საბავშო ბაღებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება
ფოტო: shutterstock.com
საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ყველა სიახლე
13 ნოემბერი 2024, 09:30
მსოფლიო
აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საწყობი დაბომბა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. „ამ ობიექტებში სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი ინახებოდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ ამერიკულ და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემებზე წითელი ზღვის და ადენის ყურის საერთაშორისო წყლებში თავდასხმებისთვის იყენებდნენ“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. საჰაერო იერიშში მონაწილეობდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები. „როგორც მოისმინეთ, ჩვენ გავაგრძელებთ „ჰუსიტებისთვის“ იმის თქმას, რომ მათი უკანონო და გაუაზრებელი თავდასხმები პასუხგაუცემელი არ დარჩება“, - დასძინა რაიდერმა.
13 ნოემბერი 2024, 09:27
მსოფლიო
შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ ჰაიტის მიმართულებით ყველა ავიარეისი ერთი თვით შეაჩერა
შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ ჰაიტის მიმართულებით ყველა ავიარეისი ერთი თვით შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკული ავიაკომპანიების ორი თვითმფრინავი ჰაიტის დედაქალაქზე გადაფრენისას ტყვიების სროლის გამო დაზიანდა.
13 ნოემბერი 2024, 09:21
მსოფლიო
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
13 ნოემბერი 2024, 09:10
პოლიტიკა
Economist Intelligence Unit-ის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 11-ეა, შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო 22-ე, ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
13 ნოემბერი 2024, 09:06
რეგიონი
რუსთავში, ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ორი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
განახლებული შენობები სააღმზრდელო პროცესისა და ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო სივრცეებით და ახალი ინვენტარით სრულად იქნება უზრუნველყოფილი. ბენეფიციარების რაოდენობა გაიზრდება მე-11 და 25-ე საბავშვო ბაღებშიც, სადაც, ავარიული შენობების ადგილზე, ახალი ნაგებობები შენდება.
13 ნოემბერი 2024, 09:05
არჩევნები 2024
ვახტანგ ჩოჩია: ოპოზიციას საპარლამენტო მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით
„ოპოზიცია კვლავ აგრძელებს სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივის გასაჯაროებას. ისინი მანიპულაციურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. განაცხადეს, რომ ჩახსნიან სიებს ცესკოდან, რაც შეუძლებელია, ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მათ [საპარლამენტო] მანდატის ცნობის შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, მიმართონ ერთის მხრივ ცესკო-ს და მეორეს მხრივ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს მათი უფლებამოსილების შეჩერების მიზნით“, - აღნიშნა ჩოჩიამ.
13 ნოემბერი 2024, 09:00
მსოფლიო
უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს „რამშტაინის“ ფორმატი შენარჩუნდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელსაც „რამშატაინის“ ფორმატს უწოდებენ, შენარჩუნებული იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უმეროვის თქმით, ცოტა ხნის წინ მას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რა დროს „რამშტაინის“ ფორმატის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. „ჩვენ გვსურს, რომ ის გაგრძელდეს. ჩვენ მასთან [ოსტინთან] განვიხილავდით ამ საკითხს. ჩვენ მათ მივმართეთ, რათა ეს საკითხი [აშშ-ის] ახალ თავდაცვის მდივანთან განიხილონ. მეც გავუგზავნი მას წერილს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა უმეროვმა.
13 ნოემბერი 2024, 09:00
მსოფლიო
რუსეთი უკრაინას დრონებით სხვადასხვა მხრიდან უტევს
რუსეთი უკრაინას დრონებით სხვადასხვა მხრიდან უტევს. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძლებმა იერიშები მიიტანეს კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიჰივისა და პოლტოვის მიმართულებით.
13 ნოემბერი 2024, 08:58
სპორტი
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა
ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
13 ნოემბერი 2024, 08:54
მსოფლიო
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე 22 წლის ჯეკ ტეიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჯეკ ტეიშეირა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში გასული წლის 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების აიტი სპეციალისტად მუშაობდა.
13 ნოემბერი 2024, 08:51
მსოფლიო
ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს
უკვე ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს. თავდაცვის მდივნის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი აირჩია. მას სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს, მსახურობდა ავღანეთისა და ერაყის მისიებში.
13 ნოემბერი 2024, 08:49
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტს თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა უმასპინძლა
შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფა იქნება, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ბოროტ განზრახვებს ვერ შეასრულებს“.
13 ნოემბერი 2024, 08:45
საზოგადოება
მეტეხის ხიდზე დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახურები პარაკლისს გადაიხდიან
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.
13 ნოემბერი 2024, 08:42
სპორტი
თბილისში ფიფას პრეზიდენტი ჩამოვიდა
ინფანტინო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა. კერძოდ კი დაათვალიერებენ ყოფილი „ავაზის“ ტერიტორიაზე დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას, რომელზეც ფეხბურთის ფედერაცია ფიფას თანადაფინანსებით მუშაობს.
13 ნოემბერი 2024, 08:38
არჩევნები 2024
ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს
ცნობისთვის, პროკურატურა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს, გრძელდება გამოკითხვებიც. პროკურორები კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ვერცერთმა დაკითხულმა პირმა მტკიცებულებები ჯერ ვერ წარმოადგინა.
13 ნოემბერი 2024, 08:32
არჩევნები 2024
ავთანდილ კუნჭულია: არ შეიძლება პარტიული სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა
„ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - პირველი არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ შესაძლოა არ იცის ქართული კანონმდებლობა, ვერ ერკვევიან მასში, ან მეორე შემთხვევაა - ისინი ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. არ შეიძლება [პარტიული] სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა“, - აღნიშნა კუნჭულიამ.
13 ნოემბერი 2024, 08:19
არჩევნები 2024
ლევან მახაშვილი: ყოველდღე, რასაც ვხედავთ, გასული ორი კვირის განმავლობაში, არის ოპოზიციის პოპულისტური განცხადებები, სინამდვილეში სიების ჩახსნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
„ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ, პოპულისტური განცხადებებია და მეტი არაფერი.
13 ნოემბერი 2024, 08:04
პოლიტიკა
დღეს ლიდერთა სამიტზე ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ
მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, სადაც სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.
13 ნოემბერი 2024, 02:11
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტი: ვადამდელი არჩევნების 23 თებერვალს ჩატარების გეგმა რეალისტურია
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა ვადამდელი არჩევნების თარიღი, რომელზეც გერმანიის მთავარი პარტიები შეთანხმდნენ და აღნიშნა, რომ არჩევნების 23 თებერვალს ჩატარების გეგმა რეალისტურია.
13 ნოემბერი 2024, 01:35
მსოფლიო
ბორის ჯონსონმა ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა დაუშვა, თუ დონალდ ტრამპი კიევისთვის დახმარების გაწევას შეწყვეტს
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა დაუშვა, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიევისთვის დახმარების გაწევას შეწყვეტს.