გურია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობს
ფოტო: გურიის მხარე
გურია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობს - ლატვიაში ადგილობრივი სოლიდარობის ევროპულ დღეებს გურია შეუერთდა. რეგიონი საერთაშორისო პროექტის მონაწილეა, რომლიც ითვალისწინებს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), წევრი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის შესახებ. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კი ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს დაჯილდოვდებიან.
კონკურსის ორგანიზატორები პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან, ხოლო ოზურგეთს, მეოთხე საჯარო სკოლა წარმოადგენს. პროექტის მხარდამჭერებს შორისაა ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ასოციაცია და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 09:22
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 მაისს საქართველოში
ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდი და მცირე ნალექი იქნება დღეს თელავში, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
13 მაისი 2026, 09:11
პოლიტიკა
დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია
საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა დადებითად არის შეფასებული. (გვ 26)
13 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 08:51
რეგიონი
ახალციხეში, იაძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ასევე კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო გასართობი სივრცეებით, ფანჩატურებით და საჭირო ინფრასტრუქტურით. საბავშვო ბაგა-ბაღი 75 აღსაზრდელს ემსახურება. იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარით დაფინანსდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ კი ბაღის ინვენტარით აღჭურვა უზრუნველყო.
13 მაისი 2026, 08:46
რეგიონი
ბათუმში სკოლის დირექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის კონფერენცია ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბათუმში სკოლის დირექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის კონფერენცია ჩატარდა.
13 მაისი 2026, 08:28
რეგიონი
განმუხურში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდში, განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
13 მაისი 2026, 08:26
პოლიტიკა
ზუკა რურუა: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები და ეს დაფინანსება ყოფილიყო გარდამავალ პერიოდში. ეს ხელს შეუწყობს სტუდენტებს პირველ რიგში განათლების გაუმჯობესებაში, იმ პროცესში, თითქოს ვიღაცებს ჰქონდათ შიში, რომ დაფინანსება არ გაუგრძელდებოდათ. კანონში ცვლილებების შედეგად, მათ, ვინც 2025 წლის 17 დეკემბრამდე არის ჩარიცხული, გაუგრძელდებათ დაფინანსება“, - აღნიშნა რურუამ.
13 მაისი 2026, 08:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება
ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
13 მაისი 2026, 08:01
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს
არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის გამოხმაურებებს.
13 მაისი 2026, 03:05
მსოფლიო
The New York Times: აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს
ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ირანის განადგურებული სამხედრო ძალების შესახებ მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რასაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები პოლიტიკოსებს დახურულ კარს მიღმა ატყობინებენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს“.
13 მაისი 2026, 01:34
მსოფლიო
CNN: ისრაელი შეშფოთებულია, რომ ტრამპი ირანთან ცუდ შეთანხმებას დადებს
ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლოა მანამდე გააფორმოს შეთანხმება, ვიდრე იმ ძირითად საკითხებს გადაჭრის, რამაც თავდაპირველად ეს ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა - ამის შესახებ CNN-ს ისრაელის რამდენიმე წყარომ განუცხადა.
13 მაისი 2026, 01:33
საზოგადოება
ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი გამოვლინდა
ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.
13 მაისი 2026, 01:12
მსოფლიო
ტრამპი: არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ - არ უნდა დავუშვათ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ხელში ჩაიგდოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობისას, ამერიკელების ფინანსური სირთულეები მისთვის პრიორიტეტული არ არის.
13 მაისი 2026, 00:35
მსოფლიო
POLITICO: კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების ლობირებას ცდილობს, კიევში გამწვავებული კორუფციული სკანდალი ძირს უთხრის მის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.
13 მაისი 2026, 00:04
სპორტი
„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 45 წელი შესრულდა
13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1981 წელს უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.
12 მაისი 2026, 23:56
მსოფლიო
ტრამპი: ეს ომი დასასრულს უახლოვდება - ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე წელს რუსეთში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
12 მაისი 2026, 23:53
საზოგადოება
ჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში წარდგა. ვიდეო
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა. ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.
12 მაისი 2026, 23:13
საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება
დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
12 მაისი 2026, 23:01
მსოფლიო
ტრამპი: ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა
ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 მაისი 2026, 22:59
სპორტი
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.


