15 მარტი 2021, 13:43 / სანდო წყარო

რა ახდენს გავლენას 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვის მიერ ელექტრონული მოწყობილობების ხშირად გამოყენებაზე. UNICEF-ის კვლევა

რაც უფრო მაღალია ოჯახის სიმდიდრის ინდექსი, მით უფრო იზრდება დღეში 1 საათზე მეტი ხნით ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ალბათობა, - ამის შესახებ UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევაში წერია. კვლევის სამიზნე ჯგუფი 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

კვლევით დადგინდა შემდეგი ძირითადი ტენდენციები:

🔹 ყველაზე ძლიერი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირეზე, ბავშვის ასაკია. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო მეტია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირე.

🔹 ქალაქად მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვიდრე სოფლად მცხოვრებები. თბილისში მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად მოიხმარენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვიდრე ბავშვები სხვა რეგიონებიდან.

🔹 დღის განმავლობაში ერთ საათზე მეტი ხნით ტექნოლოგიების გამოყენების უმაღლესი მაჩვენებელი შემდეგ რეგიონებში გამოვლინდა: თბილისი (41%), აჭარა (38%), იმერეთი და ქვემო ქართლი (35%).

🔹 რაც უფრო მაღალია ოჯახის სიმდიდრის ინდექსი, მით უფრო იზრდება დღეში ერთ საათზე მეტი ხნით ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ალბათობა. სიმდიდრის ინდექსის მესამე და მეხუთე კატეგორიების ოჯახებიდან, ბავშვების 32% დღის განმავლობაში ერთ საათზე მეტი ხნით იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს.

🔹 რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს ოჯახის სიმჭიდროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიხშირეზე. ეს, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ასაკთან ერთად ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხიც იზრდება.

🔹 ოჯახში კიდევ ერთი, 5 წლამდე ასაკის ბავშვის ყოფნა ამცირებს ბავშვებში ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირეს. ოჯახებში, სადაც მხოლოდ ერთი ბავშვია, ალბათობა იმისა, რომ ელექტრონულ მოწყობილობებს ბავშვები ერთ საათზე მეტი ხნით გამოიყენებენ, მაღალია, ვიდრე ოჯახებში, სადაც ერთ ბავშვზე მეტი ცხოვრობს.

🔹 უმაღლესი განათლების მქონე დედების ბავშვების შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ ისინი ტექნოლოგიებს საათზე მეტი ხნით გამოიყენებენ 1.518-ჯერ იზრდება, ვიდრე იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა დედებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება. იგივე შედეგი მიიღეს, როდესაც მამის განათლების გავლენა შეაფასეს.

🔹 უფროსების ჩართულობის ნაწილიდან, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პრედიქტორი მხოლოდ დედების ჩართულობა აღმოჩნდა. რაც უფრო ჩართულია დედა, ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ელექტრონულ მოწყობილობას ერთ საათზე მეტი ხნით გამოიყენებს, მცირდება.

🔹 რაც უფრო ბევრი საბავშვო და დასურათებული წიგნი აქვს ბავშვს, მით უფრო ხშირად იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს. აღნიშნული კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი რჩება მაშინაც, თუ გავაკონტროლებთ სტანდარტულ კონტექსტუალურ ცვლადებს, ოჯახის წევრებისა და ბავშვების ფაქტორებს.

🔹 მაღაზიის სათამაშოებთან ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირე იზრდება. ამგვარი შედეგი, შესაძლოა, შემდეგნაირად აიხსნას: ოჯახებში, სადაც აღმზრდელებს შეუძლიათ, შეიძინონ საბავშვო წიგნები, დასურათებული წიგნები და სათამაშოები მაღაზიიდან, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სიხშირე უფრო მეტად არის ოჯახის ფინანსური რესურსის ფუნქცია.

🔹 ბავშვები, რომლებმაც გამოსცადეს ფსიქოლოგიური აგრესია ან ფიზიკური ძალადობა, უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი დისციპლინის პრაქტიკა არ გამოუცდია.

ყველა სიახლე

14 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.

14 სექტემბერი 2026, 12:07

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

მარკ კარნი

14 სექტემბერი 2026, 11:59

მსოფლიო

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.

14 სექტემბერი 2026, 11:55

პოლიტიკა

გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს

გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.

14 სექტემბერი 2026, 11:47

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს

ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 11:44

პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 11:27

მსოფლიო

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.

აკაკი ალადაშვილი

14 სექტემბერი 2026, 11:23

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა.

თენგიზ შარმანაშვილი

14 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.

ალის ვიდელი

14 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე. მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ვაიდელი.

14 სექტემბერი 2026, 11:11

რეგიონი

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

14 სექტემბერი 2026, 11:10

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.

ჟან-ლუკ მელანშონი

14 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა

„თუ ფრანგი ხალხის ხმებით თქვენი პრეზიდენტი გავხდები, საფრანგეთის სახელით განვაცხადებ, რომ ფრანგები არ ეთანხმებიან გერმანიის მიერ კონტინენტზე წამყვანი კონვენციური არმიის აღდგენას, რადგან ჩემი კითხვა ასეთია - რისთვის? ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, სამხედრო თვალსაზრისით ყველა სხვაზე მაღლა დადგეს, განსაკუთრებით კი ფრანგებზე“, - განაცხადა მელანშონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

რუსლან კრავჩენკო

14 სექტემბერი 2026, 10:53

მსოფლიო

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.

დავით ქართველიშვილი

14 სექტემბერი 2026, 10:49

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 10:15

მსოფლიო

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.

14 სექტემბერი 2026, 10:14

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 10:11

სამართალი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 09:53

მსოფლიო

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

„საბოლოო ჯამში გამოვალთ [ირანთან ომიდან], თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ დარჩენას და ნავთობის კონტროლს, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვენესუელის შემთხვევაში ამერიკულმა ჩარევამ „მრავალჯერად გაამართლა“.

14 სექტემბერი 2026, 09:21

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.