imedi /  01 დეკემბერი 2020, 15:09 / სანდო წყარო

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი

2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ელ დეკემბერს ხელი მოეწერა.

პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომელიც პირველად იღებს ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ.

გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს.

პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა. დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2022, 12:27

სპორტი

ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს გრანდ-სლემზე ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი მაშუ ბეიკერი დაამარცხა.

ალექსანდრე დარახველიძე

03 დეკემბერი 2022, 12:16

პოლიტიკა

შსს-მ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელმა ნინა ხატისკაცმა.

ბესიკ ტოგონიძე

03 დეკემბერი 2022, 12:00

რეგიონი

რუსთავის მერის მოადგილე: 2023 წლის ბიუჯეტის მიმართ ოპოზიციური საკრებულოს ე.წ. შენიშვნები სინამდვილეში მათი სურვილები და მოთხოვნებია, რასაც შესაბამისი ფინანსური წყარო არ ახლავს და არარეალისტურია

„საკრებულოში მეორედ წარვადგინეთ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. პირველი წარდგენისას ქალაქის ოპოზიციურმა საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო და დააბრუნა ე.წ. შენიშვნებით, რომელიც სინამდვილეში მათი სურვილები და მოთხოვნებია, რასაც შესაბამისი ფინანსური წყარო არ ახლავს. არ აქვს ფინანსური ანალიზი და არის სრულიად არარეალისტური. თუ ახლაც საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი, საფრთხე შეექმნება როგორც დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე მიმდინარე გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს, ასევე განათლების, კულტურისა და სხვა მიმართულებების დაფინანსებას, რაც გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტით“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ.

რუსთავის საკრებულოს სხდომა

03 დეკემბერი 2022, 11:41

რეგიონი

რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად მეორედ შეიტანა

„იმედს ვიტოვებთ, რომ მერიისთვის გაგზავნილი შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. ძირითადად, შენიშვნები იყო სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე. თუ მერიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება შენიშვნები, ამ შემთხვევაში დავუჭერთ. თუ არ იქნება გათვალისწინებული, უნდა იყოს არგუმენტირებული დასკვნა, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზაიამ.

ბაჩო დოლიძე

03 დეკემბერი 2022, 11:18

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: პარტიაში სხვანაირად კომუნიკაციას ვისურვებდი, მე ჩემს პოზიციაზე ვარ, ჩემი მეგობრები სხვა პოზიციაზე არიან. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ მოცემულობაა

ბრიფინგების ფორმა შიდა პარტიაში - ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. მე სხვანაირად შემიძლია კომუნიკაცია და ვისურვებდი, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, კოლეგიალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

03 დეკემბერი 2022, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი გუნდი

„ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი, მსურველი, ყოველ შემთხვევაში, გუნდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

03 დეკემბერი 2022, 11:04

პოლიტიკა

გერმანიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. გერმანიის დედაქალაქში 15-მდე შეხვედრა გაიმართა, როგორც ბუნდესტაგში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

03 დეკემბერი 2022, 10:57

რეგიონი

ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 დეკემბერი 2022, 10:32

საზოგადოება

პრემიერი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

03 დეკემბერი 2022, 10:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის დეტალები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

03 დეკემბერი 2022, 10:16

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2022, 09:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

03 დეკემბერი 2022, 09:25

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა.

იაგო ხვიჩია

03 დეკემბერი 2022, 08:57

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია „ემპათიას“ დასკვნაზე: 3000-გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს - დასკვნა შეიძლება იყოს ერთი ან ნახევარ გვერდიანი, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო

3000- გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 დეკემბერი 2022, 08:28

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის უსწრაფესად აღდგენა ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2022, 01:00

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე G ჯგუფიდან ბრაზილია და შვეიცარია გავიდნენ⚽

კამერუნისა და ბრაზილიის შეხვედრა 1-0 დასრულდა, სერბეთი კი შვეიცარიასთან 2:3 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ბრაზილია (6 ქულა) და შვეიცარია (6 ქულა) გადავიდნენ.

03 დეკემბერი 2022, 00:46

კულტურა

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿

ლეგენდარული არქეოლოგის როლს კვლავ ჰარისონ ფორდი დაუბრუნდა. მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი, ჯონ რის-დევისი, შონეტ რენი ვილსონი და მადს მიკელსენი ითამაშებენ. სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია.

ალექსანდერ ვუჩიჩი

03 დეკემბერი 2022, 00:45

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.

03 დეკემბერი 2022, 00:31

კულტურა

ბრიტანეთის ეკოლოგიური საზოგადოების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ📷გალერეა

ბრიტანეთის ეკოლოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოქვეყნდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, კონკურსის მთავარი ჯილდო რობერტო გარსია რომ მიიღო, ხის ბაყაყის პორტრეტისთვის.

Viva Magenta

03 დეკემბერი 2022, 00:14

ტაბლოიდი

2023 წლის ფერად Viva Magenta დასახელდა

ეს ელფერი 18-1750 გახდა, სახელწოდებით Viva Magenta. ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ეს ელფერი, რომელიც წითელსა და ჟოლოსფერს შორისაა ბუნებასა და ენერგიას უკავშირდება და ყველაზე მეტად შემოქმედებასა და ხელოვნებასთან იწვევს ასოციაციას. Pantone-მა მომავალი წლის მთავარ ფერს ვებგვერდიც მიუძღვნა, სახელწოდებით Magentaverse.