26 თებერვალი 2021, 14:40 / სანდო წყარო

როგორ გაიცემა სახელმწიფო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე. დეტალურად

ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს (პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს, ასევე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი).

2021 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტები. სწავლების ერთ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთხელ.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუ ჩაირიცხა, გრანტი გამოყენებულად ეთვლება.

ორი ან მეტი არჩევითი საგნის არჩევისას ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლიან, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების 2021 წლის 1-ელ აგვისტომდე განაცხადებენ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენენ შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს;

იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას;

იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული და გამოყენებული აქვთ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე/ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი:

აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგების გათვალისწინებით - ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და მათემატიკის/ისტორიის გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.

თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, ვინაიდან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დამატებითი საგანი დააწესა, აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას - აბიტურიენტს უფლება აქვს გრანტი მოიპოვოს როგორც ზემოაღნიშნულ სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია/მათემატიკა) მოპოვებული აბსოლუტური ქულის, ისე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენასა და დამატებით საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის შესაბამისად.

აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული, თუმცა მესამე სავალდებულო საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს.

იგივე წესი მოქმედებს სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების) შემთხვევაში, სადაც ასევე 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო. ამ პროგრამებზე აბსოლუტური ქულა გამოითვლება:

1. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ბიოლოგიის შედეგების გათვალისწინებით;

2. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ფიზიკის/ქიმიის/მათემატიკის (იმის შესაბამისად, თუ რომელი გამოცდა აქვს ჩაბარებული აბიტურიენტს) შედეგების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ოთხი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისათვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს მეტი თანხა გადანაწილდება. საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება საგნების რიგითობა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთ-ერთი მათგანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.

მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, უცხოურ ენაში - 164,8 და მათემატიკაში - 164,0 ქულა, მისი აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 164,8 + (164,0X1.5) = 579,9. მიღებული ჯამი მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 579,9X10= 5799,0.

* ცნობარი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

25 ივნისი 2026, 09:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

25 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არიან დაღუპულები

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

25 ივნისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

ლევან მახაშვილი

25 ივნისი 2026, 08:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს.

25 ივნისი 2026, 08:25

პოლიტიკა

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.

25 ივნისი 2026, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში

25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2026, 08:01

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური აუდიტორი დღეს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს

დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

25 ივნისი 2026, 08:00

სამართალი

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, 3 მიმალული მოქალაქის მიმართ კი, ძებნა გამოცხადდება. გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალი 11 ადამიანს უკვე წარედგინა. პარალელურად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2026, 00:59

მსოფლიო

ტრამპი: იმედგაცრუებული ვიყავი იტალიით, გაერთიანებული სამეფოთი, სტარმერი ახლა არ არის, იმედგაცრუებულები ვიყავით გერმანიითა და საფრანგეთით - ესპანეთი საშინელებათა შოუა, ესპანეთი საშინელია

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა ამავდროულად, მკაცრად გააკრიტიკა ალიანსის სხვა წევრი ქვეყნები.

დავით ჩიხელიძე

25 ივნისი 2026, 00:45

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება

„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდკასტერ გიორგი კალატოზის ე.წ. „სკეჩს“, რომელშიც, კალატოზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მდგომარეობას საზოგადოების გასართობად და სიცილის გამოსაწვევად იყენებს.

რამაზ საყვარელიძე

25 ივნისი 2026, 00:39

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე რადიკალებზე: 14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არ გამოდის ეს რევოლუციები

„14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არცერთი. იმ დღეს იყო ლაპარაკი, რომ ხუთი დაითვალა კობახიძემო და თუ კარგად მივყვებით, შესაძლოა გაცილებით მეტიაო. არ გამოდის ეს რევოლუციები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძე

25 ივნისი 2026, 00:34

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ბოკუჩავა საგარეო ურთიერთობებში მუშაობდა და ამ დროს სააკაშვილმა თამაშში შეიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანი. ე.ი. საგარეო ურთიერთობები მას ნაკლებად სჭირდება. იქნებ ევროპელებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ გარედან პოლიტიკური ძალის იმპორტი არ არის ეფექტური

მიიჩნევენ, რომ უნგრული სცენარი იყო ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ბრწყინვალე სცენარი, ამ დროს მადიარის საარჩევნო პოლიტიკის კვანძი იყო ორბანის ქსოვილში ჩაჯდომა - არაფერში შეეწინააღმდეგა პრაქტიკულად, გარდა კორუფციის საკითხისა. თავის დროზე სააკაშვილი შევარდნაძეს კორუფციით შეეწინააღმდეგა, თორემ 9 წელიწადი შევარდნაძის ფიგურა იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.

გია აბაშიძე

25 ივნისი 2026, 00:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება

მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზა ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გვიდო კროზეტო

25 ივნისი 2026, 00:17

მსოფლიო

იტალიამ უარყო მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად

იტალიამ ოთხშაბათს უარყო ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. რომის განცხადებით, მათ ნებართვა მხოლოდ ტექნიკური და ლოგისტიკური ფრენებისთვის გასცეს.

ილონ მასკი

25 ივნისი 2026, 00:02

მსოფლიო

ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური სახსრები მოხმარდა ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებს, რამაც, მასკის თქმით, „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:58

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში

როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

ფრიდრიხ მერცი

24 ივნისი 2026, 23:51

მსოფლიო

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის

ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას. მაჭავარიანის თქმით, ნაკლებად სავარაუდო რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ

მათ აქ სჭირდებათ აგენტები, რადგან დღეს თუ დღის წესრიგში არის ომის თემა, ხვალ დღის წესრიგში შუა კორიდორის თემა იქნება და სჭირდებათ მართული ხელისუფლება, რომ სიტუაცია მართონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო

მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მორიგ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ყველა დოკუმენტი ერთი და იმავეს იმეორებს.