Imedi /  09 დეკემბერი 2020, 14:07 / სანდო წყარო

ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების 33% ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მომხმარდება

ირაკლი ხმალაძე

ირაკლი ხმალაძე

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების 33% ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მომხმარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობა ჯამში მილიარდ 100 მილიონზე მეტია.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის ოდენობა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოყო - ეს ჯამში იქნება დაახლოებით 225 მილონი ლარი. რაც თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარებაა.

კარგად იცით, რომ საკმაოდ მძიმე წელი ჰქონდა ქვეყანას და ზოგადად მსოფლიოს პანდემიის გამო. შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან კრიტიკული იყო ახლა ეს დახმარება. 2021 წელი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო ბიუჯეტი მეტად დაიგეგმა სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ მიმართულებით, კერძოდ, თანხების 33% მომხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს. ეს იქნება 350 მილიონი ლარი, რომელიც 21 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის ბიუჯეტის ამ მიმართულების ხარჯებთან შედარებით.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი თანხები გამოყოფილი. კერძოდ, 356 მილიონი ლარი. რომლითაც რამდნიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ეს არის ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ასევე მოხდება თემქის ხევის პარკისა და ვარკეთილის ხევის პარკის მოწყობა, ასევე ვგეგმავთ, რომ ვაკის პარკში დავიწყოთ შადრევნის კასკადის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან ყიფშიძის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი საგზაო კვანძის მოწყობა, რაც იქ არსებულ ნაკადებს მნიშვნელოვნად განტვირთავს“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, მერიამ პირველ ეტაპზე ბიუჯეტი საკრებულოში 840 მილიონი ლარის ოდენობით წარადგინა.

ასევე, ხმალაძე ბიუჯეტის პროექტის მოცულობასთან დაკავშირბით, ბოლო პერიოდში ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ეს იყო პირველი ეტაპი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს და სამწუხაროდ, ყოველწლიურად ხდება ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფების მიერ ასეთი შეტევის მიტანა მერიის პირველად ბიუჯეტზე, რომელიც რა თქმა უნდა, შემცირებული ოდენობით არის. შემდგომში სრულდება უკვე მოლაპარაკების პროცესი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საბოლოო რედაქცია მიდის, ანუ წელსაც მივიღეთ იგივე. თავდაპირველად ჩვენ მოგვიწია 840 მილიონიანი ბიუჯეტის წარდგენა, რამაც კრიტიკის ქარცეცხლი გაიარა, მაგრამ ახლა ყველა ვხედავთ, რომ 2021 წელს თბილისი არ იქნება მხოლოდ 840 მილიონის იმედად და ეს იქნება მილიარდ ასი მილონი, რაც მნიშვნელოვანია და ახლა შეიძლება მივაქციოთ ყურადღება იმ პრიორიტეტებსა და პროექტებს, რომელიც მოცემულია ჩვენს მიერ გაგზავნილ ბიუჯეტში. მათ შორის ოპოზიციასაც შეუძლია გაეცნოს ჩვენს პრიორიტეტებსა და ჩვენც მზად ვართ, განხილვები საკრებულოსთან ერთად გავმართოთ ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტზე დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

14 იანვარი 2025, 21:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის

როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.

გურამ მაჭარაშვილი

14 იანვარი 2025, 21:00

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელის წინააღმდეგ, აუცილებლად იქნება დასჯილი

ნებისმიერი მოქალაქე, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც აღმართავს ხელს პოლიციელის წინააღმდეგ, ის იქნება აუცილებლად დასჯადი. ვეღარ მონათლავენ ძალადობრივ აქციას მშვიდობიან აქციად, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ანტონიუ კოშტა

14 იანვარი 2025, 21:00

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან

ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ.

გელა ნიკოლაიშვილი

14 იანვარი 2025, 20:57

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელზე: ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას

ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას.

არჩილ გორდულაძე

14 იანვარი 2025, 20:37

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს

უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.

