სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიომრავალფეროვნებისა და ტყის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
იური ნოზაძე
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ბიომრავალფეროვნებისა და ტყის საკითხებზე პარტნიორ ორგანიზაციებთან ონლაინ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის, ასევე, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინსტიტუტს (BIOFIN) შეხვედრის ორგანიზებისთვის და ყურადღება ქვეყანაში გარემოს დაცვისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ბიომრავალფეროვნების, ტყის და ველური ბუნების, ასევე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება, სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და რესურსების ჭარბი მოხმარების შემცირების საკითხების ეფექტიანი უზრუნველყოფა, სადაც დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, აღნიშნულ საკითხებზე ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ სამაგალითო თანამშრომლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და ველური ბუნების სწორი მართვის მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგაობათა სწორი მართვის, მდგრადი ურბანული დაგეგმვისა და ქალაქების ურბანული ბიომრავალფეროვნების მიმართულებით შესამუშავებელი ერთიანი სტანდარტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, თვალსაჩინოა ქვეყანაში გარემოსდაცვითი და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები. ლუიზა ვინტონიმ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა 10 საპროექტო კონცეფცია წარმოადგინეს. აღნიშნული საპროექტო წინადადებები დაცული ტერიტორიების, საჯარო სექტორში ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის, სატყეო სექტორის, ეკოტურიზმის და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებს ეხებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 08:11
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
22 ივლისი 2026, 08:04
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს - დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში ის ადგილი დაათვალიერეს, საიდანაც მიწის მასა ჩამოიშალა. პირველადი შეფასებით, ადგილზე ახალი გააქტიურების კერები არ შეინიშნება, მდინარე დაუბრკოლებლად გაედინება.
22 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება
სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტი ფარგლებში, დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება, მომდევნო დღეებში კი დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
22 ივლისი 2026, 04:47
მსოფლიო
ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.


