, როგორც გაყიდეს. მე მათ პირველი დღიდან ვებრძოდი. ნოღაიდელი რომ გამოდის და თვალებს აფახულებს... პრემიერ-მინისტრი იყო. რაზე აწერ შენ ხელს?! ყველა დამნაშავეა, თავიდან ბოლომდე. დავით გარეჯი ჩვენი სულიერების, ჩვენი ისტორიის, კულტურის და, რაც მთავარია, მსოფლიო ცივილიზაციაში ჩვენი დამკვიდრებაა. ჩემი ყურით მოვისმინე, რა თქვა ორმა ეპისკოპოსმა. ამის პატიება მე არ შემიძლია. ყველამ თავი დაანებოს პრანჭვას. ჯერ საქართველოა, სამშობლო და მერე - ყველაფერი. როგორც რუის ურბნისი იყო თავის დროზე, უნდა განიწმინდოს. მრევლი გაკრეჭს მაგათ საბოლოოდ, ვინც ამას დაიმსახურებს. ამიტომ, არავითარი პატიება არ იქნება. ხალხი არა ხართ, ერთი ადამიანი დამისახელეთ, ხალხი არა ხართ? - საია-ს ვინც გაეკარა, ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელიც მტერი არაა. ამის მორალური უფლება მაქვს და კატეგორიულად მოვითხოვ ხელისუფლებისგან, 84 წლის კაცი ვარ, მთელი ცხოვრება ამათთან ომს შევალიე, დაისაჯოს ყველა. ყველაფერს საზღვარი აქვს. ამდენი მოთმენა აღარ შეიძლება. ამიტომ, საუბარი როცაა დავით გარეჯზე, ეს კლასტერი, ყველა გამყიდველია. რა, ბიწაძემ არ იცოდა, რა ხდებოდა? ყველამ თავიდან ბოლომდე იცოდა. ამიტომ, თავიდან ბოლომდე, ყველა დასასჯელია. მთელმა საქართველომ იცის, რომ ვის გვერდითაც ვდგავარ, იმის გვერდით ვიდგები ბოლომდე, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ერთი სული მაქვს, რომ, ამ ხნის კაცმა, აქედან ვაგინო ყველას, ვინც ღირსია. ნურავინ დაივიწყეს, რომ მაგათ ყველაფერი გაყიდეს. არავითარი დემოკრატია არ მინდა, თუ ჩემი ქვეყანა არ იქნება. ჩემი სულიერება, ის საყრდენი, რომელზეც მოდიოდა ჩემი ისტორია და რასაც ჩემი მამა-პაპა შეეწირა“ - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.

ყველა სიახლე

ილჰამ ალიევი

06 ოქტომბერი 2024, 11:02

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს

აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

06 ოქტომბერი 2024, 10:54

რეგიონი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრისა და ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

06 ოქტომბერი 2024, 10:52

სამართალი

„თბილისობა 2024“ გრძელდება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გრძელდება.

06 ოქტომბერი 2024, 10:42

საზოგადოება

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფოტოგალერეა

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.

რატი ბრეგაძე

06 ოქტომბერი 2024, 10:07

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე: ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“

„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის „ვსესაიუზნი“ ჯილდოზე არიან წარდგენილნი. წინ, მართალო ამხანაგებო! P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, - წერს ბრეგაძე

06 ოქტომბერი 2024, 10:03

პოლიტიკა

ქეთევან ჩაჩავა: გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს

ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული ნატალი ჯახუტაშვილის შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ, გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა, სოციალურ ქსელში.

დანიელ ჰაგარი

06 ოქტომბერი 2024, 09:03

მსოფლიო

„ცაჰალის“ სპიკერი: „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრისთვის ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, რადგან სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, - განაცხადა ჰაგარიმ.

06 ოქტომბერი 2024, 08:29

სპორტი

რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მან პირველივე რაუნდში მეტოქეს ნეკნი გაუტეხა.

06 ოქტომბერი 2024, 08:04

რეგიონი

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა

თეატრალური ფესტივალი "როტონდა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება განუხორციელებელი პიესების საჯარო კითხვა, შეხვედრები რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები.

სოზარ სუბარი

05 ოქტომბერი 2024, 22:50

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა

ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.

05 ოქტომბერი 2024, 21:14

საზოგადოება

ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

05 ოქტომბერი 2024, 21:00

სპორტი

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.

05 ოქტომბერი 2024, 20:34

საზოგადოება

ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა

ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

05 ოქტომბერი 2024, 20:28

საზოგადოება

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

05 ოქტომბერი 2024, 20:26

საზოგადოება

კახა კალაძე: მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში

მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.

კახა კალაძე

05 ოქტომბერი 2024, 20:18

საზოგადოება

კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს

„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.

05 ოქტომბერი 2024, 20:04

საზოგადოება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.

05 ოქტომბერი 2024, 19:40

საზოგადოება

დავით ფაცაცია: ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები

ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ გაიმართა. ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ოქტომბერი 2024, 19:18

არჩევნები 2024

ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება

ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვართ სუვერენული ქვეყანა და ასე ადვილად ჩვენზე კარნახის პოლიტიკის განხორციელება ვერანაირად მოხერხდება, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა კითხვას, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი ამომრჩეველმა და დაანონსებული არეულობის მცდელობის ფონზე, პრევენციის რა საშუალებები არსებობს ამ მხრივ.

ნინუცა ბუცხრიკიძე

05 ოქტომბერი 2024, 19:09

საზოგადოება

ნინუცა ბუცხრიკიძე: გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე

„წლევანდელ გასტროზონებს დაემატა ისეთი სივრცეები როგორიც არის „ისპანახობა“, „ყველიერი“. კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შეიქმნა ორბელიანის ნუგბარის ანალოგი, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს და წარმოდგენილია ორბელიანის მოედანზე“, - აღნიშნა ნინუცა ბუცხრიკიძემ.