ავტომობილის ნომრის შეცვლა 1-ლი აპრილის შემდეგაც შესაძლებელია - ტრანსპორტის მომსახურების სააგენტოს განყოფილებაში მიყვანის გარეშე
ფოტო: Facebook
ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე. აქვე საყურადღებოა, რომ 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაცია (SAGENCY) გადმოწერა შესაძლებელია აიფონით სარგებლობის შემთხვევაში APP Store- დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობის შემთხვევაში PLAY Store- დან. გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერზე რეგისტრირებული. დისტანციური მომსახურების მისაღებად, დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით მიეთითება პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეძლებს პირად გვერდზე გადასვლას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა - კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.
„ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტომ არაერთხელ აცნობა საზოგადოებას, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მიყვანა და დათვალიერება“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: იყო ძიება და კვლევა ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები და დაფინანსების წყაროები
დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული და დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მიყვანას რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
14 ივლისი 2026, 17:27
მსოფლიო
უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
14 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
14 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
14 ივლისი 2026, 17:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.
14 ივლისი 2026, 17:07
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს
„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.
14 ივლისი 2026, 16:24
საზოგადოება
წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 16:20
საზოგადოება
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.
14 ივლისი 2026, 16:19
ეკონომიკა
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
14 ივლისი 2026, 16:00
საზოგადოება
Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა
პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).
14 ივლისი 2026, 15:51
პოლიტიკა
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს" ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა.
14 ივლისი 2026, 15:39
მსოფლიო
ბულგარეთმა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიცია“ დატოვა
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას ითხოვს. ამ კონფლიქტის გადაჭრა მდგომარეობს არა მის სამხედრო საშუალებებით გაჭიანურებაში, არამედ ძლიერ დიპლომატიურ მისიაში, რომელიც ბოლოს მოუღებს ესკალაციას“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.
14 ივლისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში თავიდან ავირიდოთ გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა
მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
14 ივლისი 2026, 15:24
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის
როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.
14 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“ მრავალფუნქციურია თავისი დანიშნულებით, მისი მთავარი მიზანია ადამიანებზე ზრუნვა, მადლობა ყველას, ვინც არის ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის
ძალიან დიდი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დღეს საჯაროდ, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ეს არის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა
დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან.
14 ივლისი 2026, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, ეს დოკუმენტი გვაძლევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას
სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:05
მსოფლიო
Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა
გამოცემის წყაროების თქმით, სვირიდენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს გადადგომის შემდეგ. „მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.
14 ივლისი 2026, 14:38
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.


