imedi /  18 მარტი 2021, 18:35 / სანდო წყარო

ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის გამო, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არის სიცრუე

ირაკლი ბენდელიანი

ირაკლი ბენდელიანი

მინდა, გამოვეხმაურო რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ასევე მომავალი კვირიდან უცხოელი ექსპერტებიც ჩამოვლენ და ყველა ეტაპზე მოსახლეობა იქნება სრულად ინფორმირებული.

„მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. აქვე მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ საუბარია აბსოლუტურად სხვადასხვა ტერიტორიაზე. დღეს უკვე განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მერია იყო პირველი, ვინც გაავრცელა განცხადება მეწყრული პროცესის შესახებ და დაიწყო სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება. პირველი განცხადება გავავრცელეთ მიმდინარე წლის 15 მარტს. პირველ რიგში, მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო საპრევენციო ღონისძიებები. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი. ამჟამად ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

„თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, წინ უსწრებს შესაბამისი კვლევა, რაშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. დღეს რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ დოკუმენტს, რომელიც, მათი თქმით, ექსკლუზიურად მოიპოვეს. რეალურად აღნიშნული დოკუმენტი არის საჯარო და წარმოადგენს ხელშეკრულების თანმდევ ნაწილს. დოკუმენტი შეეხება იმ სამუშაოებს, რომელიც მაჭავარიანი-გელოვანის გზას უკავშირდება და არა ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს. ყველა უწყება აგრძელებს მუშაობას, როგორც ნახეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მას თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ესწრებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად პერიოდულად მოგაწვდით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაძე გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები უმოკლეს ვადაში გატარდება.

ყველა სიახლე

ესმაილ ბაღაი

15 ივლისი 2026, 23:48

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს

ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - განუცხადა ოთხშაბათს ირანულ მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.

მიხაილ ფედოროვი

15 ივლისი 2026, 23:35

მსოფლიო

მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს

მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისი საქმიანობა შეაჯამა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 22:19

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესახებ: მე ახლა მოლაპარაკება არ მსურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანელებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 22:18

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენი ვალია, დავიცვათ ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ის სიწმინდეები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება

ვლაქერნობის დღესასწაულს წელს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღვნიშნავთ. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტობა ქრისტიანულ საფუძველზეა აღმართული და სწორედ ამ საძირკველმა გააძლებინა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი განსაცდელები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო/

ლევან მოსეშვილი

15 ივლისი 2026, 22:17

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის შემოსვლა უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს გვქონია

ავიაკომპანია China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს, ეს ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა, რადგანაც აქამდე შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში China Eastern Airlines-ის საინაუგურაციო ფრენის შესრულების შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნულ ფრენებსა და მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 22:15

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, სიწმინდეების, ქრისტიანული რწმენის და სახელმწიფო მემკვიდრეობის ღირსეულად შენარჩუნება. მისი თქმით, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღინიშნება.

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2026, 21:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ქვეყნების განცხადებებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მოიხსენიებდნენ.

15 ივლისი 2026, 21:26

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა, მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.

15 ივლისი 2026, 21:13

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 21:03

რეგიონი

ვლაქერნობა - მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქ შიო მესამის სადღესასწაულო მსახურება ზუგდიდში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, გრძელდება.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 20:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მერცის განცხადებაზე: ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ

„ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

15 ივლისი 2026, 20:55

ეკონომიკა

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

15 ივლისი 2026, 20:46

საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა და პროექტირება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ახალი ეტაპი, პროექტირება იწყება.

ნაიჯელ ფარაჯი

15 ივლისი 2026, 20:46

მსოფლიო

ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო

ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 20:44

სამართალი

აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

15 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

სტიგმატიზება, ცინიზმი და შშმ პირების დაკნინების მცდელობა - უფლებადამცველები ოპოზიციის აქტივისტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს გმობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტი შშმ პირებს შეურაცხყოფს. მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ყველა ადამიანი თანასწორი, მსგავსი გამოვლინება კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისათვის.

მარიამ ქვრივიშვილი

15 ივლისი 2026, 20:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

15 ივლისი 2026, 20:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა

დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

15 ივლისი 2026, 20:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში.

15 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

პასუხი პასუხის გარეშე - ეუთოს სათავო ოფისი ჯო უილსონის რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობას ირიდებს და საპარლამენტო ასამბლეას აკისრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეუთოს სათავო ოფისმა ჯო უილსონის რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო ასამბლეას დააკისრა. „ქრონიკას“ ორგანიზაციის ცენტრალური წარმომადგენლობის შეფასებაც აინტერესებდა, თუმცა ვერ მივიღეთ.