imedi /  28 ნოემბერი 2020, 11:20 / სანდო წყარო

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან

„იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 09:00-იდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ. რაც შეეხება იმ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ - დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ შაბათ-კვირას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გასცემს.

„ფილიალებში მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გაგრძელდება. შესაბამისად, იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი პორტალ MY.GOV.GE-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. მომსახურების მისაღებად მისული პირი შენობებში მხოლოდ პირბადით დაიშვება.

იუსტიციის სახლის სერვისების დიდი უმრავლესობა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმისა და მასშტაბური სამუშაოების შედეგია. ელექტრონულად სერვისების მიღება მოქალაქეებს სერვისების ერთიან პორტალზე შეუძლიათ.

MY.GOV.GE მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს მისთვის საჭირო 200-ზე მეტი სერვისით, ონლაინ რეჟიმში, შინიდან გაუსვლელად. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, აწარმოოს მიმოწერა საჯარო უწყებასთან, დაარეგისტრიროს უძრავ ქონება ნასყიდობის, ჩუქების ან სხვა გარიგების საფუძველზე, განაახლოს ამონაწერი, დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი, გახდეს მესაკუთრე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში და სხვა; ასევე, დისტანციურადაა შესაძლებელი ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმება, ახალ მისამართზე რეგისტრაცია, განაცხადის გაკეთება დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებზე, აგრეთვე, განმეორებით ბიომეტრიულ პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე. მზა დოკუმენტების კი მომხმარებელი ფოსტით მიიღებს.

MY.GOV.GE-ს საშუალებით შესაძლებელია, აგრეთვე, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისით სარგებლობა, საარქივო ცნობების გამოთხოვა და იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვა, 200-ზე მეტი ონლაინ სერვისის მიღება. დისტანციური სერვისების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე, ლინკზე“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

ყველა სიახლე

24 იანვარი 2021, 20:35

კულტურა

დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისს“ როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება ორ ნაწილად გაიმართება: 1-7 თებერვალსა და 2-6 ივნისს. ფორმატი შერეული იქნება, რაც ონლაინღონისძიებების გარდა, კინოჩვენებებზე ფიზიკურ დასწრებასაც გულისხმობს. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა. იგი მაყურებელს საავტორო და ექსპერიმენტულ კინოს სთავაზობს და ფოკუსირებულია ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.

კორონავირუსი

24 იანვარი 2021, 20:21

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 25 003 695 შემთხვევა დადასტურდა, 417 538 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ნუგზარ სხირელი

24 იანვარი 2021, 20:09

სპორტი

​თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

მსოფლიო საჭიდაო სამყაროში აღიარებულმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლას საფუძველი ჩაუყარა. მას არაერთი სახელოვანი შეგირდი და მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი აღუზრდია, მათ შორის არიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე

24 იანვარი 2021, 19:59

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებულ „საპროტესტო სეირნობაზე“: არავინ მისცეს თავს უფლება კანონზე მაღლა დადგეს

„უნდა დავგმოთ ასე ვთქვათ ხელმოცარული ადამიანების მხრიდან მცდელობა, რომ ყურადღება მიიქციონ კანონდარღვევის ჩადენის გზით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც დაფუძნებულია ქართული საზოგადოება. კანონდარღვევა, კანონშეუსაბამო ქცევა - ეს არ არის ის, რაც მოსაწონი უნდა იყოს საზოგადოებაში. პროტესტის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ მანამ ვიდრე ეს მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. შესაბამისად, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ მისცეს თავს უფლება, რომ დადგეს კანონზე მაღლა. წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. უმთავრესი და უძირითადესი ღირებულება. შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. არცერთი მოტივაციის გზით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სასამართლო კახეთი მკვლელობა

24 იანვარი 2021, 19:48

სამართალი

სასამართლომ სოფელ კისისხევში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

პროცესზე პროკურორის მიერ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა გააპროტესტა დაცვის მხარემ იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მან აღკვეთის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნას მოსამართლე არ დაეთანხმა.

ბათუმი აქცია

24 იანვარი 2021, 19:36

რეგიონი

„ნაცმოძრაობის“, „ლელოსა“ და „ალტერნატივას“ წევრები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეთა თქმით, მსგავსი ქმედების ჩადენისთვის ჯერ არავის დაუკავებიათ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო სიტყვიერი დაპირისოირება, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ნიკა მელია

24 იანვარი 2021, 19:26

პოლიტიკა

ნიკა მელია: ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მანდატის „ხამად“ მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს კი გულანთებულ ახალგაზრდად

„ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს – გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას“, - წერს მელია.

