05 თებერვალი 2021, 17:34 / სანდო წყარო

საპატრიარქო: ცალკეული მედიასაშუალებები სისტემატურად არღვევენ სხვის არაქონებრივ უფლებებს

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება 30 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) შესახებ.

„ამ სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს ამცნეს, თითქოს მიტროპოლიტი საბა, პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, წარსულში სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, რაც სრული სიცრუეა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, სასულიერი პირების მიმართ სხვა დროსაც არაერთი ცილისწამება, მძიმე ბრალდება თუ სიუჟეტი გავრცელებულა და „ეს სიუჟეტიც ამ სერიის გაგრძელებას წარმოადგენდა“.

„უკანასკნელ პერიოდში გაისმის სხვადასხვა ბრალდება, რომელიც მოკლებულია რეალურ საფუძველს და რაც სამართლებრივად მნიშვნელოვანია - ფაქტობრივ მოცემულობას. ამგვარ განცხადებებში არ ჩანს ფაქტები, რომელთაც განცხადების გამავრცელებელი ეყრდნობა. შესაბამისად, ასეთი განცხადებები მიმართულია სასულიერო პირების არაქონებრივი უფლებების შელახვისკენ. თითოეული ასეთი ფაქტების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ცილს სწამებს მათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ევროპული ღირებულებების გააზრება, რაზედაც ხშირად სწორედ ცალკეული მედიასაშუალებები აპელირებენ, უპირველესად, გულისხმობს იმგვარ სამართლებრივ მოწესრიგებას, რაც, ერთი მხრივ, მედიას საშუალებას მისცემს, გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი უფლებების დარღევის შემთხვევაში, როგორიცაა ღირსების უფლება, შესაბამისი პირისთვის უფლების დაცვის მოქნილ მექანიზმს განსაზღვრავს.

„აღნიშნული საკითხის არასრული და არასათანადო სამართლებრივი მოწესრიგების გამო, ცალკეული მედიასაშუალებები თავიანთ ეთერში სისტემატურად არღვევენ სხვის არაქონებრივ უფლებებსა და უპირატესად - სასულიერო პირთა ღირსებას თუ რეპუტაციას, რისი მკაფიო მაგალითიც აღნიშნულ სიუჟეტში მიტროპოლიტ საბასა და მიტროპოლიტ თეოდორეს მისამართით გაკეთებული განცხადებებია“ ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 ივნისი 2026, 02:32

მსოფლიო

ტრამპი: იტალია ძალიან ცუდად მოიქცა, გერმანიაც, ნატო ჩვენთან არ იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეები გააკრიტიკა. საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან დახმარებაზე უარის თქმა „სულელური ნაბიჯია“ და დასძინა, რომ აშშ-მა შესაძლოა პასუხად ანალოგიური პოზიცია დაიკავოს.

დონალდ ტრამპი

23 ივნისი 2026, 01:29

მსოფლიო

ტრამპი: მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს

მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

23 ივნისი 2026, 00:58

მსოფლიო

ტრამპი: მეგობარმა სტარმერმა საკუთარ თავს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კირ სტარმერის გადადგომა შეაფასა და აღნიშნა, რომ მან საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ზიანი მიაყენა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

23 ივნისი 2026, 00:45

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რომელიც 22 ივნისს გამართული მოლდოვა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გაკეთდა, ამიერიდან გაწევრიანებისკენ სვლის ტემპი მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

პეტრ პაველი

23 ივნისი 2026, 00:20

მსოფლიო

ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს

ჩეხეთის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს.

22 ივნისი 2026, 22:56

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა.

ივანე აბაშიძე

22 ივნისი 2026, 22:55

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: შიდა წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ბიზნესისთვის“ .

ივანე აბაშიძე

22 ივნისი 2026, 22:51

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 2011 წლიდან დღემდე 100-% -ზე მეტად გაიზარდა

„ქართველი მეზღვაურები არ არიან შრომითი მიგრანტები ისინი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სერვისის ექსპორტს ახორციელებენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურ-ოფიცრების მომზადებას უთმობს. ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საზღვაო განათლების განვითარებაში, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და თანამედროვე სიმულატორების განახლების მიმართულებით.

ისრაელ კაცი

22 ივნისი 2026, 22:38

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების „სრული თავისუფლება“ აქვთ.

ლიონელ მესი

22 ივნისი 2026, 22:17

სპორტი

მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

დალასში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ „ჯ“ ჯგუფის მატჩში, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ 38-ე წუთზე გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ირაკლი კირცხალია

22 ივნისი 2026, 21:59

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის მორიგ სერიას და ამ სერიას დავარქვით მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინება“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

კობა კობალაძე

22 ივნისი 2026, 21:50

საზოგადოება

კობა კობალაძე: დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა

დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის სამძიმრის წერილში.

ფრიდრიხ მერცი

22 ივნისი 2026, 21:45

მსოფლიო

მერცი: იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებენ, ხუმრობა მთავრდება - ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ ამასთან ბრძოლა, რადგან ეს უკვე აღარ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიას

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ პირადი შეურაცხყოფა მას არ ადარდებს, თუმცა სურს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაიცვას.

ირაკლი კირცხალია

22 ივნისი 2026, 21:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან

ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას.

დიმიტრის ავრამოპულოსი

22 ივნისი 2026, 21:36

მსოფლიო

POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით

ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO საბერძნეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ივნისი 2026, 21:27

სპორტი

ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ახალი ზელანდიის „ბეიბი ბლექსი“ დაამარცხეს

ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩში საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ახალი ზელანდია ანგარიშით 22-19 დაამარცხა.

22 ივნისი 2026, 21:26

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხება, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება. აღინიშნა, რომ როგორც კი კანონპროექტს სამივე მოსმენით მიიღებენ, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე კვირაშივე შევა ძალაში.

22 ივნისი 2026, 21:25

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობ, ჩვენ, როგორც ევროპის საბჭოს სხვადასხვა ქვეყანამ, ასევე უნდა მივიღოთ საქართველოს ხალხის ნება, მათ ჩაატარეს არჩევნები და აირჩიეს მთავრობა

ვფიქრობ, ეს მთავრობა მიდი კარგი მიმართულებით, უფრო კონსერვატორული, უფრო პატროტული მიმართულებით, ვიდრე ადრე, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა მალტე კაუფმანმა „ქრონიკასთან“.

22 ივნისი 2026, 21:10

საზოგადოება

თბილისი გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმს უმასპინძლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უფრო ეფექტიანი და მოქალაქეს მორგებული სახელმწიფო სერვისები - ამის შესახებ ფორუმზე 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი იმსჯელებს.

ლესლი გრიფითსი

22 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლესლი გრიფითსი ქართულ ოპოზიციაზე: სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და მოვუწოდე, იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა - ყოველ ჯერზე, როცა ვსწავლობდი საკითხს და ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი, შემდეგ სხვა დელეგაცია მოდიოდა ჩემთან შესახვედრად

მე მოვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც მესაუბრებოდნენ და სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და აქაც მოვუწოდე, რომ იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა, ლესლი გრიფითსმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.