კახა კალაძე: 2020 წლის აგვისტომდე დასრულებულ შენობებზე, სადაც ზოგიერთი პარამეტრია დარღვეული, ჯარიმები ჩამოიწერება
ფოტო: Shutterstock.com
სამშენებლო სექტორის ამნისტიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ და წარვადგინეთ პარლამენტში, - ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ, რომელიც დარეგისტრირდება პარლამენტში. შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ ინიციატივაში. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს დღეს წარმოადგენს თბილისის მოსახლეობა. „რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობის და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, თბილისში ჩვენ მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა დარღვევით და დღეს ამ ობიექტების მესაკუთრეებს წარმოადგენენ სწორედ თბილისელები. ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, მომავალში ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, რათა 5-10 წლის შემდეგ კვლავ არ დავდგეთ მსგავსი რეალობის წინაშე. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ გავზარდეთ სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული ეფექტი, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ და სწორედ ამიტომ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ვფიქრობთ, ეს ღონისძიება იქნება ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტის ხელში, რომ მომავალში არ მივიღოთ დარღვევით აშენებული ათეულობით და ასეულობით შენობა-ნაგებობები. საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე.
ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმების და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.
დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი, შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და ტოვებს ობიექტს. მე დიდი იმედი მაქვს პარლამენტის მხარდაჭერის. ჩვენ მზად ვართ, საზოგადოებას კანონპროექტზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, განვიხილოთ, თუ ამის საჭიროება დგას. მე ღრმად მწამს, ეს ინიციატივა მოგვცემს შედეგს, რომელიც ასე სჭირდება თბილისს“, - განაცხადა კალაძემ.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 23:08
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
28 აგვისტო 2026, 22:46
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ
ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.


