imedi /  17 დეკემბერი 2020, 08:00 / სანდო წყარო

დღეს ბარბარობაა

წმ.ბარბარე

წმ.ბარბარე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.

მოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოჰკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

25 თებერვალი 2021, 10:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში

„ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. ამიტომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ვფიქრობ, პარლამენტში შევძლებთ ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას, შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა მთლიანად იყოს ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერთან ერთად კოჯორში, 100 წლის წინ დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დროებით ოკუპირებულია, „ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“.

ბობ მენენდესი

25 თებერვალი 2021, 10:15

პოლიტიკა

ბობ მენენდესი: პოლიტიკური უთანხმოება არ უნდა გადაიჭრას ძალის გამოყენებით, დაუბრუნდით მშვიდობიან დიალოგს

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებს.

არჩილ თალაკვაძე

25 თებერვალი 2021, 10:12

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო გამთლიანდება, დევნილები დაბრუნდებიან სახლებში

„ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის არის ძალიან შთამბეჭდავი ისტორია და არის სახელმძღვანელო თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, როდესაც მას საფრთხე ემუქრება. 100 წლის შემდეგ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის, მივიყვანთ ბოლომდე, მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით.

25 თებერვალი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 11,869 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,869 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 385 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,414,687 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 69,125 ადამიანი გარდაიცვალა.

უენდი მორტონი

25 თებერვალი 2021, 10:01

პოლიტიკა

უენდი მორტონი: ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს

ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში უენდი მორტონი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

25 თებერვალი 2021, 09:55

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას

„25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, გაწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის. ამიტომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის გაერთიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, - განაცხადა პრემიერმა.

ენდრიუ კუომო

25 თებერვალი 2021, 09:46

მსოფლიო

ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

პირველად ბოილანმა ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დეკემბერში დაადანაშაულა, რის შემდეგაც კუომოს ანალოგიური ბრალდება რამდენიმე ქალმა წაუყენა. ნიუ-იორკის გუბერნატორის მრჩევლად ლინდსი ბოილანმა რამდენიმე თვე იმუშავა.

გზები შეზღუდვა

25 თებერვალი 2021, 09:25

საზოგადოება

ვაზიანი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

„დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძე

25 თებერვალი 2021, 09:07

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომას უხელმძღვანელა

ვაქცინის შემოტანასა და ამისთვის ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Astrazeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ მწარმოებელ კომპანიასთან.

„ქუჩის სცენა მონმარტრზე“

25 თებერვალი 2021, 08:56

კულტურა

ვან გოგის დღემდე უცნობ ტილოს აუქციონზე გაყიდიან

ტილო სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ ლეგენდარულმა მხატვარმა 1887 წელს შექმნა. 1920 წლის შემდეგ ის კერძო კოლექციაში ინახებოდა, რის გამოც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

პარლამენტი

25 თებერვალი 2021, 08:38

პოლიტიკა

პარლამენტი „ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

ცვლილების მიხედვით, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული რვა ნივთიერება პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარებიდან გამომდინარე შეირჩა.

ბაკურიანი სასტუმრო

25 თებერვალი 2021, 08:30

რეგიონი

დღეიდან საქართველოს სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა

ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საბაგირო ხაზის ამუშავების შემდეგ, დამსვენებელთა რაოდენობაც მოიმატებს.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

25 თებერვალი 2021, 08:20

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა

სავალდებულოა ტრანსპორტის სალონის დეზინფექცია. კვლავ აკრძალული იქნება გათბობა - გაგრილების სისტემის ჩართვა. სიახლეა ისიც, რომ ამიერიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს, რაც მანამდე აკრძალული იყო. თუმცა გადაადგილებაზე შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ტრანსპორტის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის, საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება.

ამინდის პროგნოზი

25 თებერვალი 2021, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

საბჭოთა ოკუპაცია დროშის დაშვება

25 თებერვალი 2021, 08:07

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წელს გამოაცხადა.

25 თებერვალი 2021, 08:00

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი გავიდა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს გამოაცხადა. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

25 თებერვალი 2021, 01:28

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა.

25 თებერვალი 2021, 01:08

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურტურა ავრცელებს.1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

25 თებერვალი 2021, 01:07

COVID19

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.