14 იანვარი 2025, 20:37

პოლიტიკა

მიხაილ როთი, როგორც ქართული ოპოზიციის მაშველი რგოლი - გერმანელი პოლიტიკოსის გახშირებული ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გერმანელს გერმანული პოლიტიკა აღარ აკმაყოფილებს და ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ერევა. მიხაილ როთი ქართული ოპოზიციისთვის პროტესტის ტემპერატურის აწევას ცდილობს. ამბობს რომ ახალ არჩევნებს ითხოვს.

14 იანვარი 2025, 20:33

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ჯაშუშების წინააღმდეგ - ორგანიზაცია კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ნაცმძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდით ინტერესდება და სარჩელს ამზადებს. ორგანიზაცია კოლექტიურ„ ნაცმოძრაობას“ ღალატში ადანაშაულებს.

ლევან მაჭავარიანი

14 იანვარი 2025, 20:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო

ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო.

14 იანვარი 2025, 20:25

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია. დღეს მათ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია ოპოზიციასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

14 იანვარი 2025, 20:22

პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის მხილება - საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე სამი კვირა რჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მოკავშირეებს იმ კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში მოსმენას ურჩევს, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები უნდა შეისწავლოს.

ხვიჩა კვარაცხელია

14 იანვარი 2025, 20:00

სპორტი

ფაბრიციო რომანო: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა, - დაწერა სოციალურ მედიაში გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

ენტონი ალბანეზი

14 იანვარი 2025, 19:33

მსოფლიო

ავსტრალიის პრემიერი ილონ მასკს: ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ ილონ მასკი გააფრთხილა, არ ჩაერიოს ქვეყნის მოახლოებულ არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მარინა ლობჟანიძე

14 იანვარი 2025, 19:15

პოლიტიკა

მარინა ლობჟანიძე: დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პრო-ქართული ორიენტაციისთვის

დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პრო-ქართული ორიენტაციისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 იანვარი 2025, 19:06

მსოფლიო

ზელენსკი: ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ირაკლი ქარქაშაძე

14 იანვარი 2025, 18:58

ეკონომიკა

ირაკლი ქარქაშაძე: წელს, სამივე საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით

„ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 621,506 მგზავრი, 3,110-რეისი)“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 იანვარი 2025, 18:40

მსოფლიო

ერდოღანი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან

ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შალვა პაპუაშვილი

14 იანვარი 2025, 18:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს

მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა.

გიორგი ვოლსკი

14 იანვარი 2025, 18:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არის გარკვეული ამოცანა, რომ როგორმე ეს ქვეყანა შეირყეს და სამხრეთ კავკასიაში გვქონდეს ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან ისინი, ვინც ფულს იხდის გარკვეული პროპაგანდისთვის

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ლორა თორნტონს და კონგრესმენ ჯო უილსონს საერთოდ არ აინტერესებთ მე და თქვენ რას ვლაპარაკობთ, ჩვენი მსმენელი ამას როგორ აფასებს და არ აინტერესებთ ქართული საზოგადოება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ზაალ ანჯაფარიძე

14 იანვარი 2025, 18:27

პოლიტიკა

ანჯაფარიძე: ვწერდი, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობის" გასამართლებისათვის, რაც ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს

აქციების დირიჟორმა ჯოხი აიქნია და მშვიდობიანი რეჟიმიდან აგრესიულზე გადასვლა უბრძანა ორკესტრს, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ორი დღის წინ წერდა, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობის" გასამართლებისათვის, რაც საკმაოდ ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს.

ირაკლი ქარქაშაძე

14 იანვარი 2025, 18:25

ეკონომიკა

ირაკლი ქარქაშაძე: 2024 წელი ქართული ავიაციისა და აეროპორტებისთვის ისტორიული იყო. არა ერთი რეკორდი მოვხსენით - საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ

2024 წელი ქართული ავიაციისა და აეროპორტებისთვის ისტორიული იყო. არა ერთი რეკორდი მოვხსენით. ჯამურად შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და ჯამურად, წინა წელთან შედარებით, 24% გვქონდა ზრდა, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.