საგარეო უწყებაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უწყებრივი ჯილდო საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებობის ისტორიაში პირველად იქნა დაწესებული.
ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პირველი ჯილდო გადასცა ავსტრიის რესპუბლიკაში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ყოფილ ელჩს, ცნობილ დიპლომატს, კონსტანტინე ზალდასტანიშვილს, რომელსაც წელს 60 წელი შეუსრულდებოდა.
უწყებრივი ჯილდო ასევე გადაეცა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი გივიაშვილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის (27.11.19-15.05.2020) მომზადებისა და წარმართვის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ღონისძიების წარმატებულად განხორციელებისთვის და ორგანიზაციაში საქართველოს ინტერესების გატარებისთვის.
ამასთან, უწყებრივი ჯილდო გადაეცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კახა იმნაძეს, გაეროში საქართველოს წარმოჩენისა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან პროცესებში მისი ლიდერობის უზრუნველყოფისთვის; საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მაღალ დონეზე აქტუალიზაციისთვის, რეზოლუციის - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", მხარდამჭერებისა და თანასპონსორების რაოდენობის ზრდისთვის; საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით სტრუქტურებში საქართველოს წარმომადგენლობების გაზრდისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ონლაინ რეჟიმში ასევე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და მადლობა გადაუხადა მათ 2020 წელს გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც მინისტრის შეფასებით საგარეო პოლიტიკის ბევრი მიმართულებით წარმატებული და ეფექტიანი გამოდგა. მინისტრმა უსურვა მათ 2021 წელს შემდგომი პროფესიული წარმატება და ასევე ყველა იმ გამოწვევის დაძლევა, რომლის წინაშეც საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად გლობალური პანდემიიდან გამომდინარე იმყოფება.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 08:37
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს მუხლი ღალატის აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს კოდექსიდან, რაც თავისთავად მიანიშნებდა იმაზე, რომ წინა ხელისუფლება შეგნებულად აპირებდა საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ღალატს
„თქვენ იცით, რომ ეს მუხლი [ღალატის] ომამდე [აგვისტოს ომი] რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც თავისთავად მიანიშნებდა იმაზე, რომ ისინი [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება] შეგნებულად აპირებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ღალატს. ვაბრუნებთ ერთი ერთში იმ მუხლს, რომელიც მანამდე არსებობდა იმისათვის, რომ აქაც გარკვეული სპეკულაციები ამას არ მოჰყვეს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ ვიყენებთ, რაღაცა სხვანაირი კანონი მივიღეთ და ა.შ

19 თებერვალი 2025, 08:26
პოლიტიკა
ვახტანგ ჩოჩია: თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს FARA-ს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
„ინიციატივა თავის მხრივ, მიზნად ისახავს იმას, რომ ის მანიპულაცია, რაც არსებობდა საქართველოში და რასაც აჟღერებდნენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ისე ჩვენთან არსებული ოპოზიცია, ამოიწუროს. თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და დარწმუნდებიან, რომ ეს კანონი არის ძალიან კარგი კანონი იმ მხრივ, რომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ათეული წელია და უმთავრეს მიზნად ისახავს საგარეო ჩარევის პრევენციას“, - აღნიშნა ჩოჩიამ.

19 თებერვალი 2025, 08:15
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: რა თქმა უნდა და FARA-ს კანონის მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუმცა არ ვაპირებთ თავად კანონში რაიმე ცვლილების შეტანას
„ჩვენ ვგეგმავთ ერთი-ერთზე ვთარგმნოთ ეს კანონი და ყოველგვარი და ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა და მისი მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუმცა არ ვაპირებთ თავად კანონში რაიმე ცვლილების შეტანას საიმისოდ, რომ ის სპეკულაციები, რომელსაც ვისმენდით გამჭვირვალობის კანონთან, მანამდე იგივე FARA-თან, თუ სხვა უცხოურ გამოცდილებით და მიმართებაში, აღარ იყოს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

19 თებერვალი 2025, 03:54
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

19 თებერვალი 2025, 03:38
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ძალიან სწრაფად გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.

19 თებერვალი 2025, 03:21
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა შემაშფოთებელია ამ თანხის ხარჯვის შესახებ ანგარიშგების არქონა.

19 თებერვალი 2025, 03:05
მსოფლიო
ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის
დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

19 თებერვალი 2025, 02:36
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც უკრაინაში არ ჩატარებულა არჩევნები, სადაც საომარი მდგომარეობაა - არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიუთითა, რომ უკრაინას სჭირდება არჩევნების ჩატარება, თუ მას სურს ადგილის მიღება მოლაპარაკებების მაგიდასთან და ასევე გაამახვილა ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკის დაბალ რეიტინგზე.

19 თებერვალი 2025, 01:41
მსოფლიო
ჯეფრი საქსი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას „დიფ სთეითის“ პროექტს უწოდებს
ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო მშვიდობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“.

19 თებერვალი 2025, 00:49
სპორტი
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია
ჰოლანდიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი“ გაიმართა. ქართველმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს. წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო.

19 თებერვალი 2025, 00:45
ტაბლოიდი
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია. ფინალში ერთმანეთს სამი წყვილი დაუპირისპირდება.

19 თებერვალი 2025, 00:27
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად
საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 00:14
პოლიტიკა
კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

19 თებერვალი 2025, 00:07
მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

18 თებერვალი 2025, 23:46
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, არავის დაუგმია, გვარამია გამოდიოდა და იძახდა, რომ კვერცხით პროტესტის გამოხატვა ევროპული სტანდარტია - იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, არაევროპული?
როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, რესტორნიდან როცა გამოდიოდა მოსამართლე, დაახლოებით ერთი თვის წინ და კვერცხს ესროდნენ, არავის დაუგმია, არც ერთ ელჩს. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობიდან" და ოპოზიციური პარტიებიდან, არც ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და ეს არ დაუგმია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, გადაცემაში "პოსტ ანალიტიკა" განაცხადა.

18 თებერვალი 2025, 23:11
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

18 თებერვალი 2025, 22:51
მსოფლიო
დმიტრო კულება: ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა.

18 თებერვალი 2025, 22:45
სპორტი
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს
ქართველმა მოთხილამურეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

18 თებერვალი 2025, 22:21
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზე, შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა, იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა
ჩვენ გარშემო ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწირა ერთი ქვეყანა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ გვყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა ბეწვის ხიდზეშეგვინარჩუნა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.