imedi /  19 დეკემბერი 2020, 11:12 / სანდო წყარო

2020 წელს ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 14 კედელი მოეწყო

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედელი 14 მისამართზე მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი სვანეთის ქუჩა N44-ში განხორციელდა, სადაც 20-მეტრიანი კედელი აშენდა, ასევე, დამონტაჟდა ლითონის დამცავი ღობე.

„შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„სვანეთის ქუჩაზე დავასრულეთ ერთ-ერთი რთული კედლის მშენებლობა. აქ იყო ბეტონის ძველი კონსტრუქცია, რომელიც ჩამოიშალა და აუცილებელი გახდა ახალი გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა. რთული რელიეფის და განაშენიანების გამო, ნაძალადევის რაიონში ბევრი მისამართი გვაქვს, სადაც მსგავსი პრობლემებია. პრიორიტეტების მიხედვით მივყვებით ლოკაციებს და ამ მიმართულებით წელსაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 128 000 ლარია. 2020 წელს 14 საყრდენი კედლის მშნებელობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 1 000 000 ლარი დახარჯა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 20:29

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

როგორც უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრები განიხილავენ ნიკა მელიას საქმეს და ასევე იმსჯელებენ იმ საკანონმდებლო საკითხებზე, რომლებიც ამ დროოსთვის არის აქტუალური.

ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი 2021, 20:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ექიმის ცხოვრებაში, თითოეული კოვიდინფიცრებულის გარდაცვალება დიდ დაღად დარჩება

„ყოველ დილას, საკოორდინაციო საბჭოდან ვიგებდით გარდაცვლილების სტატისტიკას, მათზე პერსონალურ ინფორმაციას და ძალიან რთულია, როდესაც ბევრი ნაცნობი ადამიანის სახელი და გვარი გესმის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და კიდევ ერთხელ ყველა გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, შენ შენს წილ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობ თითოეული გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წინაშე. შეგეძლო კიდევ მეტი გაეკეთებინა რომ ეს არ მომხდარიყო? ეს კითხვა ექიმს, როდესაც პაციენტი იღუპება, ყოველთვის აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბექა ბასილაია

25 თებერვალი 2021, 20:20

სამართალი

ბექა ბასილაია: დღეს პროკურატურა მოგვევლინა პრობლემური აქტივების ბიუროდ

დღეს პროკურატურა მოგვევლინა პრობლემური აქტივების ბიუროდ, იმ მოქალაქეებს რომ ურეკავენ ხოლმე თუ შემოიტან 200 ლარს, 300 ლარს სესხს გადაგივადებთო და მსგავსი, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, ნიშანდობლივი იყო, რომ პროკურატურის ბრიფინგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა.

25 თებერვალი 2021, 20:05

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისთვის ონლაინ ლექცია ჩაატარა

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ონლაინ ლექცია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი, საერთაშორისო კონტექსტი, საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული მოვლენები, ისტორიული და პოლიტიკური ასპექტები.

25 თებერვალი 2021, 20:05

მსოფლიო

სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვების გაშლა დაიწყეს

სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ ღამეს პარლამენტის წინ გაატარებენ.

ვახო სანაია

25 თებერვალი 2021, 19:56

საზოგადოება

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურა და გამოკვლევებზე გადაჰყავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

იაგო ხვიჩია

25 თებერვალი 2021, 19:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო მხარდაჭერა აქციებში არ უნდა გავფლანგოთ

„გამოვაშვებინოთ როგორც ნიკა მელია, ისე გიორგი რურუა და შევთანხმდეთ თამაშის ისეთ პირობებზე, სადაც გასაგები იქნება, რომ მომავალში ხელისუფლებას ერთპიროვნულად ვერავინ ვერ ჩაიგდებს ხელში. ამაზე უფრო სწორი გადაწყვეტილება ჩვენ, როგორც პოპულაციამ, საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც მართლა გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედი, რა უნდა მივიღოთ?!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

25 თებერვალი 2021, 19:48

ეკონომიკა

„რუმს კოხტა“: ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს

ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებასა და სასტუმროებისთვის სამუშაოს განახლების უფლების მიცემას დადებითას აფასებს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რუმს კოხტას“ დირექტორი, მარიამ ლაშაური. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელი არ ყოფილა და სასიხარულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროების სასარგებლოდ გადაწყდა.

