საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, მორიგი პროექტი განხორციელდა
ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
სააგენტოს ცნობით, დასრულდა პროექტი „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
აღნიშნული პროექტის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი მონაწილეობდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სტანდარტები დანერგა. მონიტორინგი ხორციელდება რვა ავტომატური სადგურის მეშვეობით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ. მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ პორტალზე www.air.gov.ge
მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, შეიქმნა მათი მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
სააგენტომ ასევე შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ პროგრამის (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან.
აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: მონაცემთა გადამოწმებისა და ვალიდაციის სისტემა, რომლის გამოყენებითაც მოხდება მაღალი ხარისხის სტატისტიკური მონაცემების შედარება დროის ინტერვალებისა და ლოკაციების მიხედვით; ტექნიკური რეგლამენტი მონიტორინგის კრიტერიუმებისა და სიხშირის შესახებ, რომელიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მომზადდა და განვითარების გეგმა (გზამკვლევი), რომელშიც აღწერილია სამომავლო ნაბიჯები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გასაუმჯობესებლად.
ყველა სიახლე
03 ოქტომბერი 2026, 09:57
მსოფლიო
მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ პირველი შეთანხმება გააფორმეს
აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციისა და ინვესტიციების ფონდმა (URIF) უკრაინულ კომპანია BGV Group Management-თან კრიტიკული მინერალების მოპოვების მიმართულებით პირველი საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა. მხარეებმა, ჯამში, დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი წარადგინეს, იუწყება უკრაინული მედია.
03 ოქტომბერი 2026, 09:47
პოლიტიკა
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში.
03 ოქტომბერი 2026, 09:30
მსოფლიო
მედია: რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა
რუსეთმა კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთის ხიდზე იერიში მიიტანა. ეს უკრაინის დედაქალაქის მნიშვნელოვან ხიდზე რუსეთის მიერ ზედიზედ მესამედ განხორციელებული თავდასხმაა, იუწყება უკრაინული მედია.
03 ოქტომბერი 2026, 09:16
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ოქტომბერს საქართველოში
3 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
03 ოქტომბერი 2026, 08:26
საზოგადოება
დღე, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. 1 ოქტომბერი ხალხის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
დღე, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. 1 ოქტომბერი ხალხის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. როგორ დაამარცხა „ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი და შექმნა დემოკრატიული გარდატეხის პრეცედენტი?
03 ოქტომბერი 2026, 08:13
საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
03 ოქტომბერი 2026, 08:09
საზოგადოება
დღეს თბილისობაა - დღესასწაული დედაქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება
მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
03 ოქტომბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განმარტა, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.
03 ოქტომბერი 2026, 01:41
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს
აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
03 ოქტომბერი 2026, 00:40
სპორტი
საქართველო-უნგრეთის თამაში დასრულდა
ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
03 ოქტომბერი 2026, 00:37
მსოფლიო
ევროკომისარი აჯა ლაბიბი: უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშე
ევროკომისარმა კრიზისების მართვისა და მზადყოფნის საკითხებში, აჯა ლაბიბიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშე.
02 ოქტომბერი 2026, 23:36
სპორტი
საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა
მოწინააღმდეგე გუნდმა გოლის გატანა შეძლო და ანგარიშია 1:0, უნგრეთის ეროვნული ნაკრებების სასარგებლოდ.
02 ოქტომბერი 2026, 23:03
მსოფლიო
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუციათ თავშეკავებისა თუ სპეციალური საშუალებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ.
02 ოქტომბერი 2026, 22:59
მსოფლიო
The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს
სტატიაში სათაურით - „მტერი ჩვენს ქალაქს ანადგურებს“: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს" - აღნიშნულია, რომ კიევი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწყისი დღეების შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში შედის; რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას დედაქალაქში, რომლის სიბნელეში ჩაძირვასაც მოსკოვი ცდილობს.
02 ოქტომბერი 2026, 22:54
კულტურა
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონი გაიხსნა
საკონცერტო სეზონის გახსნის კონცერტზე მსმენელის წინაშე ცნობილი მევიოლინე ვალერი სოკოლოვი წარდგა. სოლისტმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იან სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი შეასრულა. კონცერტს კახი სოლომნიშვილი დირიჟორობდა. მეორე განყოფილებაში შესრულდა მოდესტ მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“.
02 ოქტომბერი 2026, 22:47
სპორტი
საქართველო-უნგრეთის თამაში დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.
02 ოქტომბერი 2026, 22:32
სპორტი
ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია
ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
02 ოქტომბერი 2026, 22:26
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: ახლა რეალობა ასეთია, ჩვენ ომს ვაგებთ, ვკარგავთ უამრავ ადამიანს, არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის ფუნქციონირებისთვისაც კი - უკრაინამ რუსეთს გარკვეული სიგნალები უნდა გაუგზავნოს, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადებით
პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ომის დასრულების საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა და უკრაინის ომში დამარცხების მიზეზით, რუსეთთან „ყველაფერზე შეთანხმებისკენ“ მოუწოდა. თავის მხრივ, „ევროპულმა სოლიდარობამ“ განცხადება გავრცელა, რომ უკრაინისთვის მშვიდობა კაპიტულაციას არ უნდა ნიშნავდეს.
02 ოქტომბერი 2026, 22:22
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე 13 მედალი მოიპოვა
სპორტის სამინისტორის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგები ასე გადანაწილდა: სინქრონული ხტომები: 11-12 წლამდე გოგონები:
02 ოქტომბერი 2026, 22:19
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო
თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, რა თქმაა უნდა, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას.