24 იანვარი 2021, 19:13

სამართალი

შსს ირაკლი ფანგანის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

„23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ანჯეი დუდა

24 იანვარი 2021, 18:50

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს

პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ანჯეი დუდამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „არ არსებობს ზეწოლის სხვა ინსტრუმენტი იმ ქვეყანაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. საერთაშორისო სამართლის უზენაესობა არის უმთავრესი პრინციპი. თუ ის დაცულია, აღარ არის ომი.

24 იანვარი 2021, 18:49

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 287 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 287 ადამიანს გამოუვლინდა 10 ინფიცირებული კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228,975 შეადგინა. ჯამში, გარდაიცვალა 3,082 ადამიანი. ვირუსისგან 220,292 პაციენტი განიკურნა.

კორონავირუსი

24 იანვარი 2021, 18:44

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებზე დაფუძნებულ მედიკამენტს გამოიყენებენ

„მომავალი კვირიდან გერმანია ევროკავშირის პირველი სახელმწიფო გახდება, სადაც კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონურ ანტისხეულებს გამოიყენებენ. თავიდან ეს საუნივერსიტეტო კლინიკებში მოხდება. ფედერალურმა მთავრობამ უკვე 200 000 დოზა შეიძინა, რისთვისაც 400 მილიონი ევრო დახარჯა“, - განაცხადა სპანმა.

აშშ

24 იანვარი 2021, 18:42

მსოფლიო

კრემლის პრესსპიკერი: რუსეთი დიალოგისთვის მზადაა, თუ ამის სურვილს აშშ გამოთქვამს

„რუსეთი მზადაა დიალოგის დასაწყებად ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან, რომლის დროსაც სავარაუდოდ გამოიკვეთება უთანხმოებები“, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინი შესაბამისად უპასუხებს აშშ-ის სურვილს დიალოგთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძე

24 იანვარი 2021, 18:24

COVID19

გიორგი ვაშაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა, რითაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია

„ხალხს კლავენ შიმშილოთ, ეკონომიკა მოკლეს, ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არავინ ამბობს, რომ ტოტალურად გავხსნათ ყველაფერი, ყველაფერი უნდა იყოს თანაზომადი იმ რისკის, რაც ქვეყანაში არის. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები დატოვო უმუშევარი, მშიერი და თვითკმაყოფილი იჯდე სკამში, ამბობდე – ეს არის ჩემი საუკეთესო ქმედება. ამიტომ დემონსტრაციულად ვარღვევ იმ ერთ-ერთ უწესო წესს, რომელიც მათ დააწესეს, რომლის პრეცედენტიც ძალიან ცოტა არის მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

24 იანვარი 2021, 18:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

შსს

24 იანვარი 2021, 17:49

სამართალი

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს ადასტურებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებული მოძრაობა „ალტერატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.

24 იანვარი 2021, 17:24

პოლიტიკა

დედების აქცია - ამ სახელწოდებით „მზიურის“ პარკში აქცია მიმდინარეობს

დედების აქცია - ამ სახელწოდებით „მზიურის“ პარკში აქცია მიმდინარეობს, სადაც ძირითადად მშობლები არიან შეკრებილები და საგანმანათლებლო პროცესის აღდგენას ითხოვენ. აქციას ცოტა ხნის სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცისს წევრები შეუერთდნენ.

24 იანვარი 2021, 17:16

საზოგადოება

„ჯივიპი“ 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს იწყებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

პანდემია

24 იანვარი 2021, 17:05

საზოგადოება

აქციაზე შეკრებილი რეგულაციების მოწინააღმდეგეები 48 საათში პიკეტირებას აანონსებენ

აქციაზე შეკრებილი რეგულაციების მოწინააღმდეგეები 48 საათში პიკეტირებას აანონსებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ბიზნესის და ეკონომიკის გახსნაა. ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

პორტუგალია

24 იანვარი 2021, 17:04

მსოფლიო

პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

პანდემიის მიუხედავად, პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. ხმას 9 მილიონზე მეტი ადამიანი მისცემს. სულ 7 საპრეზიდენტო კანდიდატია, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი.

24 იანვარი 2021, 16:58

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 8 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 107 000-ს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 107 554 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 97 264 519 ადამიანი დაინფიცირდა.