imedi /  13 თებერვალი 2021, 09:22 / სანდო წყარო

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა

ბადრი პატარკაციშვილი

ბადრი პატარკაციშვილი

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა. ტელეიმედის დამფუძნებელი 52 წლის ასაკში, 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

დღემდე მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. 2018 წელს მთავარმა პროკურატურამ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ბიზნესმენის მკვლელობას გეგმავდნენ, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას, მის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“. ტელეკომპანია 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ 2008 წელს მიისაკუთრეს და ის მფლობელებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნეს. ბადრი პატარკაციშვილი იყო ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც.

ამასთანავე, „პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი“ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა და მათ მკურნალობას აფინანსებდა. მის სახელს უკავშირდება ასევე ურეკის, ანუ „იმედის ქალაქის“ შექმნა, ისტორიული ძეგლებისა და მთაწმინდის პარკის რეაბილიტაცია, თბილისის ცირკის აღდგენა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2022, 19:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიენ კრამპს შეხვდა.

09 აგვისტო 2022, 19:24

მსოფლიო

პოლონეთის მმართველი პარტიის გენმდივანი: თუ ევროკომისია ჩვენზე ზეწოლას შეეცდება, მაშინ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ამოვიღოთ ჩვენს არსენალში არსებული ყველა ქვემეხი და ძლიერი ცეცხლით ვუპასუხოთ

პოლონეთის მმართველი პარტია ევროკომისიას შედეგების დადგომის შესახებ აფრთხილებს, თუ ბრიუსელი ვარშავას სტიმულირების ფონდზე წვდომას შეუზღუდავს, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის შედეგად ეკონომიკის აღდგენას.

ნინო ლაცაბიძე

09 აგვისტო 2022, 18:53

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირი პრინციპი არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლა

რუსთავის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, კერძოდ რამდენიმე მილიონით გაზრდის საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა ბიუროზე ნაცმოძრაობის დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ სხდომას რუსთავის მერი დასწრებოდა და მათ კითხვებზე პასუხი გაეცა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს სხდომაზე მივიდა, თუმცა ნაცმოძრაობის დეპუტატები მას დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ.

ნენსი პელოსი

09 აგვისტო 2022, 18:41

მსოფლიო

ნენსი პელოსი: სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა.

09 აგვისტო 2022, 18:35

სპორტი

ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა - ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია

ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა. მან უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია. ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიოში ამ დრომდე დაფიქსირებული რეკორდი გაზარდა და ახალი შედეგი დააფიქსირა – 16 ტონა.

09 აგვისტო 2022, 18:12

პოლიტიკა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონმდებლობის თაობაზე, რომლის აღსრულების ნაწილში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ექსპერტიზის უზრუნველყოფა გარკვეულ სირთულეებს იწვევს.

09 აგვისტო 2022, 18:10

მსოფლიო

მედია: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

09 აგვისტო 2022, 18:01

რეგიონი

ლევან მგალობლიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემები განიხილეს, მათ შორის მიწების რეგისტრაციას და სოფლების განაპირა ტერიტორიებზე გზების ხარისხის გაუმჯობესებას შეეხებოდა. ლევან მგალობლიშვილმა დაათვალიერა სოფელ მარნის ისტორიული კლუბის აღდგენითი სამუშაოები, რომლის აღდგენაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისა და მგალობლიშვილის ძალისხმევით მიმდინარეობს.

09 აგვისტო 2022, 18:01

საზოგადოება

საპენსიო სააგენტო: ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.514 მლრდ ლარი შეადგინა, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მლნ ლარია

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურმა ივლისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,96% შეადგინა.

