Imedi /  09 მარტი 2021, 20:53 / სანდო წყარო

მიტროპოლიტი დავითი ჭყონდიდში განვითარებული მოვლენებზე: იმის გადაჭრით თქმა, რომ რომელიღაც პოლიტიკური ძალა დგას ამის უკან, შეიძლება, არ იყოს მართებული

მიტროპოლიტი დავითი

მიტროპოლიტი დავითი

როგორც ჩანს, ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ეს შემთხვევა სახელდებული იყოს ეკლესიის მხრიდან არაეთიკურ მოქმედებად, ძალიან ბევრნი არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავითმა (მახარაძე) განუცხადა.

იგი მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმის თქმა, პროცესების უკან შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ძალები იდგნენ, მართებული არ არის.

ამასთან მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ თუ ეპარქიის ყოფილ მღვდელმთავარს პეტრე ცაავას სამღვდელო პირებთან კონტაქტი აქვს, „შეიძლება რაღაც ბიძგისა და წაქეზების მომენტები იყოს“.

„გუშინდელი შემთხვევა არაეთიკური იყო. არ შეიძლება, როდესაც კრება მიმდინარეობს სასულიერო პირების, იმ დარბაზში შეჭრა შტურმით მოხდეს. გარკვეულ ძალებს რომ რაღაც დაინტერესება აქვთ, ეს გუშინ ნათლად გამოჩნდა, რადგან ყველა საინფორმაციო საშუალება არასწორად, უმართებულოდ ადანაშაულებდა მომხდარში მეუფეს და სასულიერო პირებს. როგორც ჩანს, ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ეს შემთხვევა სახელდებული იყოს ეკლესიის მხრიდან არაეთიკურ მოქმედებად, ძალიან ბევრი არიან.

იმის გადაჭრით თქმა, რომ პოლიტიკური, რომელიღაც ძალა დგას ამის უკან, შეიძლება, არ იყოს მართებული, მაგრამ ის, რაც ხდება ზოგადად საქართველოში, სახელმწიფოში, მისი ანარეკლი რომ ეკლესიის შიგნითაც ხდება, ფაქტია. რაც შეეხება სასულიერო პირების და მეუფის განცხადებებს, რომელიც ნაწილობრივ შეიცავს პოლიტიკურ განცხადებებს, ესეც კი საკმარისი იქნება, ამ ეჭვის დამადასტურებელ ფაქტორად რომ მოვიყვანოთ“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

მიტროპოლიტმა ასევე დასძინა: „მეუფე სტეფანეს ნათქვამს თუკი ვერწმუნებით და ალბათ, ეს სარწმუნოა, მეუფე პეტრეს აქვს თავის ყოფილ სამღვდელოებასთან ურთიერთობა“.

„ძნელია იმის თქმა, თუ რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ შეიძლება რაღაც ბიძგისა და წაქეზების მომენტები იყოს. რადგან ყოფილი მღვდელმთავარი თავის ყოფილ სასულიერო პირებთან თუკი სატელეფონო საუბრებშია ჩართული, იქ ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მიტრპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდა. ხმაური მოჰყვა ეპისკოპოსის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ეპარქიაში მოღვაწე ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 04:02

მსოფლიო

ტრამპი აღიარებს, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილების“ მიღების დრო ახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს აღიარა, რომ ირანთან დაკავშირებით რთული არჩევანის წინაშე დგას, რადგან დიპლომატიურმა ძალისხმევამ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ გამოიღო

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 03:52

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი პატივს გვცემს, რუსეთი პატივს გვცემს - ისინი მცემენ პატივს და მეც პატივს ვცემ მათ

ტეხასის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის პოზიციების გაძლიერებაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 03:42

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ გვსურს ერთიანობა, თუმცა ერთიანობისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს საღად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე საუბრისას ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას.

მარტა კოსი

28 თებერვალი 2026, 03:20

მსოფლიო

მარტა კოსი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში: იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთმა ის უკანონოდ შეიყვანა თავის კონსტიტუციაში, ევროკავშირში თქვენი გაწევრიანება რთულდება

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ომის აქტიური ფაზის პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.

