imedi /  01 მარტი 2021, 14:52 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას და სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის დაპირისპირებას უარყოფს

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თითქოს ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის კონსტრუქციული ურთიერთობაა და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას რაც შეეხება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მონაწილე ამ პროცესის. შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს. ეს არის უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობენ, როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი. ეს არის ის მექანიზმი, სადაც განიხილება, რა გზით შეიძლება შემოვიდეს ვაქცინა და შემდეგ უკვე, მოლაპარაკების დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროში არის ვაქცინის შესყიდვის საბჭო, რომელიც წარმართავს შესყიდვის საკითხს. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ის იქნება შემსყიდველი, ანუ გადაიხდის თანხას და მიიღებს ვაქცინას „იუნისეფის“ მექანიზმის ფარგლებში. ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს დილით გვქონდა შეხვედრა პრემიერთან, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი და რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა. ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრებზე რა შემოგვთავაზა მედიატორმა

ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხთან მიმართებაში რა იყო მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. შემოთავაზებული სახით, ჩვენ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ახლა ოპოზიციას აქვს კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცოს, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ

ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ გახლავთ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Usaid-ი

16 აპრილი 2021, 17:19

პოლიტიკა

USAID-ი: დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია

„დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლო რეფორმაც USAID-ის ხუთწლიანი ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ Usaid-ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ ტექსტშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ნინო ქადაგიძეს შეხვედრას ასახავს.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებშიც მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:08

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ალექსანდრე ტაბატაძე

16 აპრილი 2021, 17:07

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე: ჩვენმა სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი

ჩვენმა სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა. მისი თქმით, განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალიან სწრაფად გაანეიტრალეს შეიარაღებული დამნაშავე და უკლებლივ ყველა მძევალი უსაფრთხოდ გაათავისუფლეს.

ჯეფ ბეზოსი

16 აპრილი 2021, 16:58

ეკონომიკა

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას გეგმავს

​​​​​​​Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის მმართველობიდან წასვლას აპირებს. მან ამ და სხვა საკითხებზე აქციონერებისთვის მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის როგორც კომპანიის მმართველი ბოლო წერილს აქვეყნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონი

16 აპრილი 2021, 16:55

მსოფლიო

პარიზში მაკრონისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო

პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

16 აპრილი 2021, 16:50

ეკონომიკა

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველი აუქციონები წარმატებით დასრულდა

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აპრილი 2021, 16:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: მზად ვართ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის

დონბასში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, უკრაინა მზად არის მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში.

ვახტანგ მეგრელიშვილი

16 აპრილი 2021, 16:42

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: მივდივართ პარლამენტში, თუმცა არ შევდივართ

„არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. უბრალოდ, ვგეგმავთ შენობაში მისვლას. ჩვენი ეს განცხადება ეს ორმაგადაა აღქმული; პარლამენტში შესვლად და მეორე - უბრალლოდ, შემობაში მისვლად. ჩვენ ვამბობთ, რომ შენობაში მივდივართ და შესვლისთვის, კვლავ ის პირობები გვაქვს, რომელიც ერთი კვირის წინ დავწერეთ. მივდივართ პარლამენტში, თუმცა არ შევდივართ“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

16 აპრილი 2021, 16:35

სპორტი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეოთხე ტური დაიწყო

დღეს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეოთხე ტური დაიწყო. ზედა ექვსეულის ლიდერმა „ბათუმმა“ სტუმრად „აკადემია“ დაძაბულ ბრძოლაში 20:17 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ლელო ლაშა ხმალაძემ და საბა შუბითიძემ დადეს, ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა კი ზუსტად მამუკა ნინიძემ შეასრულა. მასპინძელთა შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი გიორგი მიქანაძემ და ლევან ლომოურმა აიღეს. სოსო მათიაშვილმა კი, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

16 აპრილი 2021, 16:25

COVID19

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია დღეს დაიწყება

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 16 აპრილს დაიწყება. იმუნიზაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს: თბილისი: ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

16 აპრილი 2021, 16:24

სამართალი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ვამაყობთ ჩვენი პოლიციელებით და ოპერატიული თანამშრომლებით, მათი როლი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში ძალიან დიდია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია თბილისში, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრის და სამართალდამცავების მიერ თავდამსხმელის დაკავების და მძევლების გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება.

16 აპრილი 2021, 16:23

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახიფათო შტამი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახიფათო შტამი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

16 აპრილი 2021, 16:12

COVID19

ივანე ჩხაიძე: საქართველოში გამოყენებულ ორ ვაქცინასთან შედარებით „სინოფარმის" ვაქცინას გაცილებით ნაკლები სიმძიმის გვერდითი მოვლენები აქვს

„ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ საინფორმაციო კამპანია აქტიურად დაიწყოს, საინფორმაციო კამპანია იქნება მიმართული ორი ძირითადი კომპონენტისკენ, ეს არის - ეფექტურობა და უსაფრთხოება. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს - ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე უკვე ელოდება ამ ვაქცინას", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

არსენ ავაკოვი

16 აპრილი 2021, 16:03

მსოფლიო

უკრაინის შს მინისტრი: პუტინის რეჟიმი ახალი აგრესიით იმუქრება - ცოფიანი ძაღლი კვლავ მოადგა ჩვენს კარს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში, ვეტერანები და რეზერვისტები მობილიზაციისთვის მზად უნდა იყვნენ.

ნათია თურნავა

16 აპრილი 2021, 15:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება

ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან - ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 15:48

რეგიონი

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ახლობლების განცხადებით, 27 წლის კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმიას ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, 27 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მათივე თქმით, წურწუმია თვეებია ზუგდიდში თავის საცხოვრებელ სახლში არ იმყოფება და ის თბილისში ცხოვრობს. თუ რას საქმიანობდა ნიკოლოზ წურწუმია თბილისში, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.