imedi /  21 თებერვალი 2021, 18:07 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი: არასდროს შეგვიწყვეტია დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან, მათ შორის არც კოვიდპანდემიის პირობებში

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

„არასდროს შეგვიწყვეტია დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას.

„ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია ეს დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდპანდემიის პირობებში. ამაზე მეტყველებს კონკრეტული შედეგებიც და რიგ სფეროებსა და თემებზე ამგვარი დიალოგის გზით დაგროვილი, თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება, რაც მისასალმებელია. ჩვენი სურვილია ეს პროცესი გახდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანად იქნას გამოყენებული საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის პლატფორმებში შეძლებისდაგვარად ჩაერთოს საზოგადოების ყველა რგოლი“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2021, 19:13

სამართალი

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ ძმამ მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ უფროსმა ძმამ მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სოფლის რწმუნებულმა, ჯუმბერ ყურშუბაძემ დაუდასტურა.

ირაკლი ბერაია

16 აპრილი 2021, 19:08

სამართალი

რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას ირაკლი ბერაია ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახურის საქმიანობა მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების და სხვა სახის რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიმართულებით. ამ კუთხით სამსახურის საქმიანობა, სხვა მიმართულებებით წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ყოველთვის იმსახურებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს, - უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ეხმაურება.

გია აბაშიძე

16 აპრილი 2021, 18:57

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს

საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მამუკა მდინარაძე

16 აპრილი 2021, 18:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ

რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ. ასევე, „ვერ ხვდებიან“, საიდან მოვიდა 40% მაშინ, როდესაც 8 მარტის შეთანხმების პერიოდში თავად საუბრობდნენ 40%-იანი ლეგიტიმაციის აუცილებლობაზე. ეს შეთანხმებაშიც აისახა და ე.წ. ჩამკეტიც ამ პროცენტის მიხედვით დადგინდა! - ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

ირაკლი ბერაია

16 აპრილი 2021, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღევანდელი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩვენი სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს

„დღევანდელი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩვენი სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ისეთი დანაშაულის ჩადენისას, როგორიც ბანკზე თავდასხმაა, ყოველთვის არსებობს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკი. ასეთ დროს, საპასუხო მოქმედების შედეგი პირდაპირ კავშირშია პოლიციის მოქმედების ეფექტიანობასთან“.

ვიოლა ფონ კრამონი

16 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს სასიკეთოდ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

გიგა ბოკერია

16 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე: 40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი

40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი სიმართლე გითხრათ, - განაცხადა „ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ტვ პალიტრის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.

16 აპრილი 2021, 18:35

სამართალი

სამართალდამცველებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 450 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

16 აპრილი 2021, 18:28

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ნაწილი კი თავისი მოთხოვნის ერთგული დარჩება

აუცილებელია, რომ ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რადგან ის არაა შემუშავებული რომელიმე მხარის მიერ, არამედ შედგენილია მედიატორის მიერ, რომელმაც სამართლიანად ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

16 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

„კავკასუს ორგანიკ ფრუტსმა“ ჩირის ექსპორტი 20-30%-ით გაზარდა

ჩვენი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთის ფედერაციაში გადის. შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია 20-30%-ით. ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს ივნისიდან, რადგან აქტიური პერიოდი სწორედ ზაფხულში გვეწყება. ამასთანავე, წინასწარი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს, - ამის შესახებ „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ წარმომადგენელმა, სალომე ალანიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2021, 18:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახლა ჯერი ოპოზიციაზეა - შეძლებენ, თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, რომ „ქართული ოცნება" ამ პროცესში, იყო ყველაზე კონსტრუქციული და ქვეყანაზე მოფიქრალი. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. შეძლებენ, თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას“ - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ჩირი

16 აპრილი 2021, 18:22

ეკონომიკა

ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორი“ ექსპორტს ზრდის

„ჩიკორი“-ს გენერალური დირექტორის, ანანო ბეჟანიშვილის თქმით, კომპანიას 2021 წელს ექსპორტის 50%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი. პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩეხეთსა და ისრაელში“. „ჩიკორის“ ჩირი ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს ექსპორტზე გავიდა.

გიორგი ამილახვარი

16 აპრილი 2021, 18:16

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს

შოუ დამთავრდა - დესტრუქციას ძირი გამოეცალა, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს და უცვლელად აწერს ხელს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

ანგელა მერკელი

16 აპრილი 2021, 18:14

COVID19

ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შტეფენ ზაიბერტი ავრცელებს.

გიორგი ხანიშვილი

16 აპრილი 2021, 17:59

ეკონომიკა

გიორგი ხანიშვილი: 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო $753 მილიონიდან $265 მილიონამდე შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მილიონი დოლარიდან 265 მილიონ დოლარამდე შემცირდა და ეს იმას ნიშნავს, რომ დარგი სწორი სტრატეგიით იმართება. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ გაგუა

16 აპრილი 2021, 17:55

ეკონომიკა

ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა

საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან ოთხჯერ მეტი მოთხოვნა იყო ვიდრე მიწოდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „გირჩს“ აქვს სრული უფლება, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში

საქართველოს პარლამენტის კარი ღიაა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია და ჯერ კიდევ არ არიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად - ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამს ოპოზიცია

„ქართული ოცნება“ ვერ იტყვის, თუ როგორ მოიქცევა ოპოზიცია. ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად, როგორც მინიმუმ - ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან, ვისაც მართლა აინტერესებს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, დემოკრატია და არჩევნები. ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს და კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დაეთანხმება

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება „არჩევნების გაყალბების“ შესახებ არის უსაფუძვლო და ის არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს ხელს ვაწერთ დანიელოსნის შემოთავაზებულ დოკუმენტს და ასევე „ქართული ოცნება“ მზად არის პარლამენტში გადაიტანოს პროცესი და იქ ყველა პირობა, რომელზეც ოპოზიციაც მოაწერს ხელს, შესრულდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.