კახა კალაძის განცხადებით, ნინოშვილის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდა რეკრეაციული სტატუსით და მასზე მშენებლობა არ განხორციელდება
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
კახა კალაძემ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის პრივატიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტულ მედიასაშუალებებს აქვთ მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა კომპანია „ცენტრ პოინტს“, რომელსაც ოდესღაც პირდაპირი წესით გადაეცა ეს ქონება მაშინდელი ხელისუფლებისგან, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით.
„როგორც მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტი“ არის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით დაზარალებული ჰყავს ( 6 ათას ოჯახზეა საუბარი) და ეს არის სერიოზული პრობლემა და მუნიციპალიტეტი დიდი ხანია მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
მიწის ნაკვეთი თბილისის მუნიციპალიტეტს კომპანიისგან გადაეცა საკუთრებაში, რათა მომხდარიყო მისი პრივატიზაცია „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით, რაც გამორიცხავს სამშენებლო სამუშაოებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა და კორპუსის მშენებლობა არ მოხდება.
პრივატიზაცია განხორციელდა „სითი ლოფტზე“, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ერთ ლარად მოხდა პრივატიზაცია.
პრივატიზაციის პირობა არის, 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელება, „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით.
თქვენ იცით, რომ დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტს თბილისის მერია ახორციელებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ის მთავრობა, ვინც ამ პრობლემას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს, მოაწესრიგებს და მოაგვარებს. როგორც ეს იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ და ასევე „ოლიმპიური ვარსკვლავის“ პირობებში.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაკავებული აქვთ ამ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საცხოვრებელი თუ კომერციული მიზნით, მათ მიმართ მუნიციპალიტეტი ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. კერძოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც შენობაში ცხოვრობენ, შევთავაზეთ ქირით გასვლა. ამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს დევნილის სტატუსის მქონეს, რომლის წინაშე სახელმწიფომ ვალდებულება შეასრულა და ფართები გადასცა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს, მუნიციპალიტეტი ქირით დახმარების პროგრამას სთავაზობს. ღია ცის ქვეშ ჩვენ არავის დავტოვებთ.
კიდევ ერთხელ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორი რამ: პირველი - მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდა რეკრეაციული სტატუსით და მასზე მშენებლობა არ განხორციელდება; მეორე - საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად დაფინანსების - 18 მლნ 400 ათასი ლარის გამოყოფა შემძენის მიერ. კერძოდ, თბილისის მერიის ორგანიზებით, კონკრეტული სამშენებლო კომპანიები ახორციელებენ დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების სამუშაოებს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამ პროექტში უნდა გადაირიცხოს ეს თანხა. ასეთია პირობები და არა ისე, როგორც აშუქებს ზოგიერთი მედიასაშუალება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ის სპორტსმენები კი, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში ვარჯიშობდნენ, ვარჯიშის გაგრძელებას ნორმალურ პირობებში შეძლებენ, რადგან მუნიციპალიტეტი მათაც დაეხმარება.
„ქუჩაში არასდროს არავინ დაგვიტოვებია და ეს იქნება დევნილი, უსახლკარო მოსახლე, ეს იქნება სპორტსმენი, ქუჩაში არავის დავტოვებთ. ჩვენ ჭიდაობის ფედერაციასთან გვაქს ძალიან ხშირი კომუნიკაცია, ვეხმარებით და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დავეხმარებით და ის ბავშვები, ვინც იყენებდა ამ სივრცეს და ვარჯიშობდა, ყველას შესაძლებლობა მიეცემა ნორმალურ პირობებში გააგრძელონ ვარჯიში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 04:20
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ ამაღამ ვუტევთ და ვანადგურებთ მათ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან არის დაკავშირებული - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მთლიანად გავაკონტროლებთ მას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აშშ ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების მის მიერ ნავარაუდევმა ვადებმა უკვე გადაიწია.
14 ივლისი 2026, 03:44
მსოფლიო
CNN: ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის (IRIB) ცნობით, ორშაბათს ირანმა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.
14 ივლისი 2026, 03:37
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით ირანთან კონფლიქტში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს „იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით“ ირანთან კონფლიქტში და ამასთანავე, რეგიონში მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა დაასახელა.
14 ივლისი 2026, 01:59
მსოფლიო
POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება
უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 01:48
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.
14 ივლისი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.
14 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს
სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.
14 ივლისი 2026, 00:04
მსოფლიო
CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.
13 ივლისი 2026, 23:53
მსოფლიო
იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა
უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
13 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:37
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:18
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.
13 ივლისი 2026, 21:38
საზოგადოება
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.
13 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
13 ივლისი 2026, 21:25
რეგიონი
სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.
13 ივლისი 2026, 21:23
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია
ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.
13 ივლისი 2026, 21:16
მსოფლიო
კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება
მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 ივლისი 2026, 21:16
სამართალი
პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.
13 ივლისი 2026, 21:07
ეკონომიკა
13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.
13 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.


