კახა კალაძემ აფრიკაში მცხოვრებ ოჯახს ნაჩუქარი ბინა დაათვალიერებინა და გაშლილი სუფრა დაახვედრა. ვიდეო
ფოტო: Facebook
თბილისის მერი, კახა კალაძე ცოტა ხნის წინ, Facebook-ის პირდაპირ ეთერში, იმ ბინიდან ჩაერთო, რომელიც ალუაშვილების ოჯახს თავად აჩუქა. ვიდეოში ჩანს, როგორ შედის მრავალშვილიანი ოჯახი ახალ სახლში, მერი კი მათ ბინას ათვალიერებინებს.
ალუაშვილების ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში, ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.
ბინაში ოჯახს კვების პროდუქტები, ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთი და ტექნიკა დახვდა. დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა. ოჯახის წევრებმა ნაძვის ხე დღესვე კახა კალაძესთან ერთად მორთეს.
„დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე. ეს შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს მიტაცებულ მიწებზე აშენდა. ჩვენს მიდგომებზე ამ თემის მიმართ მეტს არ ვისაუბრებ. ახლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ვართ. მეც ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვმალავ. დარწმუნებული ვარ, მათაც გაუხარდებათ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ ახალ ბინაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
„ასეთ ბინას არ ველოდით, მოლოდინს გადააჭარბა. უზომოდ გვიხარია. პირველ რიგში პატარების განათლებაზე ვიზრუნებთ და ვეცდებით ბატონი კახის იმედები გავამართლოთ. ვიცი ძალიან ბევრი ადამიანია დღეს გაჭირვებაში და ყველას მივმართავ, არ დანებდნენ, არ ჩაიქნიონ ხელი, იღბალი ერთ დღეს მათაც გაუღიმებთ,"- განაცხადა ალექსანდრე ალუაშვილმა.
კახა კალაძემ ბიზნესსექტორს სოლიდარობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, აკეთოს სიკეთე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა, სიკეთის კეთება. ეს ყველაფერი არის გადამდები. რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მეტ ოჯახს დავეხმარებით. ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვარკეთილის რაიონში მდებარე ოთხოთახიანი ბინა ალუაშვილების ოჯახმა საჯარო რეესტრში 18 დეკემბერს ოფიციალურად გადაიფორმა.
15 დეკემბერს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. მერიაში განმარტავენ, რომ არც ერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და რა თქმა უნდა, მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ. სწორედ ამ დემონტაჟის დროს, მახლობლად მცხოვრები მამა-შვილის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ნგრევა არ შეხებიათ, მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. დასახლებაში არსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შემდეგ, „ფეისბუქზე" ფოტომ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. გვიან ღამით თბილისის მერმა დაწერა, რომ პირადად, მისი ოჯახის სახელით, ამ ოჯახს ბინას გადასცემდა.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა. ამით ის შეუერთდა მთავრობის მზარდ უკმაყოფილებას როუმინგის ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ თვის ბოლოს პოლონელ აბონენტებს შეეხება.
12 აგვისტო 2026, 22:49
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.
12 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა
რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
12 აგვისტო 2026, 22:27
სამართალი
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი.
12 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
The Hill: პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა
პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 21:08
სპორტი
„იბერია 1999“-ის წარმატება - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
11 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და წარმატებას ამჯერად „იბერია 1999“-მა მიაღწია.
12 აგვისტო 2026, 20:50
სამართალი
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები ხვალ განახლდება - რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები ხვალაც გაგრძელდება. დღეს სამართალდამცველებმა ის ადგილი შეამოწმეს, რომელსაც გაუჩინარებული მოზარდის დედა ითხოვდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ 12 წლის წინანდელ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
12 აგვისტო 2026, 20:42
ეკონომიკა
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა - სამუშაოებმა ხმელეთიდან ზღვაში გადაინაცვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ხმელეთის შემდეგ უკვე წყალში გრძელდება, ეს პროცესი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. უკვე 2029 წელს კი მთავრობის ამოცანაა პირველი გემების მიღება.
12 აგვისტო 2026, 20:40
მსოფლიო
ტრამპი მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ: სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ კანონი ძალიან მკაცრია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას 2028 წელს მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ უპასუხა და აღნიშნული სცენარი გამორიცხა.
12 აგვისტო 2026, 20:39
საზოგადოება
არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, ღვედის გამოყენება, სიჩქარის გადაჭარბება - რა სიახლეებს მოიცავს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისათვის - საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არაერთ სიახლეს მოიცავს. შესაძლოა, ნასვამმა მძღოლმა ავტომობილის დაძვრა ვერ შეძლოს და შესაბამისი მოწყობილობის მონტაჟი ყველა ავტომობილში სავალდებულო გახდეს, ისევე, როგორც ღვედის გამოყენება უკანა სავარძელში მჯდომი მგზავრისათვის.
12 აგვისტო 2026, 20:32
პოლიტიკა
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. ისევ განსჯის საგნად იქცა კანონპროექტები, რომელთა მიმართ წინააღმდეგობას საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს უწოდებს, მით უმეტეს, რომ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საქართველოს შემდეგ არაერთი ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.
12 აგვისტო 2026, 20:30
საზოგადოება
დიდგორობა 2026 - საზეიმო ღონისძიებები და „დიდგორის ჯვრით” დაჯილდოებული სამხედროები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
12 აგვისტო საქართველოს ისტორიის იმ გამორჩეულ დღესაც ნიშნავს, რაც 9 საუკუნეა გმირობის და თავდადების, სამშობლოს სიყვარულის და ქართველის მებრძოლი ბუნების მაგალითს ნიშნავს.
12 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - პროკურატურა გამოძიება განაგრძობს, აფხაზეთის ომის ვეტერანები გია ბარამიძის ნათქვამს უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღალატი, მებრძოლების და ზოგადად ქართველების შეურაცხყოფა, ტყუილი - გია ბარამიძის მხილება გრძელდება. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულ თითოეულ ვეტერანს თუ ადამიანს ბევრი აქვს მოსაყოლი ომის შესახებ, არაფერი მისი თავდადების შესახებ. რაც თქვა - ეს ყველასგან ღალატად შეფასდა. ელენე ხოშტარიასთვის კი ბარამიძე პატრიოტიზმის სიმბოლოა.
12 აგვისტო 2026, 20:09
პოლიტიკა
ხელოვნურად ინსპირირებული კამპანია, დეზინფორმაცია და გამიზნული ტყუილი - ხელისუფლება რუსოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის უკან „დიფ სთეითის“ გეგმას ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნურად ინსპირირებული კამპანია, დეზინფორმაცია და გამიზნული ტყუილი - ხელისუფლება რუსოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის უკან „დიფ სთეითის“ გეგმას ხედავს.
12 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
უკრაინული მედია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა
2025 წელს უკრაინაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 41.6% ცხოვრობდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენდა. ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა. აღნიშნულ მონაცემებს მსოფლიო ბანკი კვლევაში Listening to Ukraine აქვეყნებს.
12 აგვისტო 2026, 19:55
ეკონომიკა
კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ
ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
12 აგვისტო 2026, 19:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის - დიდება ალაჰს
აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს - ვფიქრობ, მას შევინარჩუნებთ! ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 აგვისტო 2026, 19:28
რეგიონი
არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება.
12 აგვისტო 2026, 19:03
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
12 აგვისტო 2026, 18:48
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.