28 თებერვალი 2026, 02:52

მსოფლიო

The Irish News: MI5-ს BBC-ის ლონდონის სათავო ოფისში ჰქონდა კაბინეტი, რომელიც ახალი თანამშრომლების შესამოწმებლად გამოიყენებოდა

ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურს, MI5-ს, ლონდონში, BBC-ის სათავო ოფისში სპეციალური განყოფილება ჰქონდა, რომელიც ყველა ჟურნალისტის შემოწმებას ემსახურებოდა - ამის შესახებ ინფორმაცია ფარული თვალთვალის საკითხებზე მომუშავე ტრიბუნალს მიეწოდა, - წერს ჩრდილოირლანდიური გაზეთი The Irish News-ი.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 02:21

მსოფლიო

ტრამპი: ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი პოზიცია მკაცრია - ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

ფრიდრიხ მერცი

28 თებერვალი 2026, 01:46

მსოფლიო

მერცი: დარწმუნებული არ ვარ, ხუთი ან ათი წლის შემდეგ კვლავ გვეყოლება თუ არა ნატო ასეთივე სახით

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ნატოს მომავალზე ისაუბრა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი გერმანიის ეროვნული ინტერესების გატარებაა, ისევე როგორც ამას საფრანგეთის, ბრიტანეთისა თუ იტალიის ლიდერები აკეთებენ საკუთარი ქვეყნებისთვის.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 00:54

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე გამოიწვევს თუ არა აშშ-ის დარტყმა ირანში რეჟიმის შეცვლას: ეს არავინ იცის, შეიძლება ასეც მოხდეს და შეიძლება - არა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიტანს თუ არა იერიშს ირანზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 თებერვალი 2026, 00:17

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები არ ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები არ ყოფილა.

მარტა კოსი

28 თებერვალი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკომისიაში აღიარეს, რომ უკრაინამ რეფორმების ტემპი შეანელა

ევროკომისიაში გამოთქვეს შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმების ტემპი შეიძლება შენელდეს.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2026, 23:53

მსოფლიო

ტრამპმა კუბის შესაძლო „მეგობრული ხელში ჩაგდების“ იდეა გააჟღერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული ხელში ჩაგდების“ პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

27 თებერვალი 2026, 23:36

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2026, 23:36

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია - არ ვართ კმაყოფილნი იმით, თუ როგორ აწარმოებენ ირანელები მოლაპარაკებებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკმაყოფილოა თეირანის პოზიციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.

27 თებერვალი 2026, 23:01

სპორტი

ირაკლი მეძმარიაშვილმა სომხეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის ჩოგბურთის ფედერაციების სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო საწვრთნელი პროცესების დაგეგმვაზე ისაუბრეს; ასევე განიხილეს წაღკაძორის დახურულ კორტებზე ქართველ ჩოგბურთელთა შეკრებების საკითხი.

ჯაბა ხუბუა

27 თებერვალი 2026, 22:55

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კოლექტიური „ნაცების“ მიერ ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილი წერილი, რომლითაც მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციაზე როდი მიუთითებს - მცდელობაა, შური იძიონ ქართველ ხალხზე

კოლექტიური ნაცების მიერ კოლექტიური ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილი წერილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციასა და რენეგატობაზე როდი მიუთითებს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

27 თებერვალი 2026, 22:47

კულტურა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ პრემიერას დაესწრო

„ჯამბაზები“ პარმის ოპერის თეატრის სპექტაკლია, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი ფარხადინ კარიმოვის დირიჟორობით.

რობერტ ფიცო

27 თებერვალი 2026, 22:42

მსოფლიო

ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინას „დრუჟბას“ აღდგენა არ სურს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენით.

27 თებერვალი 2026, 22:26

სპორტი

პირველი ტაიმის შედეგად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიის ნაკრებს 39:32-ს უგებს

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი კოპენჰაგენში მიმდინარეობს. პირველ ტაიმში ეროვნული ნაკრები დანიის ნაკრებს უგებს. ამ დროისთვის ანგარიში 39:32-ია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 თებერვალი 2026, 22:18

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.

27 თებერვალი 2026, 22:00

რეგიონი

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.