imedi /  09 მარტი 2021, 23:25 / სანდო წყარო

ზურა მანჯავიძე: მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ზომბირებულები არიან იმ ავადსახსენებელი არხების მიერ

ზურა მანჯავიძე

ზურა მანჯავიძე

როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე და შვილზე მოდის მუქარა, მე როგორც მშობელმა, თუ სახელმწიფო არ დამიდგა გვერდით, მე თვითონ უნდა დავიცვა მაშინ თავი, რასაც არ მოჰყვება კარგი შედეგები, არც იმ ხალხისთვის, არც ჩემთვის და არც - სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ მუსიკოსმა, ზურა მანჯავიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეცოდება ის ადამიანები, ვინც დღედაღამ ამ ავადსახსენებელ არხებს და ფაქტობრივად, ზომბირებულები არიან.

„ძალიან რთულია ცხოვრებაში ამ საშინელებასა და სიბინძურესთან შეჯახება. ჩვეულებრივ ადამიანებს ეს პოლიტიკური კიწი-კოწი ამოგვივიდა უკვე ყელში იმ ადამიანებს, ვისაც გვინდა ნორმალური არსებობა, ცხოვრება და გვინდა, რომ წინ გავიხედოთ. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი დავინახოთ. აღარ დამთავრდა ჩვენი დაბულინგება ყველანაირი მეთოდით. მე ის ადამიანები მეცოდება, ვინც დღედაღამ ამ ავადსახსენებელ არხებს და ფაქტობრივად, ზომბირებულები არიან ის ადამიანები. გულით მეცოდებიან, იმიტომ რომ უკვე გამოხედვასა და საუბარზე ეტყობათ იმ ადამიანებს. თხოვნა მაქვს და უფლება მაქვს რომ მოვითხოვო კიდეს, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლაში მე ჩემი წვლილი მაქვს და ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ მოვითხოვო, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენი გასაკეთებელი არ გახდეს და ძალიან ცუდი ფორმები არ მიიღოს ყოველივე ამან. ჩემ შვილსაც რომ დაემართოს იგივე და დააბულინგონ, როდესაც მე სახელმწიფო არ მიდგას უკან, ჩემი მეთოდებით დავიწყებ თავის დაცვას, რაც ვიღაცისთვის არ იქნება სასიამოვნო. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე და შვილზე მოდის მუქარა, მე როგორც მშობელმა, თუ სახელმწიფო არ დამიდგა გვერდით, მე თვითონ უნდა დავიცვა მაშინ თავი, რასაც არ მოჰყვება კარგი შედეგები, არც იმ ხალხისთვის, არც ჩემთვის და არც - სახელმწიფოსთვის. ამიტომ ვთხოვ ამ ადამიანებს, შექმნან საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გარანტიას მისცემს ნორმალურ ადამიანებს რომ ბულინგსა და შეურაცხყოფაზე და ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა წყდებოდეს. საინფორმაციო საშუალება ამბობს აშკარა ტყუილს, დეზინფორმაციას ავრცელებს, რასაც შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს. შევიდეს სასამართლოში საქმე, დაჯარიმდეს ის ტელევიზია ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ერთხელ 100 ათასი აშშ დოლარით დაჯარიმდება, მეორედ 1 მილიონი დოლარი და მერე ის კეთილს ინებებს, ათასჯერ გადაამოწმებს ინფორმაციას აღარ გაავრცელებს ტყუილს და ჩვენც აღარ გაგვიხეთქავს გულს. დაგვანებონ თავი, ნორმალური ცხოვრება გვინდა“, - განაცხადა ზურა მანჯავიძემ.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2026, 10:20

მსოფლიო

სომხური მედია: სომხეთის დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ ერევნის ქუჩებში მოძრაობა შეაფერხა

სომხეთის დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ ერევნის ქუჩებში მოძრაობა კვლავ შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

15 აგვისტო 2026, 10:09

ჯანდაცვა

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.

15 აგვისტო 2026, 10:08

მსოფლიო

საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ კანონი იმ საბაბით, რომ ის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს

საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ კანონი იმ საბაბით, რომ ის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

15 აგვისტო 2026, 10:01

რეგიონი

დღეიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა წესდება

დღეიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა წესდება

15 აგვისტო 2026, 09:23

სპორტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 16 აგვისტოდან დაიწყებს

16-23 აგვისტოს სლოვაკეთი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

15 აგვისტო 2026, 09:00

სპორტი

დღეს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის დასკვნით, მესამე მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს

დღეს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის დასკვნით, მესამე მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს

გიზო ვასაძე

15 აგვისტო 2026, 01:09

საზოგადოება

საბურთალოს რაიონის გამგებელი: ცხელი ხაზის მეშვეობით, ჩვენი რაიონის თანამშრომლები ყველა შეტყობინებაზე ადგილზე მიდიან და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება - ყველა შეტყობინებაზე რეაგირება გვექნება

უხვი ნალექის შედეგად ცენტრალურ საბურთალოზე რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სანიაღვრე სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპისთვის ყველა პრობლემა აღმოფხვრილია, - განაცხადა ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ.

დონალდ ტრამპი

15 აგვისტო 2026, 00:27

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს

„მას შემდეგ, რაც ირანის დამარცხებას დავასრულებთ... ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ“, - განაცხადა ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.

15 აგვისტო 2026, 00:04

საზოგადოება

თბილისის მერია: დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია

„განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე. საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.

14 აგვისტო 2026, 23:23

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 22:49

საზოგადოება

ახალი სტანდარტი სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებისას - რის უფლება ენიჭებათ მგზავრებს გრაფიკის ცვლილების, რეისის შეფერხების ან დაგვიანების შემთხვევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რკინიგზით გადაადგილებისას მგზავრებს დამატებითი უფლებები მიენიჭათ. ეს ეხება რეისის დაგვიანებას, შეფერხებას ან გრაფიკის ცვლილებას. მგზავრს შეეძლება ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჩივრის შედგენა.

ლევან გუგავა

14 აგვისტო 2026, 22:37

სპორტი

პარაძიუდოისტი ლევან გუგავა ევროპის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი ლევან გუგავა (J2 -81კგ) ევროპის ჩემპიონია.

მარიამ ქვრივიშვილი

14 აგვისტო 2026, 22:26

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

14 აგვისტო 2026, 22:00

რეგიონი

უსაფრთხო გადაადგილება გუდაურისა და სტეფანწმინდისკენ - ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კურორტ გუდაურისკენ, ასევე სტეფანწმინდამდე მგზავრობა მალე უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო იქნება. ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება.

14 აგვისტო 2026, 21:43

პოლიტიკა

ფინანსების გამჭვირვალობა და საქართველოს დადებითი შედეგი - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 139 სახელმწიფო შეაფასა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფისკალური გამჭვირვალობა საქართველოში. მსოფლიოს 139 სახელმწიფოდან ნახევარზე მეტი მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მათ შორის არის ჩვენი სამეზობლო, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მოლდოვა.

14 აგვისტო 2026, 21:37

პოლიტიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის შს მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყირგიზეთის შს მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. ულან ნიაზბეკოვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ქართველმა კოლეგამ და სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის ხელმძრვანელმა უმასპინძლეს.

შალვა პაპუაშვილი

14 აგვისტო 2026, 21:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე

კახა კალაძე

14 აგვისტო 2026, 21:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

14 აგვისტო 2026, 21:09

პოლიტიკა

შტურმი ტურიზმზე და ქვეყნის დამაზიანებელი კამპანია - ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას? ესკალაციის მიზანი ოკუპაციის პირობებში. ხელისუფლება გარედან მართული ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს.

14 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.