25 თებერვალი 2021, 19:48

რეგიონი

კახეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

imedinews- ის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“მარკის მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზარი, ხოლო ოთხი ადამიანი მიყენებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკალაში გადაიყვანა.

25 თებერვალი 2021, 19:44

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი, პიტერ სტანო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

25 თებერვალი 2021, 19:41

ეკონომიკა

„რედკო გუდაური“: როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა

როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას დღეიდან განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა და დაჯავშნის მსურველთა ზარები ამ დრომდე არ წყდება, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კატია აბსანძემ განაცხადა. მისი თქმით, კურორტის გახსნა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების შემსუბუქება კომპლექსის ბინათმფლობელებისთვის დამატებით შემოსავალს გააჩენს.

25 თებერვალი 2021, 19:39

საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ დაიწყო

პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.

ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი 2021, 19:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა სამყარო შეარყია, ადამიანების ცხოვრება შეცვალა

„საქართველოში, კორონავირუსმა საზოგადოების ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები და ძვრები გამოიწვია. გვასწავლა ერთი მხრივ ძალიან დიდი სოლიდარობა. მახსოვს გაზაფხულზე საზოგადოება როგორი სოლიდარული იყო - ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ვირუსი. მაშინ შიშველი ხელებით ვებრძოდით ვირუსს. ზოგს თავიდან ეს ვირუსი ჩვეულებრივი სურდო ეგონა, მერე ეგონათ ზაფხულში, დათბობასთან ერთად ვირუსი გაქრებოდა, არადა, თურმე ირკვევა, რომ ეს საკმაოდ ვერაგი რამაა. ახლა პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზული საკითხი გახდა. ამ ვირუსისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და სერიოზული გამოცდილება მივიღეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

25 თებერვალი 2021, 19:29

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მოქმედებით გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ახალგაზრდებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატურ მოკვლევაზე - „დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდებში“ წინა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ ფორმატის შეხვედრაში ბრიტანელმა ექსპერტმა, ალისტერ დოერტიმ შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული მოდელის პრეზენტაცია წარუდგინა და საკუთარ გამოცდილებაზე ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა, ახალგაზრდების დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წინადადებები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს.

სანა მარინი

25 თებერვალი 2021, 19:24

COVID19

8 მარტიდან ფინეთში ლოკდაუნის სამკვირიანი რეჟიმი დაწესდება

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, 8 მარტიდან ქვეყანაში ლოკდაუნის სამკვირიანი რეჟიმი დაწესდება.

კარლ ჰარცელი

25 თებერვალი 2021, 19:21

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად იხსენებს, თუ როგორ დაეცა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს.

დავით სერგეენკო

25 თებერვალი 2021, 19:15

სამართალი

დავით სერგეენკო: არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩასაფრება და რაღაცის მოდელირება

როგორც არ უნდა თვლიდე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღები არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილება არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მე ვერაფრით ვერ შევაფასებ მას. უბრალოდ, უნდა მივყვეთ კანონიერ გზას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკომ ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ტატიშვილი

25 თებერვალი 2021, 19:00

ეკონომიკა

გიორგი ტატიშვილი: „OMV Petrom SA“-ს გადაწყვეტილება მკაფიო ინდიკატორია იმისა, საქართველოში შესანიშნავი მსოფლიო დონის საინვესტიციო გარემოა

ტენდერი, რომელშიც „OMV Petrom SA“-ს კომპანიამ გაიმარჯვა, გასული წლის ივნისში ჩატარდა და დღეს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება, რომელიც უნდა გაფორმდეს ამ კომპანიასთან, - ამის შესახებ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „OMV Petrom SA“-ს კომპანიას 25 წლის განმავლობაში ექნება უფლება, საქართველო შავი ზღვის შელფის ნაწილზე აწარმოოს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები.

დავით სერგეენკო

25 თებერვალი 2021, 18:58

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: მართლა მჯერა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები

მართლა მჯერა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკების არსი კომპრომისებს გულისხმობს.

25 თებერვალი 2021, 18:57

სამართალი

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რატომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას საჩივარი

განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; მხარეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაჩენის გამოტანამდე ახალი არსებითი მნიშვნელობის საკითხის არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს საქმის განმხილველ მოსამართლეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.