imedi /  08 მარტი 2021, 22:13 / სანდო წყარო

ანდრია ჯაღმაიძე: ეს არის დევნა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე სტეფანეს

ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში გარედან შეჭრის მცდელობა იყო.

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებშიმონაწილეობა აუკრძალა.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2021, 12:37

საზოგადოება

საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსი გრძელდება

საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსი 17 მაისის 18:00 საათამდე მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა.

20 აპრილი 2021, 12:37

სამართალი

45 500 კილოგრამი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, რაც ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 12:35

საზოგადოება

გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში გზის საფარის მოწესრიგება სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე მოეწყო. ასევე, გაკეთდა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები კი, დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტისთვის 457 765 ლარია გათვალისწინებული.

ნიკოლოზ სამხარაძე

20 აპრილი 2021, 12:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ნებისმიერ ფასად უნდოდათ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა

„ეს არის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია იმ ფაქტისა, რომ აქ იყო ორი რეალური დესტრუქციული ძალა. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათ ნებისმიერ ფასად უნდოდათ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა. ახლა თითქმის მთელი პოლიტიკური კლასი საქართველოშიც და დასავლეთშიც შეთანხმდა იმაზე, რომ ეს კრიზისი უნდა დასრულდეს და ამ დროს ეს ორი ძალა გარეთ რჩება. ეს არის მათი მიზნების და ზრახვების ლუსტრაცია “, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ჯეიმს აპატურაი

20 აპრილი 2021, 12:34

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

20 აპრილი 2021, 12:31

საზოგადოება

კონფერენცია „ბათუმის თოქშოუ: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მწვანე ეკონომიკისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის ღონისძიებებით” გაიმართა

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია „ბათუმის თოქშოუ: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მწვანე ეკონომიკისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის ღონისძიებებით” (Batumi Talk Show: Scoring SDGs through action on green economy and clean air) გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

სალომე სამადაშვილი

20 აპრილი 2021, 12:26

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით, დაველოდები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას

ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას, - ამის სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

20 აპრილი 2021, 12:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ქვეყანაა

„მათი ძალიან დიდი წვლილია ამ პროცესში და ოპოზიციის დარწმუნებაში, რომ პოლიტიკის კეთების ადგილი არის პარლამენტში. შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დადასტურებაა. გუშინ შეხვედრაზე ჩვენ შარლ მიშელმა გვითხრა, რომ ეს არის საქართველოსთვის ახალი გზის გახსნა, ევროპული გზის და ევროპული პერსპექტივის გახსნა.

არმაზ ახვლედიანი

20 აპრილი 2021, 12:19

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი თქმით, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომლის გარანტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია.

ედგარს რინკევიჩსი

20 აპრილი 2021, 12:17

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩსი: ლატვია დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საქართველოს მხარს უჭერს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

20 აპრილი 2021, 12:17

ეკონომიკა

აფბას მიმართვა ხელისუფლებას: ენერგოსექტორში არსებული პრობლემები გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებით და აქტიური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს

ენერგეტიკის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებული რეალობა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არასწორი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 12:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ აჩვენებს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ

„საქართველო პრიორიტეტია ევროკავშირისთვის და ამის გამოხატულებაა შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა. განსაკუთრებული პრიორიტეტულობის დემონსტრაცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ჩვენ ძალიან თამამად წარვადგინოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

20 აპრილი 2021, 12:12

სამართალი

ნასიძის ქუჩაზე თავდამსხმელი ერთ-ერთი საკურიერო სერვისის მოპედით გადაადგილდებოდა

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე თავდამსხმელი ერთ-ერთი საკურიერო სერვისის მოპედით გადაადგილდებოდა. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 12:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა

შეთანხმება თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის პრინციპში მხოლოდ ინსტრუმენტი საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგი კი უნდა იყოს პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან ქართული პოლიტიკის გათავისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ბოგდან აურესკუ

20 აპრილი 2021, 12:07

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუმინეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულად უჭერს მხარს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 11:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი

„რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. ისინი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი ორიენტირი და მათ შორის პარტიების საგარეო ორიენტირი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით. ამის შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გაფორმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 აპრილი 2021, 11:56

რეგიონი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჯონ კირბი

20 აპრილი 2021, 11:48

მსოფლიო

პენტაგონი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 11:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ დაინახა ვინ არიან რადიკალები და ვინ - არა.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 11:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი

„გაქცეული პრეზიდენტი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ევროკავშირის, ამერიკის, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ბრძოლაში და გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დადასტურდა მათი რუსული თამაში. ახლა ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი“, - წერს ბოჟაძე.