მიხეილ ჩხენკელი მონიტორინგის მიზნით თბილისის 118-ე და 208-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ფოტო: განათლების სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი N118 და N208 საჯარო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლების მიერ შემუშავებულ სანიტარულ ნორმებს გაეცნო და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია თავად სკოლების დირექტორებისგან მოისმინა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ N118 სკოლაში 1 230, ხოლო N208-ში 892 მოსწავლე ირიცხება, ორივე სკოლაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია სრულფასოვნად არის დაცული. სკოლები აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, ხოლო მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
უსაფრთხოების მიზნით, სკოლებში სანიტარიის დასაცავად გამკაცრებულია საზედამხედველო კონტროლი. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება.
„სამინისტროს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოლებში მონიტორინგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. როგორც მინისტრის, ასევე მინისტრის მოადგილეების მხრიდან კვლავ აქტიურად გაკონტროლდება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 19:47
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მაისი 2026, 19:31
სპორტი
მამუკა ხაბარელი: საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპორტის ამ დისციპლინაში ღირსეული ადგილი მოიპოვოს
ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, - განაცხადა საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
31 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.
31 მაისი 2026, 19:29
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგამ გამოაქვეყნა.
31 მაისი 2026, 19:24
პოლიტიკა
ანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ.. მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია
ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის -მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
31 მაისი 2026, 19:15
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილი „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ - ვარდების - ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.
31 მაისი 2026, 18:57
პოლიტიკა
ანა წითლიძე: 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით - ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომელსაც მელია ასახელებს, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თავად იყო, ხოლო, მთავარი იდეოლოგი კი - ნიკა გვარამია.
31 მაისი 2026, 18:27
მსოფლიო
კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00-დან 16:00 საათამდეა ღია. BBC-ის პროგნოზით, მზარდი ძალადობის ფონზე, პირველივე ტურში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, 10 კანდიდატიდან ვერავინ მოიპოვებს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური, შესაძლოა, 21 ივნისს გაიმართოს.
31 მაისი 2026, 18:12
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნიდან რუსეთის ელჩის გაძევებას არ გამორიცხავს
„იმედი მაქვს, რომ ისინი გაჩერდებიან. თუ არა - არსებობს სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული. მაგალითად, ელჩის გაძევება. დიპლომატიურ ზომებს გარკვეული იერარქია აქვს“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
31 მაისი 2026, 17:58
სპორტი
საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავს
წელს საქართველომ ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნა და ამით, ღონისძიების მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა.
31 მაისი 2026, 17:55
საზოგადოება
31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა - გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს
31 მაისი ქიმიკოსის პროფესიული დღეა. გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
31 მაისი 2026, 17:55
რეგიონი
„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი გაიმართა
„სახიობა რაჭაში 2026“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართულ ფესტივალში, ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები მონაწილეობდნენ. „სახიობა რაჭაში “ დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
31 მაისი 2026, 17:48
სპორტი
„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600-მა მორბენალმა მიიღო მონაწილეობა
„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი იყო. მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს-მათგან ყველაზე გრძელი 21-კილომეტრიანია.
31 მაისი 2026, 17:38
საზოგადოება
შიო მესამე: გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა
გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
31 მაისი 2026, 17:20
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, თბილისში კიდევ ერთი უნიკალური პროექტი ხორციელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, დარგულია ათასობით ნერგი და პროექტის ფარგლებში გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი.
31 მაისი 2026, 17:14
მსოფლიო
NYT: თეთრ სახლში ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩიეს
გამოცემის ინფორმაციით, ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან სოციალურ ქსელში, რაც მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. გაზეთი წერს, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს ვენსი ასევე ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს.
31 მაისი 2026, 17:03
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია
„მათ სამხედრო ძალა აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, კარგი ლაპარაკი და ფეიკმედიაა. ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია“, - განაცხადა ტრამპმა.
31 მაისი 2026, 16:50
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
31 მაისი 2026, 16:18
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს.
31 მაისი 2026, 15:30
მსოფლიო
ისრაელის ჯარმა სამხრეთ ლიბანში ბოფორის სტრატეგიული ციხესიმაგრე დაიკავა
ისრაელის მედიის ცნობით, 30 მაისს დაფიქსირდა „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა აპრილში ზავის დადების შემდეგ, რამაც რეგიონში სკოლების დახურვა და შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.


