imedi /  24 დეკემბერი 2020, 17:42 / სანდო წყარო

გიორგი გახარია მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით: ამ მიმართულებით მთავრობა არ მოერიდება ყველა კანონიერი ინსტრუმენტის გამოყენებას

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით მესმის, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ ერთი ნაწილი ამის, ასე თუ ისე, წესრიგში მოიყვანა და ეს წნეხი ჩვენს მოქალაქეებზე შეამსუბუქა და დარჩა წამლის ნაწილი. აქ მთავარი ამოცანაა, რეგულაციის საკითხებია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფადაა მოსაგვარებელი და გაკეთებადია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს, იქაც გარკვეული წესის ცვლილებით, შესაძლებელია სწრაფი შედეგის მიღება.

„საკონტროლებლად რთულია ეს პრობლემა, მაგრამ დღეს ჩვენ გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებით ასევე, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს იქაც გარკვეული წესის ცვლილებით, სწრაფი შედეგის მიღება შეგვიძლია. ეს არ იქნება ყოვლისმომცველი, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც სწრაფად შეიძლება გარკვეული შეღავათიანი ეფექტის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, დარჩება ისეთი სფეროები, სადაც სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე არაფერი არ გამოვა და ეს ცოტა სხვა მიმართულებაა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მთავრობა არ მოერიდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ჩვენ ხელთ არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს, პანდემიის პირობებში სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა, სადღაც უფრო მეტად, სადღაც უფრო ნაკლებად და ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ამიტომ გპირდებით, რომ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენ ხელთ არსებობს მეც და ქალბატონი მინისტრიც გამოვიყენებთ სრულად, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევს. ფაქტობრივად, ჩვენ გუშინაც და დღესაც ეს დაპირება გავეცით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 12:07

რეგიონი

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენები. საზეიმო აქტივობებში ჩართულები იყვნენ ბავშვები.

14 ივნისი 2025, 12:02

სამართალი

შსს: ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით

შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე სამხარაძის დაკავებასთან დაკავშირებით „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ იგი გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით.

14 ივნისი 2025, 11:56

რეგიონი

რევაზ სოხაძე ქუთაისში, საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, პარლამენტის წევრ ზაზა ლონინაძესთან და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ, დავით ერემეიშვილთან ერთად, ქუთაისში საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

აჰმად ვაჰიდი

14 ივნისი 2025, 11:53

მსოფლიო

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: ირანმა ისრაელში 150 სამიზნე გაანადგურა

ირანმა ისრაელზე განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს სულ მცირე 150 სამიზნე გაანადგურა. ინფორმაციას ირანული მედია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალზე, აჰმად ვაჰიდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:40

რეგიონი

ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს

3 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს

ნანა ყაულაშვილი

14 ივნისი 2025, 11:28

კულტურა

„მწერალთა სახლში“ ხელოვან ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის „ამბავს გეტყვი“ წარდგენა გაიმართა

ავტორმა წარადგინა საკუთარი წიგნი, რომელიც მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.

14 ივნისი 2025, 11:17

მსოფლიო

ირანული მედია ორი ებრაული F35 მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი ებრაული F35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:17

რეგიონი

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის მშენებლობას.

14 ივნისი 2025, 11:14

საზოგადოება

თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.

14 ივნისი 2025, 11:10

რეგიონი

რევაზ სოხაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

14 ივნისი 2025, 10:58

ჯანდაცვა

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა - ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა.

14 ივნისი 2025, 10:55

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: საქართველო, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა, სრულად აცნობიერებს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო „გაეროს 2025 წლის ოკეანეების კონფერენციის“ ფარგლებში გამართულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომლის თემაც იყო „თანამშრომლობის ყველა ფორმის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით - რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე“.

14 ივნისი 2025, 10:46

სამართალი

პოლიციამ აჭარაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 ივნისი 2025, 10:42

სამართალი

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.

თომერ ბარი

14 ივნისი 2025, 10:39

მსოფლიო

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი: ირანზე დარტყმები ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა თომერ ბარმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის ობიექტების დაბომბვა ისრაელისთვის ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა.

სოსო მანჯავიძე

14 ივნისი 2025, 10:25

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას - ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს, დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე

მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ, - წერს ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

14 ივნისი 2025, 10:24

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო პანელზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო პანელზე სიტყვით გამოვიდა. საერთაშორისო პანელის თემა „მდგრადი თევზჭერის მართვის ხელშეწყობა“ იყო.

14 ივნისი 2025, 10:08

ჯანდაცვა

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მინისტრი ბენეფიციარებს შეხვდა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრ „ანიკას“ ესტუმრა.

14 ივნისი 2025, 10:05

კულტურა

„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა.

„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა.

14 ივნისი 2025, 10:00

მსოფლიო

იორდანიამ საჰაერო სივრცე გახსნა

იორდანიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქვეყნის საჰაერო სივრცე გახსნა მას შემდეგ, რაც ის ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული საომარი მოქმედებების გამო დაკეტილი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.