დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება
ფოტო: დევნილთა სააგენტო
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.
განაცხადების მიღება 24 ნოემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეძლებენ:
• ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106;
• ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27;
• გორი - სამების ქ.N1;
• რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
პროექტი დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს. დეტალური ინფორმაციის მიღება ამ ბმულზეა შესაძლებელი.
ყველა სიახლე
11 მაისი 2026, 21:46
საზოგადოება
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი: დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს არჩევას ულოცავს.
11 მაისი 2026, 21:42
რეგიონი
განვითარებაზე ორიენტირებული კურორტი - აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონტრაქტორ კომპანიებს პროექტის დასრულებისთვის მკაცრი ვადები განუსაზღვრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზის რეაბილიტაციაა.
11 მაისი 2026, 21:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: განვიხილეთ ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია. თუნდაც, ეს კვარტალი რომ განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდა უკვე წინა წელზე მეტია
განვიხილეთ ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია. თუნდაც, ეს კვარტალი რომ განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდა უკვე წინა წელზე მეტია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
11 მაისი 2026, 21:28
საზოგადოება
კირცხალია: ილია მეორის ცხოვრებაშივე შიო მუჯირის გამორჩევა ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მხნეობა და სულიერი სიმტკიცე შიო მესამეს იმ დიდ პასუხისმგებლობაში, რომელიც წმინდა სინოდმა მიანიჭა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, რომელიც მას წმინდა სინოდმა დღეს მიანიჭა, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
11 მაისი 2026, 21:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძემ თენგიზ ასათიანს 80 წლის იუბილე მიულოცა
პროფესორი თენგიზ ასათიანი ქართული მედიცინის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ემსახურებოდა მეან-გინეკოლოგიის განვითარებას და ახალგაზრდა ექიმების აღზრდას. იგი არის საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი.
11 მაისი 2026, 21:12
რეგიონი
12 მაისიდან ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა აღდგება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2026 წლის 3 მაისიდან, კმ0+800-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსი დროებით ჩაკეტილი იყო.
11 მაისი 2026, 21:09
საზოგადოება
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მისალოცი წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობა შიოს
მიტროპოლიტმა ტიხონმა, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCA) წინამძღოლმა, ორშაბათს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობა შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მისი არჩევის შემდეგ.
11 მაისი 2026, 21:03
საზოგადოება
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მისალოცი წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მისალოცი წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს.
11 მაისი 2026, 21:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია დაკავებულ სპეცრაზმელებზე: უნდა გვახსოვდეს რა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია - ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით
„როდესაც მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნებოდა, მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააჟღერა დანაპირები, რომელიც ეხებოდა იმ სპეცრაზმელების დაკავებას, რომელთაც გადაცდომა მოუვიდათ და რომელი გადაცდომაც შემდეგ ჩვენს ღია თუ ფარულ მტრებს წლების განმავლობაში ხელზე ჰქონდათ დახვეული“.
11 მაისი 2026, 20:58
საზოგადოება
თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ.
11 მაისი 2026, 20:50
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები
მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
11 მაისი 2026, 20:45
საზოგადოება
საქართველოში სლოვაკეთის ელჩი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
საქართველოში სლოვაკეთის ელჩი, მატუს ბუსოვსკი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
11 მაისი 2026, 20:39
საზოგადოება
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მისალოცი წერილი გაუგზავნა უწმინდეს შიო III-ს
უნეტარესმა დანიელმა, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, მისალოცი წერილი გაუგზავნა უნეტარეს შიო III-ს, საქართველოს ახალ პატრიარქს.
11 მაისი 2026, 20:30
პოლიტიკა
სლოვაკეთი საქართველოს ერთგული მეგობარია და ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენს ქვეყანას სრული მხარდაჭერა აქვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულ-სლოვაკური ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა - ეს გზავნილი ბრატისლავადან საქართველოსა და სლოვაკეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა გაახმიანეს.
11 მაისი 2026, 20:30
საზოგადოება
30 წელი მღვდლობაში და უფრო მეტი ბერად - შიო მესამის გზა პატრიარქობამდე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
30 წელი მღვდლობაში და უფრო მეტი ბერად. 9 წელი იმსახურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქობის ჯვარს ატარებს.
11 მაისი 2026, 20:30
მსოფლიო
ტრამპი: ირანის ბლოკადა სამხედრო გენიის ნაწილი იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ირანთან ომის დასასრულებლად „საუკეთესო გეგმა“ აქვს და ირანის საპასუხო წინადადება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, როგორც „უბრალოდ მიუღებელი“.
11 მაისი 2026, 20:23
საზოგადოება
შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტმა, დიდმა მეუფემ, შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა.
11 მაისი 2026, 20:21
საზოგადოება
გივი მიქანაძე: უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს გულითადად ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
11 მაისი 2026, 20:13
საზოგადოება
ისტორიული დღე ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში - პატრიარქი არჩეულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე-ასეთია საეკლესიო ტიტული სრულად.
11 მაისი 2026, 20:09
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-სა და ირანს შორის ზავი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ზავი „მძიმე მდგომარეობაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება“.