09 აგვისტო 2022, 17:58

საზოგადოება

საპენსიო სააგენტო: დაგროვებითი პენსიით უკვე 2267-მა პირმა ისარგებლა, გაცემული თანხა კი 5 მილიონ ლარს აღემატება

საპენსიო სააგენტო 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.52 მილიარდი ლარია; ამონაგები კი, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან დღემდე 345 მილიონ ლარს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2022, 17:51

მსოფლიო

ტრამპი: აშშ გახდა ქვეყანა, რომელიც სამართალდამცველებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ იარაღად იყენებს

არ არსებობს მთა, რომელზეც ვერ ავალთ, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ მივაღწევთ, არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადავლახავთ, არ არსებობს გამარჯვება, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გავრცელდა.

გია ცაგარეიშვილი

09 აგვისტო 2022, 17:40

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: „ზონდერ“ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურების ხელში მოხვდა.

ბაჩო დოლიძე

09 აგვისტო 2022, 17:31

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: სანქციების შიში უნდა ჰქონდეს ყველა იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც თანამშრომლობს რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან

„არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც გამოაშკარავდა და რამაც გამოჟონა. არ ვიცი რომელი დაზვერვის სამსახური მუშაობდა ამ ყველაფერზე და წარმოიდგინეთ, რამდენი რამ არ გახმაურდა. ასე რომ პოდოლიაკის ინფორმაციაში ამ თვალსაზრისით ახალი არაფერია. თუ იქნება მეტი მტკიცებულება სხვადასხვა საქმეზე, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება“, - განაცხადა დოლიძემ.

სერგო ჩიხლაძე

09 აგვისტო 2022, 17:29

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა

„რუსებთან თანამშრომლობა მგონი უკვე დოკუმენტირებულია - „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ქმედება არის დოკუმენტაცია და მტკიცებულება რუსეთთან თანამშრომლობის. ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, კიდევ ბევრი ფაქტი იქნება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სანქციებამდე საქმე მივა. არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ ბევრ სხვა მაღალჩინოსანსაც, მოსამართლეს თუ კლანის სხვა წევრებს შეეხება სანქციები,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.

რატი იონათამიშვილი

09 აგვისტო 2022, 17:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პოდოლიაკზე: სანქციებზე საუბარი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს დამაზიანებელი ვერაფერი დადეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს დამაზიანებელი ვერაფერი დადეს და ვერ დადებენ, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს - კაციჭამიებს უჭერს მხარს თუ თავისუფლებას.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 აგვისტო 2022, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გაკეთებული მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება

ეს არის პოდოლიაკის და უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება საქართველოს და ქართველის ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

09 აგვისტო 2022, 17:14

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: დღეს რუსთავში ძალიან სამწუხარო რეალობაა - „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება მეტად შეაფერხოს ის პროცესი, რომელიც ქალაქში მიდის

„დღეს რუსთავში ძალიან სამწუხარო რეალობაა - „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება მეტად შეაფერხოს ის პროცესი, რომელიც ქალაქში მიდის. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ამას თითოეული რუსთაველი ხედავს“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოში.

დედამიწა

09 აგვისტო 2022, 17:09

ტექნოლოგიები

დედამიწაზე ატომური საათის გამოგონებიდან ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა🌎

29 ივნისს პლანეტამ თავისი ღერძის გარშემო ჩვეული 24 საათის ნაცვლად 1,59 მილიწამით სწრაფად იმოგზაურა. მონაცემებს დედამიწის როტაციის საერთაშორისო სამსახური ადასტურებს. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ჩვენს პლანეტას იდეალური სფეროს ფორმა არ აქვს და დედამიწის ბრუნვის დინამიკა არასტაბილურია.

09 აგვისტო 2022, 17:09

რეგიონი

„ღორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოებმა დალაშქრეს

„ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს. ის უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

09 აგვისტო 2022, 17:06

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

რუსთავის საკრებულოში ხმაური იყო. რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის მერი მივიდა. ნინო ლაცაბიძემ მზადყოფნა გამოთქვა ოპონენტების კითხვებისთვის ეპასუხა. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ. თავის მხრივ, ნინო ლაცაბიძემ ოპონენტებს კომპეტენცია დუწუნა. მისი თქმით, დეპუტატები განზრახ აჭიანურებენ პროექტების დამტკიცების პროცესს.